The Dark Side of the Moon
The Dark Side of the Moon | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1 მარტი, 1973 | |||
ჩაიწერა | ივნისი, 1972 - იანვარი, 1973 | |||
სტუდია | ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 42:49 | |||
ლეიბლი | Harvest | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
სინგლები ალბომიდან The Dark Side of the Moon | ||||
|
რეტროსპექტიული მიმოხილვები | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Billboard | [2] |
რობერტ კრისტგოუ | B[3] |
MusicHound | [4] |
NME | 8/10[5] |
PopMatters | 9/10[6] |
Q | [7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Sputnikmusic | 5/5[9] |
Uncut | [5] |
The Dark Side of the Moon — ინგლისური პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდის შემოქმედებას ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებითაც.
სიმღერების ეს ციკლი დაიხვეწა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები-როუდის სტუდიებში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად, მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის მოყვანის სახით იზრუნა. ალბომის საკულტო სტატუსის მქონე გარეკანზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.
გამოსვლისთანავე, The Dark Side of the Moon წარმატებულ ჩანაწერად იქცა, მოექცა რა ბილბორდის 200-ეულში. 1973-1988 წლებში ალბომი ჩარტებში სულ 741 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც მუსიკის ისტორიაში ყველა სხვა ალბომთან შედარებით უნიკალურ მოვლენად ითვლება[10]. დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 50 მილიონი ასლი და იგი რჩება პინკ ფლოიდის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად. მას რემასტერინგი ორჯერ ჩაუტარდა. ალბომი არაერთხელ გამოცემულა განახლებული სახით ან მთლიანად შესრულებულა სხვა მუსიკოსების მიერ. მასში შეტანილია სინგლების სახით გამოცემული სიმღერები, „Money“ და „Time“. კომერციული წარმატების გარდა, The Dark Side of the Moon არის კრიტიკოსთა და მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერი და ხშირად აღინიშნება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ალბომი.
კონცეფცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Dark Side of the Moon აგებული იქნა ექსპერიმენტებზე, რომლებიც შეიმჩნეოდა ჯგუფის საკონცერტო გამოსვლებსა და წინა ჩანაწერებში, მაგრამ მასში ნაკლებია ინსტრუმენტული იმპროვიზაციები, რომლითაც, დეივიდ ფრაიკის აზრით, ჯგუფის მუსიკა ხასიათდებოდა სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ. გიტარისტი დეივიდ გილმორი, რომელიც მას ჩაენაცვლა, მოგვიანებით ამ ინსტრუმენტულ ნომრებს „გულუბრყვილო ფსიქოდელიურს“ უწოდებდა და ისევე როგორც უოტერსი, 1971 წლის ალბომს Meddle თვლიდა გარდამტეხ წერტილად, რომელიც წარმოადგენდა The Dark Side of the Moon-ისკენ მიმავალ გზას. ალბომის ტექსტები ეხებოდა კონფლიქტებს, სიხარბეს, დროის მსვლელობას, სიკვდილს, შეშლილობას. უკანასკნელზე გავლენა იქონია სიდ ბარეტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ.[11] ალბომი ცნობილია „კონკრეტული მუსიკის“ გამოყენებით[12] და კონცეპტუალური, ფილოსოფიური ტექსტებით, რაც ჯგუფის სხვა ნამუშევრებშიც შეიმჩნევა.
ალბომის ყოველი მხარე არის ხანგრძლივი მუსიკალური პიესა. ყოველი მხარის ხუთი კომპოზიცია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეა. ალბომი იწყება და სრულდება გულისცემით, განიხილავს რა ადამიანის ცხოვრებას და, როგორც უოტერსი ამბობდა, „ემპათიას“ .[11] Speak to Me და Breathe ერთად ცხოვრების ამქვეყნიურ და უსარგებლო ელემენტებზეა, რომლებიც ახლავს შეშლილობის მარად საშიშროებას და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაზე მნიშვნელობაზეა - „Don't be afraid to care“ [13] ამას ენაცვლება აეროპორტის სცენები და სინთეზატორზე აგებული „On the Run“ წარმოაჩენს თანამედროვე მოგზაურობათა დაძაბულობასა და შფოთვას, რაც რაიტისთვის ახლო თემა იყო - რადგან მას ასევე ეშინოდა ფრენის.[14] „Time“ განიხილავს იმას, თუ როგორ აკონტროლებს დრო ადამიანის ცხოვრებას და აფრთხილებს მათ, ვინც ამქვეყნიურ თემებზე ბევრს ფიქრობს.
როჯერ უოტერსი:
მეტროში გოლდჰოუკ როუდზე თუ ჩახვიდოდით, იქ კედელზე დაგხვდებოდათ გრაფიტი, რომელზეც ეწერა „ადექი, წადი სამუშაოდ, იმუშავე, დაბრუნდი შინ, დაიძინე, ადექი, წადი სამუშაოდ...“. იგი უსასრულოდ გრძელდებოდა და მატარებლის აჩქარებისას უფრო ასწრაფდებოდა და მოულოდნელად - ბახ - გვირაბში ამოჰყოფდი თავს!
შემდეგ ალბომი უბრუნდება მარტოობისა და განშორების თემას, სიმღერით „Breathe (Reprise)“. ალბომის პირველ მხარეს ასრულებს რაიტისა და ვოკალის კლერ ტორის მიერ შესრულებული სიკვდილის ემოციური მეტაფორა, „The Great Gig in the Sky“.[12] მეორე მხარეს ხსნის ფულის აპარატის ხმა და იწყება „Money“, რომელშიც ფულის ხმოვანი ეფექტების თანხლებით დასცინიან სიხარბესა და მომხმარებლობას (საგულისხმოა, რომ „Money“ იყო კომერციულად ძალიან წარმატებული სინგლი, რომლის რამდენიმე ქავერ-ვერსია ჩაიწერა).[15] „Us and Them“ ეხება დეპრესიაში მყოფთა იზოლირებას ემოციური კონფლიქტისა და პირადი ურთიერთობების აღწერისთვის გამოყენებული შედარებებით. „Any Colour You Like“ ეხება ადამიანთა საზოგადოებაში არჩევანის საშუალების არარსებობას. „Brain Damage“ ფსიქიკურ შეშლილობას განიხილავს, როგორც დიდების მოპოვების შედეგს. განსაკუთრებით, სტრიქონი „and if the band you're in starts playing different tunes“ ასახავს სიდ ბარეტის, ჯგუფის ყოფილი წევრის გონებრივ მოშლილობას.
