Xbox
Xbox — სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და პირველი კონსოლი Xbox-ის სერიიდან. შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა. გამოვიდა 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალია, ევროპასა და იაპონიაში - 2002 წელს.[2] ეს იყო Microsoft-ის პირველი ნაბიჯი სათამაშო კონსოლების ბაზარზე შემოსვლისა. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა PlayStation 2-ს, Dreamcast-სა და GameCube-ს.
Xbox | |
---|---|
შემქმნელი | Microsoft |
მწარმოებელი | Flextronics[1] |
პროდუქტის ოჯახი | Xbox |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. ნოემბერი 15, 2001[2] იაპ თებერვალი 22, 2002 ავს მარტი 14, 2002 ევრ მარტი 14, 2002 |
საცალო გაყიდვაში | 24 მილიონი (2006 წლის 10 მაისის მონაცემით)[3] |
შეწყდა |
იაპ 4 ივნისი, 2006 ევრ 11 მარტი, 2007 ჩრდ.ამ. 2 მარტი, 2009 |
მედია | DVD, CD, ციფრული დისტრიბუცია |
ოპერაციული სისტემა | Xbox OS |
პროცესორი | Intel Pentium III 733 მჰც |
მეხსიერება | DDR SDRAM 64 მბ @ 200 მჰც |
მეხსიერების საცავი | 8 ან 10 გბ მყარი დისკი, 8 მბ მეხსიერების ბარათი |
გრაფიკა | Nvidia NV20A, 250 მჰც |
კონტროლერის შეტანა | Xbox-ის კონტროლერის 4 პორტი (USB ინტერფეისი), უსადენო კონტროლერი |
კავშირი | 100 მბიტ Ethernet |
ონლაინ სერვისები | Xbox Live |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | Halo 2, 8 მილიონი ასლი (2006 წლის 9 მაისის მონაცემით)[4] |
შემდეგი | Xbox 360 |
იქსბოქსს გააჩნდა სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც. ის გახდა პირველი კონსოლი, რომელსაც ჰქონდა ჩაშენებული შიდა მყარი დისკი.[5][6] 2002 წლის ნოემბერს, Microsoft-მა მოხმარებაში ჩაუშვა Xbox Live - ფასიანი ონლაინ-თამაშების სერვისი, რომელიც იძლეოდა სხვადასხვა შიგთავსების გადმოწერისა და სხვა მოთამაშეებთან დაკავშირების საშუალებას Broadband-ის მეშვეობით.[7] შემუშავებულმა სერვისებმა Microsoft-ს მისცა დასაყრდენი ონლაინ თმაშებში და დაეხმარა იქსბოქსს გამხდარიყო მნიშვნელოვანი კონკურენტი სხვა მეექვსე თაობის კონსოლებისა. ისეთმა თამაშმა, როგორიც არის Halo2 ხელი შეუწყო კონსოლების ონლაინ გეიმინგისა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების პოპულარობას.[8] მიუხედავად ამისა, გაყიდვებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა PlayStation 2-ს.[9][10]
Xbox-ის მომდევნო ვერსია Xbox 360 რეალიზაციაში ჩაეშვა 2005 წლის ნოემბერს. 2005 წელს იაპონიაში შეწყდა Xbox-ის გაყიდვა. ამის შემდეგ, 2006 წელს მიყვნენ სხვა ქვეყნებიც.[11] კონსოლის უკანასკნელი თამაში ევროპაში იყო Xiaolin Showdown გამოსული 2007 წლის ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - Madden NFL 09 გამოშვებული 2008 წლის აგვისტოს. Xbox-ის მხარდაჭერა Microsoft-მა მთლიანად შეწყვიტა 2009 წლის 2 მარტს. ხოლო Xbox Live-ის მხარდაჭერა 2010 წლის 15 აპრილს.
გალერეა
რედაქტირება-
Xbox
-
Xbox გახსნილ მდგომარეობაში
-
დისტანციური პულტი
-
Xbox-ის ორიგინალი კონტროლერი
-
Xbox-ის კონტროლერი S
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Xbox საიტზე Curlie
- Xbox საიტზე Wayback Machine (არქივირებულია თებერვალი 23, 2005)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ O'Brien, Jeffrey M.. (ნოემბერი 2011) The Making of the Xbox. Wired. Condé Nast. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2013.
- ↑ 2.0 2.1 Xbox Arrives in New York Tonight at Toys “R” Us Times Square
- ↑ Gamers Catch Their Breath as Xbox 360 and Xbox Live Reinvent Next-Generation Gaming. Microsoft (მაისი 10, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-21. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2009.
- ↑ Morris, Chris. (მაისი 9, 2006) Grand Theft Auto, Halo 3 headed to Xbox 360. CNN. ციტირების თარიღი: ივლისი 16, 2008.
- ↑ GAME THEORY; Console Shootout: The Sequel
- ↑ THE LIFE AND DEATH OF THE ORIGINAL XBOX
- ↑ Xbox Live's Major Nelson » Xbox LIVE being discontinued for Original Xbox consoles and games:. Majornelson.com (2010-04-15). ციტირების თარიღი: 2013-04-22.
- ↑ HISTORY OF FIRST-PERSON SHOOTERS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ PlayStation 2 Shortage Frustrates More Than Buyers
- ↑ Slimmer PlayStation triple sales
- ↑ Garratt, Patrick. (აგვისტო 5, 2011) The Xbox Story, Part 1: The Birth of a Console. vg247.com. ციტირების თარიღი: ივნისი 26, 2013.