Papers by George Kalandia გიორგი კალანდია
ისტორიანი. 4/134, 2024
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XI საუკუნის ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლია. აქ დაცულ ხელო... more ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XI საუკუნის ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლია. აქ დაცულ ხელოვნების ნიმუშთა შორის საყურადღებოა დიდი ჯვარი. ამ ჯვრის გაფორმებაში ყველაზე საგულისხმო წმინდა გიორგისა და მთავარანგელოზს შორის მუხლმოყრით მდგარი მამაკაცი და მისი საქტიტორო წარწერაა. ეს 4-სტრიქონიანი, ასომთავრულით ლამაზად შესრულებული წარწერა
არც მარი ბროსეს გამოუქვეყნებია და არც ანდრეი პავლინოვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს ეს სიწმინდე ნანახი
ჰქონდა. ამდენად, ყურადღების მიღმა დარჩა XV საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული პირის გამოსახულება.
ისტორიანი N 3, 2024
ჭყონდიდის ეპარქიის ისტორია და ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი
Le patrimoine textile des musees europeens, 2024
A research project of the Georgian State Museum
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა
ჟურნალი "ისტორინაი", 2023
ჯეგეთის ტაძრის ისტორია
ისტორიანი 2 (128), 2023
კრისტიან დიორის სამოდელო სახლის ქართველი მხატვრის თამარ დე ლეტე ვაჩნაძის შემოქმედებითი ცხოვრება დ... more კრისტიან დიორის სამოდელო სახლის ქართველი მხატვრის თამარ დე ლეტე ვაჩნაძის შემოქმედებითი ცხოვრება და ბიოგრაფია
ჟურნალი "ისტორიანი", 2021
კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის დათოვლილი მთების ფონზე ალერტის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათსა და ს... more კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის დათოვლილი მთების ფონზე ალერტის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოს შორი მანძილიდან დაინახავთ, მარგალიტებივით რომ ანათებენ. აქვე ხედავთ კოხტა მეგრულ კარ-მიდამოებს, სერზე შეფენილ სახლებს, დაწკრიალებულ ეზოებს, გამარგლილ სათხილეებსა და ყანებს, ზედმიწევნით დამუშავებულ მიწის ნაკვეთებს. ნოღის თემის მთავარი ღირსშესანიშნაობა ალერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ისევე როგორც ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, იგი არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სალოცავს წარმოადგენდა.
XXXI Международный конгресс по источниковедению и историографии стран Азии и Африки, 2021
Clothes of Georgian Kings and Feudal Lords in the XII–
XIII centuries (According to the frescoes ... more Clothes of Georgian Kings and Feudal Lords in the XII–
XIII centuries (According to the frescoes of Betania, Kintsvisi,
Khobi and the bas-relief of Harichavank)
ჟურნალი "ისტორიანი".1(122), 2022
ისტორია რომელიც აგრაფინა ჯაფარიძის საინეტერესო თავგადასავალს მოგვითხრობს
ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში (საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა კრებული), 2021
An illegitimate daughter of Count Orlow was sent to be brought
up in the Solovyov family. Once sh... more An illegitimate daughter of Count Orlow was sent to be brought
up in the Solovyov family. Once she reached the age of maturity,
the beautiful girl married the descendant of Florensky, a participant
in the Polish rebellion who was exiled to Kostroma. The couple
moved to Tbilisi, where the story of the Florenskys in Georgia begins.
Alexander Ivanovich Florensky (1850-1908), was the first known
Florensky to live in Georgia.