უოტერსი:
როდესაც ვამბობ, რომ მე მთვარის ბნელ მხარეს გიხილავ, ვგულისხმობ თუკი შენ თვლი, რომ მხოლოდ ერთი ხარ ასეთი...მაშინ შენ ალბათ შეშლილი ხარ, ვინაიდან ყველაფერი შეშლილად მიგაჩნია, მარტო შენ არ ხარ ასეთი. ზოგიერთმა ამ ცხოვრებაში ბნელი გზა უნდა განვლოს და ამაში მთელი მეგობრული სულისკვეთებაა დამამული. ნაწილი ადამიანებისა მზად არის, ასეთ რამეს შეხვდეს. მარტო შენ არ ხარ ასეთი. სიდის დედას მიაჩნდა, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ვიყავი. მისი აზრით, სიდი დამყავდა ლონდონში და მის გონებას ნარკოტიკებით ვანადგურებდი.
ალბომი მთავრდება სიმღერით „Eclipse“, რომელიც ცვლილებებსა და ერთიანობაზეა. სიმღერის ტექსტში მიმართავენ მსმენელს, რომელსაც არწმუნებენ ადამიანთა საზოგადოებაში გაზიარებული პრინციპების სიმართლეში.[16][17]
უოტერსი:
როგორც მახსოვს, ამ სიმღერით პირდაპირ კონცერტზე მოვედი. ვუთხარი, „აგერ, ბიჭებო, დაბოლოება დავწერე"“.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელს ალბომის Meddle გამოშვების შემდეგ დეკემბერში ჯგუფმა დაიწყო ტურნე ბრიტანეთში, იაპონიასა და აშშ-ში. ბროუდჰერსტ გარდენსის (ლონდონი) ტერიტორიაზე რეპეტიციისას ახალ ალბომზე არც უფიქრიათ, თუმცა მუსიკოსების პრიორიტეტი იყო ახალი მასალის ჩაწერა[18]. კემდენში, ნიკ მეისონის სახლში შეხვედრისას როჯერ უოტერსმა გამოხატა ვარაუდი, რომ ალბომი იქცეოდა ახალი ტურნეს ნაწილად. უოტერსის ჩანაფიქრი უკავშირდებოდა ადამიანთა შეშლილობის მიზეზებს, ჯგუფის დაძაბული ცხოვრების ელემენტებს და სიდ ბარეტის პრობლემებს.[19][20] კონცეპტუალური პროგრამის შედგენის მცდელობას ადგილი ჰქონდა 1969 წელს, პროგრამით The Man and the Journey.[12] ჟურნალთან Rolling Stone საუბრისას დეივიდ გილმორმა განაცხადა:
...ალბათ ყველა - და განსაკუთრებით, როჯერი - ფიქრობდა, რომ ჩვენს მიერ სიმღერებში ტექსტები ნაკლებად პირდაპირი იყო. რა თქმა უნდა, იგრძნობოდა, რომ ტექსტები უნდა ყოფილიყო უფრო აშკარა და სპეციფიკური.[21]
ოთხივე წევრი ეთანხმებოდა უოტერსის კონცეფციას, რომელიც ალბომის საერთო თემას უკავშირდებოდა.[21] უოტერსი, მეისონი და გილმორი მონაწილეობდნენ მუსიკის დაწერასა და ახალი მასალის პროდიუსირებაში, ხოლო უოტერსმა ისლინგტონში მდებარე სახლის ფარდულში ჩაწერა სიმღერების პირველი დემო ვერსიები.[22] ახალი ალბომის ნაწილი აღებული იქნა ადრეული, გამოუცემელი მასალიდან: სიმღერის Breathe პირველი სტრიქონი აღებულია უოტერსისა და რონ გისინის მიერ დაწერილი ალბომის The Body ერთ-ერთი სიმღერიდან[23], ხოლო Us and Them-ის საფუძვლად იქცა კომპოზიცია, რომელიც რიჩარდ რაიტმა დაწერა ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“.[11] ლონდონში, ჯგუფ როლინგ სტოუნზის კუთვნილ საწყობსა და თეატრში Rainbow პინკ ფლოიდი გადიოდა რეპეტიციებს. მათ ასევე შეიძინეს დამატებითი ტექნიკა, რომელშიც შედიოდა ხმის მიქსის 28 არხზე შესასრულებელი პულტი, კვადროფონული ხმის სისტემა და ახალი განათება. სამი სატვირთო მანქანით ხდებოდა 9-ტონიანი ტექნიკის გადაზიდვა. პირველად, თავის შემოქმედებაში, პინკ ფლოიდმა ტურნეზე მთლიანი ალბომი გაიტანა, მაგრამ ეს მათ საშუალებას აძლევდა, ახალი მასალა ბოლომდე დაეხვეწათ.[24] სიმღერების ახალ ციკლს წინასწარ უწოდეს Dark Side of the Moon (აქ კავშირი იყო შეშლილობასთან და არა ასტრონომიასთან.[25] თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Medicine Head საკუთარი ალბომისთვის იგივე სახელწოდებას იყენებდა, სახელწოდება „Eclipse“-ით შეცვალეს. ახალი მუსიკალური მასალა პირველად წარდგენილი იქნა ბრაიტონში, 1972 წლის 20 იანვარს.[26] მას შემდეგ, რაც Medicine Head-ის ალბომი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ციკლს დაუბრუნეს ძველი სახელწოდება.[27][28]
დეივიდ გილმორი:
კარგად არ იყიდებოდა, ამიტომ ვიფიქრეთ - რა ჯანდაბად ვაკეთებთ ამას...
