შინაარსზე გადასვლა

ტინამუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტინამუ

ტაო (Tinamus tao)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tinamus (Hermann, 1783)

ტინამუ ან დიდი ტინამუ (ლათ. Tinamus) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა. მოიცავს საშუალო ზომის 5 სახეობის ფრინველს. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მათი სხეულის სიგრძეა 35–40 სმ. შეფერილნი არიან მურა-ნაცრისფრად, ფეხები მოცისფრო-ნაცრისფერი აქვთ. უყვართ ბანაობა. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, დედლები არიან აქტიურები შეჯვარების პერიოდში. საქორწილო რიტუალებს შემოდგომა–ზამთარში ატარებენ, ბუდობენ ოქტომბერ–დეკემბერში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, ხის ჯირკებთან ახლოს. მამალი მას ფოთლებით ფარავს იმ დროს, როდესაც ტოვებს ბუდეს. დედალი რამდენიმე მამრისაგან დებს კვერცხებს. ბინადრობენ ნოტიო ტყეებში. ღამით ძინავთ ხეებზე.

  • Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — 845 с. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  • Галушин В. М., Дроздов Н. Н., Ильичев В. Д. и др. Фауна Мира: Птицы: Справочник / под ред. д.б.н. В. Д. Ильичева. — М.: Агропромиздат, 1991. — 311 с. — 50 000 экз. — ISBN 5-10-001229-3.
  • Jobling J. A. The Helm Dictionary of Scientific Bird Names. — London: A&C Black Publishers Ltd, 2010. — 432 p. — ISBN 978-1-4081-2501-4.