Microvision (აგრეთვე ცნობილი როგორც MB Microvision) — პირველი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც მოიხმარდა მოხსნად სათამაშო კარტრიჯებს.[2] გამოსცა კომპანია Milton Bradley Company-იმ 1979 წლის ნოემბერში.[3]

Microvision
მწარმოებელი Milton Bradley Company
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1979 (1979)
თავდაპირველი ფასი 51 აშშ დოლარი[1]
შეწყდა 1981 (1981)
მედია Microvision-ის სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Intel 8021/TI TMS1100 (კარტრიჯზე)
მეხსიერება 32 ნიბლი (16 ბაიტი) RAM, 2K ROM
მონიტორი 16 × 16 პიქსელები

კონსოლს გააჩნდა მცირე ზომის თხევად-კრისტალური ეკრანი 16x16 პიქსელებით. მისი უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ ცენტრალური პროცესორი და მართვის ღილაკები დამაგრებული ჰქონდა კარტრიჯზე,[4][5] ხოლო კონსოლზე განთავსებული იყო ეკრანის და ღილაკების ჩიპი და აგრეთვე მცირე ზომის პადლი. მოიხმარდა ორი სახის პროცესორს: 8-ბიტიანი Intel 8021 და Texas Instrument-ის TMS1100, თითოეული 100 კილოჰერცი ტაქტური სიხშირით. გააჩნდა 32 ნიბლი (16 ბაიტი) ოპერატიული მეხსიერება. ღილაკების რაოდენობა ვარირებდა 2-დან 12-მდე, დამოკიდებული კონკრეტულ თამაშზე. კონსოლის დიზაინერი იყო ჯეი სმითი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ შექმნა სახლის კონსოლი Vectrex.[6]

Microvision-ის პორტაბელურობისა და სათამაშო კარტრიჯების წყალობით, კომპანიამ პირველივე წელიწადში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, ცოტა რაოდენობის კარტრიჯების და ვიდეო თამაშების კომპანიების მხარდაჭერის არარსებობის, აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური პრობლემებისა და მცირე ზომის ეკრანის გამო, მისი წარმოება შეწყდა 1981 წელს.[7] არსებობის ისტორიაში გამოიცა მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში. კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში „Blockbusters“. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 8 მილიონი ეგზემპლარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PC Timeline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
  2. Sfetcu, Nicolae (2014-05-04). Game Preview (en). Nicolae Sfetcu. 
  3. www.lookingtodraw.com, MICHAEL J. BARNES, ILTD DESIGN SERVICES,. PC Timeline. The Freeman PC Museum... Largest Collection of Vintage Computers On The Web.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
  4. Milton Bradley Microvision (U.S.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტატა: „the console itself is nothing more than controls, LCD panel and a controller chip for the LCD panel. Each cartridge contains the microprocessor, which happens to have a small amount of ROM space on it that MB loaded the game code onto.“ ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  5. MB Microvision Handheld Games Console. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტატა: „In fact, it was the cartridge itself that contained the CPU, and just to confuse everyone two different ones were used.“ ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  6. Информация об игровой системе Microvision на сайте GameFaqs
  7. A Brief History of Handheld Video Games
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microvision&oldid=4576486“-დან