Dark Side of the Moon: A Piece for Assorted Lunatics, როგორც მას თავდაპირველად უწოდეს,[12] პრესის წარმომადგენლების წინაშე 1972 წლის 17 თებერვალს შესრულდა - ალბომის სახით გამოცემამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.[29] მას მაღალი შეფასება მიეცა. დერეკ ჯუელი (The Sunday Times) წერდა - „პინკ ფლოიდის არტისტული მიზნები უსაზღვროა“.[27] თუმცა, Melody Maker ნაკლებ ენთუზიამზს გამოხატავდა - „მუსიკალურად აქ ბევრი მშვენიერი იდეაა, მაგრამ ხმოვანი ეფექტების მოსმენისას უფიქრდები, ლონდონის ზოოპარკში ფრინველების გალიაში ხომ არ იმყოფები.“[30] ამის შემდეგ გამართული ტურნე მაყურებელმა დადებითად მიიღო. ახალი მასალა სრულდებოდა ცოცხლად, სწორედ იმ თანმიმდევრობით, რომელიც ალბომზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ გამოცემულ ფირფიტაზე შეიმჩნეოდა აშკარა განსხვავებები რამდენიმე კომპოზიციას შორის. ასეთები იყო „On the Run“-ის შეცვლილი ვერსია და ბიბლიის ტექსტები, რომლებიც „The Great Gig in the Sky“-ში კლერ ტორის ვოკალმა შეცვალა.[29]
რიჩარდ რაიტის „The Great Gig in the Sky“-ს მანამდე „The Religious Section“ ან „The Mortality Sequence“ ეწოდებოდა. კონცერტებზე იგი სრულდებოდა Hammond-ზე და ახლდა საუბარი. ები-როუდის პირველ სტუდიაში კი იგი რაიტის მიერ როიალზე შესრულდა. რიჩარდს ეგონა, რომ დანარჩენები ამ დროს მეზობელ სტუდიაში ყველაფერს ცოცხლად უკრავდნენ. სინამდვილეში მას ჩაურთეს უფრო ადრეული დუბლის ჩანაწერი, ხოლო ჩაწერის ბოლოს გამოჩნდნენ კარში, რითაც მუსიკოსი გააოცეს. თუმცა, ოხუნჯობის მიუხედავად, მათ მოისმინეს რაიტის ვერსია და მიხვდნენ, რომ იგი უფრო საინტერესო იყო, ვიდრე საკონცერტო და, როგორც პარსონსი ამბობდა, „ერთ-ერთი საუკეთესო რამ, დაკრული რიჩარდის მიერ“. მაგრამ ინჟინერი კვლავ გრძნობდა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი ელემენტი. ერთხელ, სანამ ჯგუფი იჯდა და მორიგ საფეხბურთო მატჩს უყურებდა, კომპოზიციას მან დაამატა ასტრონავტების საუბრები, აღებული NASA-ს ჩანაწერების არქივებიდან. თუმცა, მათ ეს არ მოეწონათ. პარსონსის აზრით კი მიქსს ეს ძალიან უხდებოდა (ეს ვერსია შეტანილია ალბომის Experience და Immersion გამოცემებში).
კომპოზიციის ბედი საბოლოოდ მოულოდნელად გადაწყდა. პარსონსის მიერ შემოთავაზებული ასტრონავტების ხმები გაქრა და ალანმა სტუდიაში უხმო ვოკალისტ კლერ ტორის. მისი ტელეტიპის ნომერი პარსონსს მისცა ვინმე დენისმა, რომელიც ები-როუდის სტუდიებში მუშაობდა. კლერმა არც კი იცოდა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ალანი. მისთვის მხოლოდ დენისი იყო მნიშვნელოვანი, რომელიც მუსიკოსებს ჰონორარს უხდიდა. ტორი საღამოს სესიაზე მოიწვიეს, მან კი უარი თქვა. სინამდვილეში იგი შეყვარებულთან ერთად ლონდონის Hammersmith Odeon-ში ჩაკ ბერის კონცერტზე მიდიოდა და არ სურდა ამ სანახაობის გაცდენა. თუმცა, დაინტერესდა, თუ ვისთვის უნდა ემღერა და როდესაც პინკ ფლოიდის სახელმა გაიჟღერა, გაოცდა, ვინაიდან მათი მუსიკის დიდი მოყვარული არ ყოფილა. სესია კვირას საღამოს დანიშნეს. ეს იყო 21 იანვარი. კლერს სტუდიაში აუხსნეს, რომ ალბომში საუბარი იყო დაბადებაზე და ყოველივე ცხოვრებისეულზე და შემდეგ გარდაცვალებაზე. ვოკალისტს ეს ყველაფერი მეტად პრეტენზიულად მოეჩვენა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ალბომი მოისმინა, ძალიან მოეწონა იგი.
ტორის მოასმენინეს კომპოზიცია, მაგრამ თავადაც არ იცოდნენ, თუ რა უნდა ემღერა. სესიაზე პასუხისმგებელი იყო გილმორი, რომელსაც არ მოეწონა მისი თავდაპირველი ტექსტი, რომელიც უფრო „oooh, aaah“-ს ირგვლივ ტრიალებდა. მითითებების შემდეგ ტორიმ დაიწყო უფრო ხანგრძლივი ნოტების აღება, სპეციფიკური სიტყვების გარეშე. საბოლოო ჩანაწერში ერთად მოექცა ოთხი სხვადასხვა, როგორც დეივიდი ამბობდა, „ორგაზმული“ ვარიანტი.
რაიტი:
ჩვენ ვუთხარით - უბრალოდ წაიმღერე. შედი და იმპროვიზაციით იმღერე. იფიქრე სიკვდილზე, თავზარზე - სწორედ ეს შეასრულა და ასე გამოვიდა ეს მშვენიერი ვოკალიც.
კლერ ტორი:
წარსულში რიჩარდი ამბობდა, რომ მე მორცხვი ვიყავი ამ ვოკალის შესრულების შემდეგ. მართალია, ვმორცხვობდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სააპარატოში დავბრუნდი და არავინ არაფერი მითხრა. მეგონა, არ მოეწონათ. სხვები ყოველთვის მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, საშინელიც თუ იყო.
წლების შემდეგ ინტერვიუში მსგავსი შთაბეჭდილებები გამოთქვა ლესლი დანკანმა. ტორიმ წაიკითხა ეს ინტერვიუ და მიხვდა, რომ ჯგუფს ასეთი მიდგომა ყველასთან ჰქონდა. კლერისთვის ეს მხოლოდ ერთი მორიგი სტუდიური სესია იყო. მან დენისისგან თავისი 30 გირვანქა მიიღო და შინ დაბრუნდა. მისთვის დიდი მოულოდნელი იყო საკუთარი სახელ-გვარის ალბომის ანოტაციებში აღმოჩენა (თუმცა 2003 წლის სასამართლო დავამდე იგი არ იყო მითითებული კომპოზიციის თანაავტორად).
ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივმა ტურნემ ჯგუფს მისცა საშუალება, საკონცერტო გამოსვლების მასშტაბები და ხარისხი გაეზარდა.[31] სტუდიურ სესიებს ადგილი ჰქონდა ტურნეს თარიღებს შორის. რეპეტიციები დაიწყო 1972 წლის 20 იანვარს, ინგლისში, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯგუფი გადაფრინდა საფრანგეთში, სადაც რეჟისორ ბარბეტ შროდერის ფილმის „ველი“ მუსიკაზე მუშაობდა.[32][nb 1] შემდეგ ჯგუფი გამოვიდა იაპონიაში, ხოლო მარტში დაუბრუნდა საფრანგეთს, რათა ფილმის მუსიკაზე მუშაობა დაესრულებინა. ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული კონცერტების შემდეგ პინკ ფლოიდი კვლავ ლონდონში იყო, სადაც 24 მაისიდან 25 ივნისამდე იწერდა ახალ ალბომს. 1973 წლის 9 იანვარს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა, რათა დაესრულებინა ალბომზე მუშაობა.[33][34][35]
უსიამოვნება წარმოიშვა, როდესაც თეატრ Rainbow-ში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის ბუტლეგი აღმოჩნდა გრამფირფიტების მაღაზიებში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი 100 000-ზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა - როდესაც ახალ ალბომამდე ჯერ მთელი წელი იყო. ჯგუფმა დროებით შეწყვიტა ალბომზე მუშაობა და გადაერთო ბარბეტ შროდერის ახალ ფილმზე, „ველი“. მუსიკა, დაწერილი ამ ფილმისთვის, გამოიცა ალბომის Obscured by Clouds სახით.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომი იწერებოდა ები-როუდის სტუდიებში, 1972 წლის ივნისსა და 1973 წლის იანვარს შორის. ჯგუფთან მუშაობდა ხმის ინჟინერი ალან პარსონსი, რომელიც დამხმარე ინჟინრის სახით უკვე მუშაობდა Atom Heart Mother-ზე და The Beatles-ის ხმის ინჟინრის სახით გაითქვა სახელი, კერძოდ - ალბომებზე Abbey Road და Let It Be მუშაობით.[36][37]
პარსონსი:
მოვიდნენ სტუდიაში და არც იცოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ, ამიტომ უბრალოდ იმპროვიზაცია დაიწყეს. მაგრამ The Dark Side of the Moon-ის დროისთვის იმპროვიზაცია უფრო სტრუქტურული გახდა. ძირითადად უფრო იმიტომ, რომ ისინი მას ცოცხლად ასრულებდნენ. კომპოზიციებთან დიდი ხანი მუშაობა არ დასჭირდათ. ამ მუსიკალური ნამუშევრის შექმნის პროცესი საოცარი იყო.
ჩაწერის დროს გამოიყენებოდა ბოლო თაობის ხმის ტექნიკა. სტუდია აღჭურვილი იყო მრავალ, კერძოდ, 16 ფირიანი ხმის მიქსის მომზადების საშუალებით, რაც უკეთეს ხარისხს იძლეოდა, ვიდრე ჯგუფის მიერ წარსულში გამოყენებული 4 და 8 ფირიანი მიქსები. თუმცა, ჯგუფი ხშირად იყენებდა იმდენ ტრეკს, რომ მეტი სივრცისათვის დამატებითი ასლები მზადდებოდა.[38]
ჩაწერა 1 ივნისს დაიწყო, სიმღერით „Us and Them“, ხოლო 6 დღის შემდეგ „Money“ ჩაიწერა. უოყერსი იწერდა ხმოვან ეფექტებს, მარყუჯად ქცეულ ნაწყვეტებს, რომლებიც დამზადდა ფულის სხვადასხვა ჩანაწერისგან. აგრეთვე გამოიყენებოდა მონეტები, რომლებსაც იგი ყრიდა თავისი ცოლის მიერ დამზადებულ თიხის ჭურჭელში (სახელოსნო მათი სახლის უკანა ეზოში იყო მოწყობილი). მოგვიანებით ეს ეფექტები ხელახლა იქნა ჩაწერილი, რადგან ჯგუფმა ალბომის კვადრო-ვერსიის გამოცემაც გადაწყვიტა (პარსონსი ამ მიქსით უკმაყოფილო იყო, ვინაიდან მას ცოტა დრო დაეთმო და სტუდიაში შესაბამისი აპარატურის მცირე რაოდენობა იყო).[37] შემდეგ ჩაიწერეს „Time“ და „The Great Gig in the Sky“, რასაც მოჰყვა 2 თვიანი შესვენება. ამ პერიოდში ჯგუფი ისვენებდა ოჯახებთან ერთად და ემზადებოდა აშშ-ს ტურნესთვის.[39] ჩაწერა რამდენიმეჯერ იქნა შეწყვეტილი. უოტერსი, საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოყვარული, ხშირად ქრებოდა მატჩების სანახავად. ჯგუფის წევრებს უყვარდათ შოუ „მონტი პაითონის მფრინავი ცირკის“ ნახვა და პარსონსი სტუდიაში მარტო რჩებოდა, მანამდე ჩაწერილ მასალასთან სამუშაოდ.[38] თუმცა, გილმორი უარყოფდა ამ ამბავს. 2003 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: „ხოლმე ვუყურებდით, მაგრამ როდესაც ვმუშაობდით, მაშინ ვმუშაობდით. “ [40][41]
აღნიშნული კომპოზიციები რვა კვირის განმავლობაში დაასრულეს. პარსონსის თანახმად, ჯგუფის მუშაობის ეთიკა დამოკიდებული იყო ირგვლივ არსებულ ყურადღების გადასატან ფაქტორებზე. სანამ ისვენებდნენ, ალანი მუშაობდა იმ მასალის უხეშ მიქსზე, რომელიც ოთხეულმა მანამდე გაამზადა, ამატებდა რა საკუთარ იდეებს.
პარსონსი:
მე იმ ინჟინერთა სახეობას მივეკუთვნები, რომლებიც თავისუფლად აკრიტიკებენ ან ამატებენ იდეებს, რაც ძირითადად პროდიუსერის საქმეა. შესაძლოა, შემეწინააღმდეგებოდით და მეტყოდით, ჩუმად ვყოფილიყავი. ხოლმე ვიყავი, ხოლმე არა.
1973 წლის იანვარში აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მათ უკვე არსებული მასალით ჩაწერეს „Brain Damage“, „Eclipse“, „Any Colour You Like“ და „On the Run“. ვოკალისტთა ოთხეული მოწვეული იქნა სიმღერებში „Brain Damage“, „Eclipse“ და „Time“ სამღერად. საქსოტიპისტი დიკ პერი მოყვანილი იქნა სიმღერების „Us and Them“ და „Money“ ჩასაწერად. რეჟისორი ედრიან მაბენი პარალელურად იღებდა მასალას ფილმისთვის Pink Floyd: Live at Pompeii.[42] ხმისჩამწერი სესიების დასრულების შემდეგ ჯგუფმა ევროპული ტურნე დაიწყო.[43]
მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერების სახით ალბომზე ჯგუფის ოთხივე წევრი მუშაობდა, გადაწყდა, რომ სტუდიაში, როგორც გილმორი იხსენებდა, „გარე მედიატორი“ მოვიდოდა. მიქსზე სამუშაოდ ები როუდზე გამოჩნდა კრის თომასი. ძირითადად, როგორც დეივიდი ამბობს, მის როლს წარმოადგენდა როჯერსა და დეივიდს შორის არგუმენტების გაქრობა. კრის თომასი იყო სტივ ო'რურკის მეგობარი, უმუშავია პროდიუსერ ჯორჯ მარტინის თანაშემწეს სახით The Beatles-ის ალბომზე The Beatles (1968) და The Dark Side of the Moon-ამდე დაასრულა ჯონ კეილის ალბომზე Paris 1919 მუშაობა.
