შინაარსზე გადასვლა

Sega Mega Drive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Mega Drive)
Mega Drive / Sega Genesis

ზედა:ორიგინალი იაპონური Mega Drive
ქვედა: Sega Genesis Model 2
მწარმოებელი Sega
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 29 ოქტომბერი, 1988
ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989
PAL 30 ნოემბერი, 1990
საცალო გაყიდვაში 1988-დღემდე
იაპ 29 ოქტომბერი, 1988
ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989
PAL 30 ნოემბერი, 1990
შეწყდა
  • მსოფლიო 1997 (Sega)
გაიყიდა Sega:30.75 მილიონი
Tec Toy: 3 მილიონი
Majesco: 1.5 მილიონი
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Motorola 68000 @ 7.6 მგჰ Zilog Z80 @ 3.58 მგჰ
ხმა Yamaha YM2612
Texas Instruments Sn76489
ონლაინ სერვისები Sega Meganet, Sega Chanel, XBAND
ყველაზე გაყიდვადი თამაში
უკუთავსებადობა Sega Master System
წინა Sega Master System
შემდეგი Sega Saturn

Sega Mega Drive (იაპონ. メガドライブ), ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორც Sega Genesis — 16 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა კომპანია Sega-მ. Mega Drive იყო სეგას რიგით მესამე კონსოლი და Master System-ის მემკვიდრე. თავდაპირველად კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1988 წელს Mega Drive-ის სახელწოდებით. ერთი წლის შემდეგ, 1989 წელს Sega Genesis სახელით გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში. კონსოლს ევროპაში Mega Drive-ს სახელწოდების ქვეშ ავრცელებდა კომპანია Virgin Mastertronic, ავსტრალიაში – Ozisoft, ხოლო ბრაზილიაშიTecToy. სამხრეთ კორეაში Super Gam*Boy-ის სახელით (მოგვიანებით Super Aladdin Boy) დისტრიბუციას უწევდა Samsung.

კონსოლი შეიქმნა კვლევითი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰიდეკი სატო და მასამი ისიკავი[4]. კონსოლი ძირითად პროცესორად გამოიყენებდა Motorola 68000-ს[5], ხოლო მეორად პროცესორად — Zilog Z80. კონსოლს ჰქონდა 900-ზე მეტი ვიდეო თამაშის მხარდაჭერა, შექმნილი Sega-სა და სხვადასხვა მესამე პირის დეველოპერების მიერ და ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. Mega Drive უკუთავსებადია Sega Master System-თან. მას ასევე გააჩნდა სხვადასხვა პერიფერიებისა და ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა.

იაპონიაში Mega Drive-მა ვერ შეძლო Super Famicom-ისა და PC Engine-სთვის კონკურენციის გაწევა.[6], თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და ბრაზილიაში. მისი წარმატება განაპირობა მასზე პორტირებულმა არკადულმა თამაშებმა, ასევე Mega Drive-ის ექსკლუზივმა „Sonic the Hedgehog“ და რამდენიმე სპორტული თამაშების სერიამ. Super Nintendo Entertainment System გამოსვლის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად Mega Drive-სა და SNES-ის შორის გაიმართა კონკურენცია, რამაც გამოიწვია სხვა 16 ბიტიანი კონსოლების ბაზრიდან გამოდევნა. ამ პერიოდს ჟურნალისტები და ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „კონსოლების ომს“.

აშშ-ში საერთაშორისო პოლემიკამ თამაშებში ძალადობასთან დაკაშირებით (მაგალითად როგორიც არის „Night Trap“ და „Mortal Kombat“), სეგას აიძულა შეექმნა მსოფლიოში პირველი სათამაშო კონტენტის ექსპერტიზის სისტემა „Videogame Rating Council“ (Entertainment Software Rating Board-ის წინაპარი) ამ სისტემის შეფასებების მოხმარება, Sega-ს აძლევდა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას Nintendo-ს თამაშებთან მიმართებაში. ამ ფაქტმა აიძულა ნინტენდოს თავადაც შეერთებოდა Video Rating Council-ს.

მსოფლიოს მასშტაბით სულ გაიყიდა კონსოლის 30.75 მილიონი ასლი[7]. დამატებით, Tec Toy-მ ბრაზიალიაში გაყიდა 3 მილიონი ასლი[8][9], Majesco-მ – 1.5 მილიონი აშშ-ში, ხოლო Samsung-მა - Majesco-სთან შედარებით მცირე რაოდენობით სამხრეთ კორეაში. კონსოლი დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას ფანებს, კოლექციონერებსა და რეტროგეიმერებს შორის[10]. 2015 წელს ლიცენზირებული ხელახალი გამოცემის გაყიდვები დაიწყო ჩრდილოეთ ამერკისა და ევროპაში. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ინდი-დეველოპერი, რომელიც ქმნის თამაშებს აღნიშნული სისტემისთვის. სისტემის ბევრი თამაში ხელახლა გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, მათ შორის არის: Virtual Console, Xbox Live Arcade, PlayStation Network და Steam. 1994 წლის 22 ნოემბერს სეგამ გამოსცა რიგით მეოთხე კონსოლი Sega Saturn.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Sonic the Hedgehog GameTap Retrospective Pt. 3/4. GameTap. 2009-02-17. Event occurs at 1:25. https://www.youtube.com/watch?v=7mFs2v7XM4o. წაკითხვის თარიღი: 2011-09-24.
  2. Boutros, Daniel. (2006-08-04) Sonic the Hedgehog 2. Gamasutra. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
  3. Horowitz, Ken. (2006-03-28) Interview: Dr. Stephen Clarke-Willson. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
  4. How Sega Built the Genesis. Polygon. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2015.
  5. Schilling, Mellissa A. (Spring 2003). „Technological Leapfrogging: Lessons From the U.S. Video Game Console Industry“. California Management Review. University of California, Berkeley. 45 (3): 9.
  6. Kent, Steven L. (2001). The Ultimate History of Video Games: The Story Behind the Craze that Touched our Lives and Changed the World. Roseville, California: Prima Publishing, გვ. 447. ISBN 0-7615-3643-4. 
  7. Zackariasson, Peter; Wilson, Timothy L.; Ernkvist, Mirko (2012) „Console Hardware: The Development of Nintendo Wii“, The Video Game Industry: Formation, Present State, and Future. Routledge, გვ. 158. ISBN 978-1-138-80383-1. 
  8. Théo Azevedo. (30 ივლისი, 2012) Vinte anos depois, Master System e Mega Drive vendem 150 mil unidades por ano no Brasil Portuguese. UOL. ციტატა: „Base instalada: 5 milhões de Master System; 3 milhões de Mega Drive“ ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2012.
  9. Sponsel, Sebastian. (16 ნოემბერი, 2015) Interview: Stefano Arnhold (Tectoy). Sega-16. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2015.
  10. Romhacking.net - Translations. ციტირების თარიღი: 2013-01-23.