Oh, by the Way
Oh, By The Way | ||||
---|---|---|---|---|
ბოქს-სეტი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 დეკემბერი, 2007 | |||
ჩაიწერა | 1967–1994 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 12:01:40 | |||
ლეიბლი | EMI | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
Oh, By The Way, ყუთის უკანა მხარე |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Pitchfork Media | (4.0/10)[2] |
Oh, By the Way — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომების ბოქს-სეტი [3][4], რომელიც გამოიცა 2007 წლის 11 დეკემბერს, მთლიანი ყუთის სახით. მასში შეტანილია ჯგუფის ყველა სტუდიური ალბომი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ალბომი მოთავსებულია სპეციალურ კონვერტში, რომელიც ზუსტად იმეორებს ორიგინალური გრამფირფიტის სახეს [5]. გარდა ამისა, ყუთს თან ახლავს პლაკატი პინკ ფლოიდთან დაკავშირებული 40 ფოტოსურათით [6][7]. ბოქს-სეტის სახელწოდება აღებულია პინკ ფლოიდის სიმღერიდან „Have a Cigar“: „The band is just fantastic, that is really what I think/Oh by the way, which one's Pink?“.
საერთო ყუთზე გამოიყენება ორი სურათი. მათზე გამოიყენება ორი ოთახი, რომლის კედლებზე ჯგუფის წევრების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული. ოთახები სავსეა მინიშნებებით ჯგუფზე - საკრავებისა თუ ალბომების სხვადასხვა ელემენტის სახით. სურათი ორია - ვარდისფერი და ყვითელი კედლით. იგივე კომპოზიციის რეპროდუქციები მოთავსებულია თავად ყუთში. შეფუთვას ახლავს პოსტერი მოძველებული და წარწერით „Pink Floyd Still First In Space“.
The Final Cut-ის შემთხვევაში წარმოდგენილია 2004 წლის გამოცემა, დამატებითი სიმღერით „When The Tigers Broke Free“.
გამოცემისთანავე ყუთის შემადგენელ დისკებს ბევრი შეცდომა ჰქონდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია The Wall-ის ერთ-ერთ კონვერტზე შეცდომებით და განმეორებით გამოტანილი სიმღერების ტექსტები. მოგვიანებით EMI-მ გამოსცა შესწორებული ტირაჟი, ყველა მსურველს კი უფასოდ შეუცვალა კონვერტები.
ალბომები
- The Piper at the Gates of Dawn (ერთგვერდიანი კონვერტი); აგვისტო 1967
- A Saucerful of Secrets (ერთგვერდიანი კონვერტი); იანვარი 1968
- More (ერთგვერდიანი კონვერტი); ივლისი 1969
- Ummagumma (გასაშლელი კონვერტი, ორი დისკი); ოქტომბერი 1969
- Atom Heart Mother (გასაშლელი კონვერტი); ოქტომბერი 1970
- Meddle (გასაშლელი კონვერტი); ნოემბერი 1971
- Obscured by Clouds (ერთგვერდიანი კონვერტი, მომრგვალებული გვერდებით); იანვარი 1972
- The Dark Side of the Moon (გასაშლელი კონვერტი, ორი პოსტერი, ორი სტიკერი); მარტი 1973
- Wish You Were Here (ერთგვერდიანი კონვერტი, საფოსტო ბარათი, შავი კონვერტი); სექტემბერი 1975
- Animals (გასაშლელი კონვერტი); თებერვალი 1977
- The Wall (გასაშლელი კონვერტი, ორი დისკი); დეკემბერი 1979
- The Final Cut (გასაშლელი კონვერტი); აპრილი 1983 (ვერსია 2004 წლის გამოცემის სიმღერების სიით)
- A Momentary Lapse of Reason (გასაშლელი კონვერტი); სექტემბერი 1987
- The Division Bell (გასაშლელი კონვერტი); აპრილი 1994
სქოლიო
- ↑ Allmusic review.
- ↑ Pitchfork review.[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-28. ციტირების თარიღი: 2007-11-09.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-30. ციტირების თარიღი: 2007-11-09.
- ↑ http://www.amazon.com/Way-Box-Set-Pink-Floyd/dp/B000X1LH6C
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2007-11-02.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-16. ციტირების თარიღი: 2007-11-09.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2020
- პინკ ფლოიდის კომპილაციური ალბომები
- 2007 წლის კომპილაციური ალბომები
- Columbia Records-ის ალბომები
- EMI Records-ის ალბომები
- ალბომები სტორმ თორგერსონის გარეკანის დიზაინით
- ები-როუდის სტუდიებში ჩაწერილი ალბომები
- ალბომები ნორმან სმითის პროდიუსერობით
- ალბომები დეივიდ გილმორის პროდიუსერობით
- ალბომები ჯო ბოიდის პროდიუსერობით