კრის თომასი
ჯგუფი თვლიდა, რომ სჭირდებოდათ ვინმე, ვინც ამ ყველაფერს განსხვავებულად მოისმენდა. ვინმე, ვინც შესთავაზებდა გიტარებზე კომპრესიის ან სადმე ექოს დამატებას.
თომასი აგრეთვე ესწრებოდა „Money“-ში დამატებითი გიტარების ჩაწერის პროცესს. „Us and Them“-ში მან გიტარების რაოდენობა პირიქით, შეამცირა. მისივე ხელმძღვანელობით მოხდა „Speak to Me“-ს დასრულება. საბოლოოდ ალბომის ანოტაციებში პერსონალის ასეთ წევრთა როლი ოდნავ ბუნდოვანია. კრის თომასზე წერია, რომ იგი მიქსის ხელმძღვანელია. პარსონსის კონკრეტული როლი თავად გრამფირფიტის კონვერტზე არ არის ხაზგასმული, რაც ალანს სწყინდა. გარდა ამისა, ცნობილია, მას წლების განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული ალბომის გაყიდვიდან რამე შემოსავალი - იმის გათვალისწინებით, რომ The Dark Side of the Moon-ზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ხმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის დასრულების საბოლოო ეტაპზე უოტერსს კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა. სიმღერები ჯერ არ იყო ბოლომდე დასრულებული და მან შემოიტანა იდეა, ჩაეწერათ საუბრები, რომლებიც კომპოზიციებში იქნებოდა ჩასმული - ასე მოხდებოდა სიმღერების თხრობის დაკავშირება. მან შეადგინა კითხვების მთელი რიგი. ისინი უკავშირდებოდა სიკვდილს, ძალადობას და შეშლილობას. ყველა კითხვა ცალკე ბარათებზე დაწერეს და ები-როუდის მესამე სტუდიაში შეიტანეს და ამოაბრუნეს. ყოველი სავარაუდო მოსაუბრე მიწვეული იქნებოდა ბარათზე არსებული კითხვის წასაკითხად და მასზე სპონტანურ პასუხს გასცემდა, შემდეგ აიღებდა მეორე ბარათს, რომელიც უკავშირდებოდა წინას. მაგალითად, კითხვას „უკანასკნელად როდის გამოიჩინეთ ძალადობა?“ მოჰყვებოდა „სწორად მოიქეცით?“.
რესპონდენტები სტუდიაში შეკრიბეს. ჯგუფის გარემოცვიდან იმყოფებოდნენ: კრის ადამსონი, პიტერ უოტსი და მისი იმ დროინდელი მეუღლე პატრისია (პადი), საკონცერტო მენეჯერი ბობი რიჩარდსონი (იგივე „ლივერპულელი ბობი“) და კიდევ ერთი პიროვნება - როჯერ „ქუდი“ მენიფოლდი.
შენობაში უოტერსმა აგრეთვე აღმოაჩინა ჯერი ო'დრისკოლი, შუა ხნის ირლანდიელი, რომელიც ხელოსანი იყო და დარაჯადაც მუშაობდა. მანვე მოძებნა პოლ და ლინდა მაკ-კარტნი და პოლის ჯგუფ Wings-ის გიტარისტი ჰენრი მაკ-კალოუ - ჯგუფი ამ პერიოდში იქვე იწერდა ალბომ Red Rose Speedway-ს. ალან პარსონსს ასევე დაუსვეს კითხვა - ეს იყო „როგორ ფიქრობთ, რა არის მთვარის ბნელი მხარე?“. მისივე აღიარებით, პასუხი არც თუ საინტერესო იყო და მისი წვლილი ამოჭრეს. იგივე ბედი ეწია პოლისა და ლინდას ჩანაწერს, თუმცა დატოვეს მაკ-კალოუს პასუხი. უოტერსი პოლის შესახებ ამბობდა: „იგი ცდილობდა, სასაცილო ყოფილიყო, ეს სრულიად არ გვჭირდებოდა“.
სხვათა პასუხები კითხვებზე „გეშინიათ სიკვდილის?“ და „ფიქრობთ ხოლმე, რომ ჭკუიდან იშლებით?“ უფრო გულწრფელი იყო. პირველ კომპოზიციაში „Speak to Me“ მოხვდა მთლიანი ალბომის ხმების კოლაჟი - საათები, მონეტები, ფონად კი გულისცემა ახლდა. გარდა ამისა, ჟღერს პიტერ უოტსის შეშლილი ხარხარი და კრის ადამსონისა და ჯერი ო'დრისკოლის განცხადებები: „მთელი ეს საშინელი წლები შეშლილი ვიყავი, ამდენი წელი ყირაზე დავდიოდი“ და „მე ყოველთვის შეშლილი ვიყავი, ვიცი, რომ შეშლილი ვიყავი, როგორც ბევრი ჩვენგანი“.
საუბრის მსგავსი მონაკვეთები მთელ ალბომს მოედო. როდესაც უოტერსმა საბოლოოდ მიაგნო როჯერ „ქუდს“, ყველა ბარათი დაკარგული იყო და მხოლოდ იმპროვიზაცია რჩებოდა. საკონცერტო მენეჯერის პასუხები სასაცილო იყო, ვინაიდან იგი იხსენებდა ჩრდილოეთ ლონდონში მოტოციკლისტთან შეჯახების ფაქტს, პასუხად კითხვაზე „უკანასკნელად როდის გამოიჩინეთ ძალადობა?“. ეს იყო „თუ მოულოდნელად, მკვეთრად გაარტყამ, აღარ გაბედავენ. მე მგონია, ის მარტივად გამოძვრა.“ ეს ტექსტი დაედო რაიტის პარტიას „Us and Them“-ში. „Money“-ს ბოლოს ჟღერს პადისა და მაკ-კალოუს პასუხები იგივე კითხვაზე. პადი ერთადერთი ქალი რესპონდენტია და მისი პასუხია „ის თვითონ მეტენებოდა!“ მაკ-კალოუს პასუხი კი არის „რატომ აკეთებს ვიღაც რაღაცას? არ ვიცი, მაგ დროს მთვრალი ვიყავი!“ ჯერი ო'დრისკოლის ფრაზა არის საბოლოო ამ ალბომზე. თავისი ირლანდიური აქცენტით იგი ასრულებს „Eclipse“-ს - „არავითარი მთვარის ბნელი მხარე არ არსებობს. სინამდვილეში, იგი მთლიანად ბნელია.“
გარეკანი და გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბომის გარეკანის შექმნაში მთავარი როლი ითამაშა რაიტმა. ჯგუფი უბრალოდ შევიდა ოთახში, სადაც სტორმ თორგერსონმა მას რამდენიმე ვერსია დაახვედრა და სულ რამდენიმე წამში რაიტმა ხელი დაადო პრიზმას.
