Dig Out Your Soul
Dig Out Your Soul | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 6 ოქტომბერი, 2008 | |||
ჩაიწერა | აგვისტო-სექტემბერი; ნოემბერი-დეკემბერი, სტუდია 2, ები-როუდის სტუდია, ლონდონი, ინგლისი; იანვარი-მარტი 2008, The Village Recorder, ლოს ანჯელესი | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 45:51 | |||
ლეიბლი | Big Brother | |||
პროდიუსერი | დეივ სერდი | |||
Oasis — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Dig Out Your Soul | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
NME | (8/10)[2] |
Pitchfork Media | (4.9/10)[3] |
Rolling Stone | [4] |
Slant Magazine | [5] |
Spin | |
The Observer | [6] |
The Times | |
The Panic Manual | [7] |
thinkofmusic | [8] |
Dig Out Your Soul — ინგლისური როკ-ჯგუფ Oasis-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წლის ინტერვიუში ჟურნალთან NME ნოელ გალაგერმა ისაუბრა მომავალ ალბომზე: ”ამ ბოლო დროს ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები აკუსტიკური იყო”. შემდეგი ალბომისთვის ნოელი ყველას შეპირდა განსხვავებულ მასალას.
ხმისჩამწერი სესიები უნდა დაწყებულიყო 2007 წლის ივლისში, მაგრამ გადაიდო აგვისტომდე. იმ დღეს, როდესაც ეს მოხდა, ნოელი და ლაიამი მოყვარულებთან ერთად პოზირებდნენ სტუდიის წინ, მოკლე ფოტოსესიისათვის.
2007 წლის სექტემბერში სესიები დროებით შეჩერდა - ნოელი მეორე შვილის დაბადების გამო.
8 ნოემბერს ჯგუფის ოფიციალური საიტიდან ცნობილი გახდა, რომ იგი დაბრუნდა სტუდიაშჳ 5 ნოემბერს და პროდიუსერიც აიყვანა - Oasis-ის წინა სტუდიური დისკით განთქმული დეივ სერდი.
ლაიამმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ალბომი დასრულებული იქნება დეკემბერში, თუკი ყველაფერი კარგად იქნება.
2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ჩავიდა ლოს ანჯელესში, რათა დაესრულებინა ალბომი და მის ქმის მიქსზე ემუშავა.
28 თებერვალს რადიოინტერვიუში ჯგუფმა განაცხადა, რომ ხმის მიქსი შეფერხდა ტექნიკური ავარიის გამო.
8 მარტს ნოელმა გამოხატა იმედია, რომ 12 მარტისათვის დისკზე მუშაობა დასრულებული იქნება.
14 აპრილს ნოელმა განაცხადა, რომ ალბომი დასრულებულია და ახლა უკვე საჭიროა ლეიბლი, რომელიც მას გამოსცემს. აშშ-ში ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ Reprise Records.
მათ, ვინც მოისმინეს სიმღერების ნაწყვეტები, განაცხადეს, რომ ჯგუფი საკუთარ თავს უბრუნდება და შესანიშნავ მასალას წარმოადგენს.
ნოელ გალაგერის აგვისტოს ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ დისკი იქნება Don't Believe the Truth-ის შემდეგ წინ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
2008 წლის 11 სექტემბერს კომპანიის Sony Japan საიტზე გავრცელდა ყველა სიმღერის 45 წამიანი ნაწყვეტები, მაგრამ მალე ისინი ამოღებული იქნა.
19 სექტემბერს ალბომმა გაჟონა ინტერნეტში, იმ სახით, როგორიც იგი დისკზე იქნება წარმოდგენილი. პირველივე დღეს იგი საკუთარ კომპიუტერებში გადაიწერა 250.000 ადამიანმა.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Bag It Up“ | ნ. გალაგერი | 4:40 |
2. | „The Turning“ | ნ. გალაგერი | 5:04 |
3. | „Waiting for the Rapture“ | ნ. გალაგერი | 3:02 |
4. | „The Shock of the Lightning“ | ნ. გალაგერი | 4:59 |
5. | „I'm Outta Time“ | ლ.გალაგერი | 4:10 |
6. | „(Get Off Your) High Horse Lady“ | ნ. გალაგერი | 4:06 |
7. | „Falling Down“ | ნ. გალაგერი | 4:20 |
8. | „To Be Where There's Life“ | ჯეიმ ერჩერი | 4:35 |
9. | „Ain't Got Nothin'“ | ლ.გალაგერი | 2:14 |
10. | „The Nature of Reality“ | ენდი ბელი | 3:47 |
11. | „Soldier On“ | ლ.გალაგერი | 4:50 |
იაპონური და კორეული ვერსიების დამატებები | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
12. | „I Believe in All“ | ლ.გალაგერი | 2:41 |
13. | „The Turning“ (ალტ. ვერსია #4) | ნ. გალაგერი | 4:57 |
დამატებითი დისკი (ყუთის გამოცემა) | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Lord Don't Slow Me Down“ | ნ. გალაგერი | 3:18 |
2. | „The Turning“ (ჯეგზ კუნერის რემიქსი) | ნ. გალაგერი | 4:52 |
3. | „Boy with the Blues“ | ლ.გალაგერი | 4:40 |
4. | „Falling Down“ (The Chemical Brothers-ის რემიქსი) | ნ. გალაგერი | 4:27 |
5. | „The Shock of the Lightning“ (ჯეგზ კუნერის რემიქსი) | ნ. გალაგერი | 6:40 |
6. | „I Believe in All“ | ლ.გალაგერი | 2:41 |
7. | „To Be Where There's Life“ (პროდიუსერი - რიჩარდ ფირლესი) | Archer | 6:24 |
8. | „The Turning“ (ალტ. ვერსია #4) | ნ. გალაგერი | 4:57 |
9. | „Waiting for the Rapture“ (ალტ. ვერსია #2) | ნ. გალაგერი | 3:01 |
10. | „The Shock of the Lightning“ (Primal Scream Remix (მხოლოდ იტალიურ გამოცემაში)) | ნ. გალაგერი | 4:25 |
ყუთის დამატებითი DVD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Gold & Silver & Sunshine“ (ალბომის ჩაწერა) | |
2. | „კლიპის The Shock of the Lightning გადაღება“ | |
3. | „The Shock of the Lightning (კლიპი)“ |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიამ გალაგერი – ვოკალი
- ნოელ გალაგერი – ვოკალი, გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, ელექტრონული ინსტრუმენტები, დასარტყმელი საკრავები (სიმღერები 1, 3 და 11)
- გემ არჩერი – გიტარა, ბას გიტარა, კლავიშებიანი საკრავები
- ენდი ბელი – ბას გიტარა, გიტარები, კლავიშებიანი საკრავები და დაფი
- ზაკ სტარკი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Dig Out Your Soul – Oasis. Allmusic. ციტირების თარიღი: 2 November 2011.
- ↑ NME Album Reviews - Oasis. Nme.Com (2008-10-03). ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Oasis: Dig Out Your Soul | Album Reviews. Pitchfork (2008-10-13). ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ By Jody Rosen. (2008-10-16) Dig Out Your Soul | Album Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-06. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Oasis: Dig Out Your Soul | Music Review. Slant Magazine. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Bainbridge, Luke (14 September 2008). „CD: Rock review: Oasis, Dig Out Your Soul“. London: The Guardian.
- ↑ Review: Oasis - Dig Out Your Soul [2008, Big Brother. The Panic Manual. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-17. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
- ↑ Oasis - Dig Out Your Soul | thinkofmusic.com, music news & reviews. Thinkofmusic.com (2008-10-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2012-02-13.
|