ისტორიანი 7 (91), 2018
saxalxo muSti-krivi tfilisSi `la Ri Zis wyle bis~ is to ria 13 wlis biW ma da ni is me fis sa gan... more saxalxo muSti-krivi tfilisSi `la Ri Zis wyle bis~ is to ria 13 wlis biW ma da ni is me fis sa gan Zurs mi ak v lia ele nio ere ra da `qarTuli frTebiT ur qe Tis la ze bi da qarTveloba `xor va ti u li ga zafxu lim owamvlis saidumlos farda 100 wlis Semdeg aexada aRzeveba da aRsasruli grigori rasputini mefe arCilis tragedia 2 200000 419712 `50 persona _ maT Seqmnes istoriat omi XXIX `nel son man de law igni `istorianTan~ erTad _ 8 lari
ჟურნალი ისტორიანი, 2021
ქართული ფართო თუ სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ქართლის სახელოვანი მეფის, ვახტან... more ქართული ფართო თუ სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ქართლის სახელოვანი მეფის, ვახტანგ VI-ის პორტრეტი, რომელიც 1709 წელს ტფილისში დაბეჭდილ სახარებაშია ჩართული. აქ გამოსახულ ტახტზე მჯდომ ვახტანგს, რომელსაც ჯვრით გამშვენებული კვერთხი უპყრია, დაბალი, ორნაკეციანი მომრგვალებული ქუდი ახურავს, რომელიც წინიდან რაჟამით არის გაფორმებული. ამ ტიპის თავსაბურავს სვეტიცხოველში, დედის წინ მდგარი ოტია დადიანის თავზეც ვხედავთ, თუმცა ვახტანგისა უფრო გაევროპელებულია. ანაკეცებით წინ გახსნილი ქუდი ძალიან ჰგავს ევროპაში XVI საუკუნეში გავრცელებულ თავსაბურავებს. ფორმით ამ ტიპის, თუმცა გაფორმებით განსხვავებული ქუდები ახურავთ ლუკას კრანახ უფროსის ნახატზე საქსონიის თავად იოანეს (1468-1532) და ანოლო ბრონზინოს (1503-1572) მიერ დახატულ ახალგაზრდა ბიჭს. სახარებაში ჩართული პორტრეტი რომ მეფე ვახტანს ეკუთვნის, ეს შესაბამისი წარწერითაც არის გამყარებული: "ქ. მადიდებელი წმიდისა სამებისა ერთარსებისა, ძე გვარტომობით დავითიან, სოლომონიან, პანკრატიონი. ძე ძირთაგან კეთილოვანთა, ძის ძე მეფეთა, გამგებელი ქართლისა, ბატონისშვილი ვახტანგ, მომღები ბეჭდის ამის, უფალო, დაიცევ ორთავე შინა ცხოვრებასა, მეუღლით, ძით და ასულით". საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ვირტუალურ სივრცეში ცნობილია ვახტანგ VI-ის კიდევ ერთი პორტრეტი, რომელზეც პირველი ინფორმაცია 1948 წელს "ლიტერატურული ძიებანის" IV ტომში თორნიკე ჭყონიამ გამოაქვეყნა. ნახატის აღმომჩენი წერს, რომ "ვახტანგVI-ის ამგვარი სხვა პორტრეტი არ არის ცნობილი". ტილოზე უკანა მხარეს წარწერა რუსულ ენაზეა, რომლის მიხედვითაც გამოსახული პირის იდენტიფიცირება ხდება. წარწერაში ნათქვამია: Вахтанг VI Царь Карталинский. აღმომჩენი აქვე განმარტავს იმ უხერხულობასა და შეუსაბამობას, რაც პორტრეტზე აშკარაა: "როგორ მოხდა, რომ ქართლის მეფე ვახტანგ VI რუსული სამეფო მანტიით არის გამოსახული? როგორც ცნობილია, ვახტანგ VI პატივით მიიღეს რუსეთის სამეფო კარზე. ალბათ, ამ საზეიმო მიღებისას ებოძა მას რუსული სამეფო მანტია. სამხედრო დახმარების სათხოვნელად მისული ვახტანგ VI, ბუნებრივია, საზეიმო მიღების დროს გამოწყობილიყო რუსულ სამეფო მანტიაში". მკითხველს ალბათ გაუჩნდება კითხვა: რატომაა ლოგიკური ქართლის მეფის რუსულ მანტიაში გამოწყობა?! თუმცა, ამაზე მოგვიანებით...
ისტორიანი. 6 (114), 2020
მასალა, რომელიც პირველად შემოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში, უაღრესად საინტერესოა როგორც ლაზეთის ისტო... more მასალა, რომელიც პირველად შემოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში, უაღრესად საინტერესოა როგორც ლაზეთის ისტორიის, ისე მისი ეთნოგრაფიის შესასწავლად. ხშირ შემთხვევაში პუბლიკაციები ტენდენციურია, რადგან რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) ინგლისი რუსეთის იმპერიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ამიტომ ლაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხს ხშირად წარმოაჩენენ რუსეთთან გულმხურვალე მებრძოლებად, თუმცა ტენდენციურობასთან ერთად, ბევრ საკითხში ხაზგასმულია საყურადღებო გარემოებები, რომლებიც მანამდე ქართველი მეცნიერების შესწავლის ან ყურადღების საგანი არ ყოფილა.