ასეთი დიზაინი წარმოიშვა, როდესაც ერთხელ, გვიან ღამით, სტორმმა ობრი პაუელს უჩვენა პრიზმის ფოტოსურათი, გამოსახული ნოტებზე, ნაპოვნი ძველ წიგნში ფოტოგრაფიის შესახებ. „ეს იყო შავ-თეთრი ფოტო, მაგრამ მასში გადიოდა ფერადი სხივი და იქმნებოდა ცისარტყელის ეფექტი“, იხსენებდა პაუელი. თორგერსონს მსგავსი სურათი ნანახი ჰქონდა ფიზიკის სახელმძღვანელოში. გრაფიკის დიზაინერმა ჯორჯ ჰარდიმ შექმნა პრიზმის ვარიანტი, რომელიც ხაზებისგან შედგებოდა, მაგრამ უკვე თეთრ ფონზე. შემდეგ ეს სურათი აეროგრაფიით შეავსეს, იმისთვის, რომ EMI-ს მოწყობილობებს მისი ამობეჭდვა შესძლებოდათ.
წინა ალბომებთან შედარებით, როგორც ამბობდნენ, გარეკანის დიზაინი უფრო ცივი იყო. ჯგუფის თანახმად, განიხილებოდა სხვა იდეებიც, თუმცა ახსოვთ მხოლოდ Marvel Comics-ის ვერცხლისფერი სერფინგისტი. ყველა ვარიანტი ჯგუფს ები-როუდზე უჩვენეს, საბოლოო ხმისჩამწერი სესიისას, მაგრამ კონკურსი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როგორც უოტერსი ამბობს, დაინახეს რა ეს დიზაინი, ყველამ ერთხმად წარმოთქვა, რომ სწორედ ეს იყო. იგივეს იხსენებდა რიჩარდიც. პაუელი იცინოდა, ვინაიდან, როგორც ამბობდა, არჩევანის გაკეთებას ორი წუთი დასჭირდა. „ამის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ ჩაწერას“.
EMI-მ განაცხადა თანხმობა, გამოეცა გასაშლელი კონვერტი. მაშინ უოტერსმა დიზაინერებს შესთავაზა ფერების შიდა მხარეს გაშლა და გულისცემის ვიბრაციის იმიტირება. თორგერსონმა გადაწყვიტა უკანა მხარეს მეორე პრიზმის განთავსება. გარე გარეკანზე, ჩამოყალიბებული ტრადიციით, ჯგუფის სახელი არ ეწერა. თუმცა, Hipgnosis-ის მიერ შემუშავებდა დამატებითი ელემენტები: სტიკერი გიზის ეგვიპტური პირამიდების მინიმალისტური გრაფიკით და ორი პოსტერი. ერთი აქედან იყო პირამიდის ინფრაწითელი გამოსახულება, ხოლო მეორეზე მოთავსდა ჯგუფის ფოტოსურათები კონცერტებიდან, ფონად კი ჰქონდა ჯგუფის ერთი დიდი საკონცერტო სურათი. ინდივიდუალურ სურათებზე როჯერი ორჯერ იყო გამოსახული.
Hipgnosis-ში თავიდან სურდათ ყველაფრის დიდ ყუთში გამოცემა, რაზეც EMI-მ უარი თქვა - ეს ზედმეტად ძვირი დაჯდებოდა. მიუხედავად ამისა, სტორმს და პაუელს მისცეს უფლება და დააფინანსეს, რათა გადაფრენილიყვნენ ეგვიპტეში და რეალური პირამიდები გადაეღოთ. პაუელი სასტუმროში დარჩა, ამიტომ გადაღება სტორმს უნდა დაესრულებინა. „მეც ძალიან შემეშინდა. ღამის 2 საათზე ტაქსიმ წამიყვანა პირამიდებთან. შესანიშნავი, ნათელი ცა იყო, მთვარეც ფანტასტიკური იყო. ვიდექი, ვიღებდი, მერე კი, 4 საათზე ვიღაცები გამოჩნდნენ - შეიარაღებული სამხედროები. ვიფიქრე: მორჩა, ახალგაზრდა ფოტოგრაფი იღუპება იდუმალ ვითარებაში უცხო ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ისინი მეგობრულები იყვნენ და ოდნავ ბაქშიში, ანუ ფული დასჭირდათ, რათა წასულიყვნენ“.
Hipgnosis-ის დიზაინი მაღაზიების ვიტრინების მშვენებად იქცა. კონვერტი იშლებოდა და ასეთი სახით წინა და უკანა ყდები ერთმანეთს ემთხვეოდა, შემდეგ კი შიდა მხარეს გრძელდებოდა. კონვერტის შიდა მხარეზე წარმოდგენილი იყო სიმღერების ტექსტებიც - პირველად ჯგუფის გრამფირფიტების ისტორიაში (CD-ების ეპოქაში ტექსტები იბეჭდებოდა ყველა ალბომის ბუკლეტზე). დამატებების სახით მყიდველი საჩუქრად იღებდა ორ სტიკერს და ორ პოსტერს ჯგუფისა და პირამიდების სახით. ამერიკულ და ბრიტანულ გამოცემებში განსხვავდებოდა დიდი პოსტერები. თუკი ბრიტანულ ვერსიაში ჯგუფის პოსტერი პეიზაჟის ფორმატის იყო, აშშ-ში ის პორტრეტის ფორმატზე იყო მორგებული და განსხვავებული ფოტოსურათებით იყო შევსებული. პრიზმების ფოტოსურათი ბრიტანულ გამოცემაში ლურჯ ფერებში იყო, ხოლო ამერიკულში - მწვანე ტონალობით.
