მაისაძე ფერანდო დავითის ძე

მაისაძე ფერანდო დავითის ძე (დ. 14. IV. 1941, თბილისი), გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1995), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2009). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით (1963). 1963-იდან მუშაობა დაიწყო საქ. სსრ მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტში. 1992–2001 იყო რეგიონული გეოლ. სექტორის გამგე. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში (1970–80). მისი კვლევის საგანია საქართვ. და კავკასიის პალეოგეოგრაფიის, ტექტონიკისა და რეგიონული გეოლ. საკითხები.

მ-ის შრომებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიონის სამხრ. ფერდობზე გავრცელებულ პალეოგენურ-ფლიშური ნალექების კომპლექსურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხერხდა მათი ლითო-ფაციესური დანაწილება. იკვლევდა აგრეთვე სამხრ. კავკასიაში გავრცელებულ ზედაეოცენურ ოლისტოსტრომებს ალპურ ნაოჭა სისტემაში. მან პირველმა მიაკუთვნა ოლისტოსტრომები „მოვლენათა ნალექებს“ (2008) და დაასაბუთა მათი წარმოშობის კავშირი კატასტროფებთან. ოლისტოსტრომების საშუალებით პირველად დადგინდა სამხრ. კავკასიაში „რეტროშარიაჟების“ არსებობა ფლიშურ ნალექებში (1994), ასევე სედიმენტაციის კავშირი ოროფაზისებთან, რის შედეგად მ-მ პირველმა განსაზღვრა პირენეული ოროფაზისის ხანგრძლივობა (1,7 მლნ. წ.).

მ. მონაწილეობდა მრავალ სამეცნ, მ. შ. „იუნესკოს“ პროექტებში. შედეგები მონოგრაფიის სახით გამოქვეყნდა 1996. იგი არის საქართველოში გეოტურიზმის დაარსებისა და განვითარების ერთ–ერთი ფუძემდებელი. მიღებული აქვს ა. ჯანელიძის სახ. პრემია (2001).

თხზ.: О новопиренейской складчатости на Кавказе, „Известия АН СССР. Серия географическая“, 1984; №7; О верхнеэоценовых олистостромах Южного склона Большого Кавказа (Стратиграфия, геологическая корреляция), „Российская академия наук“, 1994, № 1; Палеогеография и геологическое развитие Грузии в палеогеновое время, Тб., 1999; Event Deposits in Chauticaly Built Formations//bullet in of the Georgian National Academy of sciens, vol. 2, no 3, 2008.