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი "ინტელექტუალი" #37, 2019
სამეცნიერო ჟურნალი "სპექტრი" #2, 2019
ჰეროდოტეს საინტერესო ცნობა კოლხეთის ისტორიისათვის
ჟურნალი "ისტორიანი" #5, 2020
XIX საუკუნის საქართველოს ქართულ თავსაბურავზე საუბრისას, წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, საშუალ... more XIX საუკუნის საქართველოს ქართულ თავსაბურავზე საუბრისას, წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, საშუალება გვაქვს არა მარტო მაღალი სოციალური წრის წარმომა-დგენლების, არამედ ჩვეულებრივი ადამია-ნების ჩაცმულობასაც დავაკვირდეთ და თავსაბურავის ხალხური ფესვები დავინახოთ. ქართული ქუდის ტიპური ნიმუშებია: კახური ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი და ფარფალა ქუდი, სვანური, ხევსურული და თუშური ქუდები, მოხევური წიწაკა ქუდი. ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე კრაველის, ყალმუხის, ბუხრისა და სხვა ტიპის ქუდები. მკვლევარმა გულიკო კვანტიძემ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული თავსაბურავების წერილობით წყაროებთან და კედლის მხატვრობაში მოცემულ ინფორ-მაციასთან შედარებით, საქართველოში რამდენიმე სახის ქუდი გამოყო. ესენია: ბუხრის, ანუ წიწაკა ქუდი. ეს სახელწო-დება ქუდის წარმოშობისა და ფორმის მიხედვით ეწოდა. იგი ბუხარიდან შემო-ტანილი ცხვრის კარგად დამუშავებული ტყავისგან იკერებოდა და წაგრძელებული ფორმის გამო წიწაკა ქუდსაც ეძახდნენ. ბუხრის ქუდის მსგავსად, წარმომავლობის ლოკალური ადგილის მიხედვით ერქმეო-და სახელი განსხვავებული ფორმისა და მასალისგან ნაკერ ქუდებს. იგივე ითქმის ყალმუხის ცხვრის ტყავისგან დამზადებულ ქუდებზე. ნიკოლოზ ალექსიმესხიშვილის გადმოცემით, ქართლელ-კახელები, თუშურის გარდა, ბუხრის შავ, მაღალ ქუდებს ატარებდნენ. იგი დასახელებულია ასევე "ვინმე სოფლელის" (ივანე გიორგის ძე ციციშვილი) სტატიაში: "ქუდს იხურავდნენ ტყავისას, ძაბრისნაირს, ღეროზე წათლილი და შიგ წვეტად ფერადი ხავერდის ყალამოშვერი-ლს, რომელსაც ბუხრის ქუდი ანუ წიწაკა ქუდი ეწოდებოდა". XIX-XX საუკუნეებში ბუხრის ქუდი ტყავისგან ნაკერი ქუდების საერთო სახელწოდებად იქცა. საჩეხი ქუდი კიდეებიანი ქუდის ზოგადი სახელწოდებაა. იგი შეიძლება ყოფილიყო ტყავის, ნაბდისა და ბეწვშემოვლებული. ბეწვშემოვლებული საჩეხი ქუდები, რო-გორც ჩანს, მეტად პოპულარული იყო, რადგან ამგვარი თავსაბურავებით არიან შემოსილი მაღალაშვილების, ჩიჯავაძეებისა და ჩიქვანების ოჯახის მამაკაცები, ასევე ოტია დადიანი და სხვანი. ყაჯრულიც ქუდის ერთ-ერთი სახელწო-დებაა, რომელიც, სავარაუდოდ, მის წარმომავლობაზე უნდა მიანიშნებდეს. ყაჯარები თურქმენული წარმოშობის ტომია და თავიანთ თავს ყარაფაფახებს უწოდებდნენ. ყაჯართა ტომი ირანის ტერიტორიაზე ცხო-ვრობდა და XVII-XVIII საუკუნის მმართველ სეფიანთა დინასტიას უჭერდა მხარს. 1789 წელს მათ ირანი დაიკავეს და 1925 წლამდე სახელმწიფოს ყაჯართა დინასტია მართავდა. შესაძლოა, საქუდე მასალა ირანიდან შემოდიოდა და კარგი ხარისხით იყო განთქმული, ისევე როგორც თავრიზისა და ქირმანის შალი. რა ფორმისა იყო ყაჯრული ქუდი, ცნობი-ლი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი კრა-ველისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მასალისა და ფერის გათვალისწინებით _ ყავისფერი, თეთრი და შავი.
ქსოვილი საქართველოდან (ქართველთა თავსაბურავი) Textile from Georgia (Headwear of the Georgians), 2019
The scientists, artists and restorers involved in the project studied royal garments and illustra... more The scientists, artists and restorers involved in the project studied royal garments and illustrated representations of textiles painted on more than 100 frescoes on the walls of Georgian churches and monasteries. The frescoes were digitised, the costumes repainted and the data was analysed. The artists and restorers created visual representations of old royal textiles and identified the exact methods with which such unique historical fabrics were once created. These graphic models were then transferred onto different types of fabric and the restored textiles were sorted chronologically from the 8th- to 20th- centuries and photographed, creating the first electronic database of textiles in the Caucasus region. The result shows the origins of textiles in Georgia and the Caucasus, describing its development as well as further illustrating its links and parallels with Europe and Asia.
Uploads