ალბომის 1992 წლის გამოცემა გამოვიდა სპეციალურ ყუთში, დამატებითი ფოტო-ბარათებით. მსგავსი ვერსია გამოიცა 1994 წელსაც, ჩვეულებრივი სახით. ყველა შემთხვევაში, ეს იყო განახლებული, უფრო განსხვავებული პრიზმა, რასაც ალბომის ბუკლეტში ახლდა პირამიდების ფოტოსურათები (ჯილ ფურმანოვსკი) და სიმღერებთან დაკავშირებული აბსტრაქტული ილუსტრირება. მსგავსი ცვლილება პრიზმამ განიცადა 2003 წელსაც. წლების განმავლობაში, მით უმეტეს, კომპაქტ-დისკების გამოჩენასთან ერთად, ჩანაწერი გაყიდვაში არაერთი რემასტერის სახით გამოვიდა.
2011 წლის გამოცემა იყენებს 1994 წლის ბუკლეტის შიდა დიზაინს, თუმცა მას არ ახლავს ჯგუფის ფოტოსურათები და დამატებული აქვს პულსირების ორგვერდიანი სურათი.
შეფასებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი პირველი, ვინც მოისმინა ეს ალბომი, იყო ჯუდი, უოტერსის მეუღლე. მან მთელ ფირფიტას უსიტყვოდ მოუსმინა, ბოლოს კი ცრემლებს ვერ იკავებდა. როჯერმა ეს „კარგ ნიშნად ჩათვალა“.
კინგს-როუდზე მდებარე ბართან იყო მუსიკალური მაღაზია, რომელშიც კლერ ტორიმ ფირფიტა შეამჩნია. მაღაზიაში შესულმა მან ამოიღო ფირფიტა და გადახედა მას. გაოცებულმა საკუთარი სახელი შეამჩნია, შეიძინა და შინ ჩართო. მისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ ჯგუფმა მისი ვოკალის ბევრი ტაქტი გამოიყენა.
ალბომზე მუშაობის დასრულებიდან ერთი თვის თავზე EMI-ს მიერ ბეიკერ სტრიტზე, ლონდონის პლანეტარიუმში გაიმართა ალბომის პრემიერა პრესისთის. პარსონსი ამ ღონისძიების პროდიუსერი იყო. პრობლემა შექმნა იმ ფაქტმა, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა დროულად სპეციალური კვადრო სისტემის დაყენება. ჯგუფის წევრებმა სცადეს ამ ღონისძიების საერთოდ გაუქმება, მაგრამ გავლენა ვერ იქონიეს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს შეკრების ბოიკოტი. ხალხი, რომელიც ესწრებოდა პროცესს, დარბაზში ხედავდა რეალური ზომის გილმორს, უოტერსსა და მეისონს, რომელთა ფოტოგამოსახულებები მუყაოზე დაბეჭდეს. იმ დროინდელი პრესიდან ცნობილია, რომ მხოლოდ რაიტი დაესწრო ამ წარდგინებას, თუმცა იგი ამბობდა, რომ ასეთი რამ არც ახსოვდა. პარსონსის აზრით, ჯგუფის წევრთა იქ არმისვლა უზრდელობაც კი იყო.
„Melody Maker“-ის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ, ალბომის პირველი ნახევარი საშინლად არასაინტერესო იყო. მიმოხილვიდან ჩანს, თითქოს ამ ფონზე პლანეტარიუმში შუქის ჩაქრობის შემდეგ მოწვეულებმა დაიწყეს კედელზე ხელებით ჩრდილების ასახვა. ასე თუ ისე, ჯგუფის წევრთა დამოკიდებულება მუსიკალურ პრესასთან არც თუ თბილი იყო და ეს სრული შემადგენლობის არყოფნის კიდევ ერთი მიზეზი იყო. 1973 წელს ისინი ინტერვიუებს იშვიათად იძლეოდნენ.
თუმცა, ყველა კრიტიკოსი დაუბდობელი არ ყოფილა. „Melody Maker“-ში მაინც დაიწერა, რომ The Dark Side of the Moon იყო საუკეთესო ალბომი Ummagumma-ს შემდეგ და რომ მეორე მხარე სრულყოფილია. „NME“ უფრო თავშეუკავებელი იყო: „ფლოიდის ყველაზე არტისტული მუსიკალური მცდელობა“. ჯგუფის ტურნე აშშ-ში უკვე დაწყებული იყო, როდესაც ამ ქვეყანაში ალბომი გამოიცა და „Rolling Stone“-ის ჟურნალისტი ლოიდ გროსმენი წერდა: „ჩინებულება, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ჭარბი მუსიკალური მელოდრამატიზმი და როკ-მუსიკაში იშვიათ მცდელობას წარმოადგენს. The Dark Side of the Moon ბრწყინავს“. თუმცა, იქვე გროსმენი წერდა, რომ „The Great Gig in the Sky“ არ უნდა გამოეცათ. ეს იყო სიმღერა, რომელზეც მოსაზრება მკვეთრად გაიყო. კლერი ამბობს: „ზოგს მოსწონს, ზოგი ვერ იტანს. ასეთი სიმღერაა.“ ჟურნალმა „Q“-მ ერთხელ ჰკითხა გილმორს, სიმღერის მოსმენისას ოდესმე თუ უფიქრია „ხმა ჩაიგდე!“ მისი პასუხი იყო: „ხოლმე. ხოლმე კი. ხოლმე არა.“
უოტერსის ფილოსოფიური გზავნილი ასევე იქცევდა მიმომხილველთა ყურადღებას. „NME“ აკრიტიკებდა მასზე განხილულ შეშლილობის, ზედმეტი შრომისგან დაღუპვისა და კლასებად დაყოფის თემას. 2000-იანებშიც ჯგუფის წევრთა პასუხები ალბომის თემების შესახებ არაერთგვაროვანი და გაყოფილი იყო. თუმცა, როგორც რაიტი ამბობდა, იგი გადმოსცემდა ემოციებს, რომლებსაც ყოველი მათგანი გრძნობდა.
ჯგუფის ყოფილი მენეჯერები ენდრიუ კინგი და პიტერ ჯენერი გაოგნებულები იყვნენ ალბომის მოსმენის შემდეგ. კინგი იხსენებდა, რომ რიჩარდის ერთ-ერთი გავლენა იყო შტოკჰაუზენის ავანგარდული მუსიკა, რაც კვლავ იგრძნობოდა ამ ჩანაწერში, განსაკუთრებით „On the Run“-ში:
მას შემდეგ, რაც სიდი წავიდა, მათ მუსიკამ ჩემთვის აზრი დაკარგა. მახსოვს, როგორ ვაკრიტიკებდი Dark Side-ს, როდესაც იგი გამოვიდა, ვინაიდან მას კვლავ სიდის პერიოდს ვადარებდი. მერე კი გადავაბიჯე და დავაფასე რაც გაუკეთებიათ. მჭირდებოდა მხოლოდ ჩემი ხედვის შეცვლა და იმის აღიარება, თუ რად იქცა პინკ ფლოიდი. იგი უკვე როჯერს ეკუთვნოდა.
ტურნე და ალბომის სხვა საკონცერტო შესრულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფმა ალბომის მასალა ცოცხლად პირველად წარმოადგინა 1972 წლის იანვარში. 1973 წლის მარტში, ალბომის გამოსვლის შემდეგ, პინკ ფლოიდი მასალას სრული სახით წარადგენდა. ალბომი აგრეთვე მთლიანად სრულდებოდა 1974 და 1975 წლების ტურნეებში. 1994 წლამდე ჯგუფს იგი სრულად აღარ დაუკრავს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წლებში როგორც როჯერი, ასევე დეივიდი სიმღერებს საკუთარ კონცერტებზე ასრულებდნენ, როგორც სოლო შემსრულებელმა სწორედ როჯერმა პირველად წარადგინა The Dark Side of the Moon. ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც დაიწყო სამწლიანი ტურნე ნიკ მეისონმა მონაწილეობა მიიღო მის რამდენიმე კონცერტში.
2016 წელს როჯერმა განაგრძო ალბომის სრული სახით შესრულება, თუმცა ამჯერად, მიუხედავად სიმღერების ზუსტი თანმიმდევრობისა, შუალედებში სხვა სიმღერებსაც ასრულებდა.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა ტექსტის ავტორი — როჯერ უოტერსი.
მხარე 1 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Speak to Me“ | ნიკ მეისონი | ინსტრუმენტული | 1:30 |
2. | „Breathe“ | დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | გილმორი | 2:43 |
3. | „On the Run“ | გილმორი, უოტერსი | ინსტრუმენტული | 3:30 |
4. | „Time“ (აგრეთვე „Breathe (Reprise)“) | გილმორი, უოტერსი, რაიტი, მეისონი | გილმორი, რაიტი | 6:53 |
5. | „The Great Gig in the Sky“ | რაიტი, კლერ ტორი | კლერ ტორი | 4:15 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ძირითადი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Money“ | უოტერსი | გილმორი | 6:30 |
2. | „Us and Them“ | უოტერსი, რაიტი | გილმორი, რაიტი | 7:34 |
3. | „Any Colour You Like“ | გილმორი, რაიტი, მეისონი | ინსტრუმენტული | 3:24 |
4. | „Brain Damage“ | უოტერსი | უოტერსი | 3:50 |
5. | „Eclipse“ | უოტერსი | უოტერსი | 1:45 |
დაკავშირებული ალბომები და მიძღვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს Dub Side of the Moon - ალბომის რეგი-ინტერპრეტაცია. ცნობილია ალბომიც Dark Side of the Moon A Cappella, რომელიც მთლიანად აკაპელა გუნდის მიერ არის შესრულებული. მომღერალმა მერი ფოლმა გამოსცა ალბომი From the Dark Side of the Moon, საკუთარი ინტერპრეტაციებით. Return to the Dark Side of the Moon არის ბილი შერვუდის ალბომი, რომელზეც იგი სიმღერების საკუთარ ვერსიებს ასრულებს. The Flaming Lips and Stardeath and White Dwarfs with Henry Rollins and Peaches Doing The Dark Side of the Moon არის - The Flaming Lips-ის პროექტი.
2013 წელს გამოვიდა ბრიტანელ დრამატურგ ტომ სტოპარდის რადიოდადგმა „Darkside“, აგებული ალბომის ტექსტების მოტივებზე.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენიშვნები
- ↑ ეს მასალა გამოვიდა ალბომის Obscured by Clouds სახით.[29]
- სქოლიო
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას, Review: The Dark Side of the Moon, allmusic.com, https://www.allmusic.com/album/r2242794. წაკითხვის თარიღი: 3 November 2011
- ↑ Smirke, Richard. (16 March 2013) Pink Floyd, 'The Dark Side of the Moon' At 40: Classic Track-By-Track Review. billboard.com. ციტირების თარიღი: 25 November 2014.
- ↑ Christgau 1981, p. 303.
- ↑ Graff & Durchholz 1999, p. 874.
- ↑ 5.0 5.1 The Dark Side Of The Moon Review, tower.com, 20 March 1993, p. 33, http://www.tower.com/dark-side-moon-pink-floyd-vinyl/wapi/106260636. წაკითხვის თარიღი: 22 აპრილი 2010 დაარქივებული 18 August 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Valdivia, Victor (15 December 2011), Pink Floyd: The Dark Side of the Moon: Experience Edition, PopMatters, http://www.popmatters.com/review/150133-pink-floyd-the-dark-side-of-the-moon-experience-edition/. წაკითხვის თარიღი: 21 March 2015
- ↑ Davis, Johnny (October 1994), The Dark Side of the Moon Review, Q, p. 137
- ↑ Sheffield et al. 2004, p. 637.
- ↑ Campbell, Hernan M. (5 March 2012), Review: Pink Floyd - The Dark Side of the Moon, Sputnikmusic, http://www.sputnikmusic.com/review/48451/Pink-Floyd-The-Dark-Side-of-the-Moon/. წაკითხვის თარიღი: 22 October 2013
- ↑ http://edition.cnn.com/2011/09/27/showbiz/music/pink-floyd-mason/index.html
- ↑ 11.0 11.1 11.2 Classic Albums: The Making of The Dark Side of the Moon, Eagle Rock Entertainment, 26 August 2003
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Mabbett 1995, p. n/a
- ↑ Whiteley 1992, p. 105–106
- ↑ ჰარისი 2006, p. 78–79
- ↑ Whiteley 1992, p. 111
- ↑ Reising 2005, p. 181–184
- ↑ Whiteley 1992, p. 116
- ↑ ჰარისი 2006, p. 71–72
- ↑ მეისონი 2005, p. 165
- ↑ ჰარისი, ჯონ (12 March 2003), 'Dark Side' at 30: Roger Waters, rollingstone.com, http://www.rollingstone.com/artists/pinkfloyd/articles/story/5937470/dark_side_at_30_roger_waters. წაკითხვის თარიღი: 2011-06-08დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 21.0 21.1 ჰარისი, ჯონ (12 March 2003), 'Dark Side' at 30: David Gilmour, rollingstone.com, hosted at web.archive.org, http://www.rollingstone.com/artists/pinkfloyd/articles/story/5937468/dark_side_at_30_david_gilmour. წაკითხვის თარიღი: 31 May 2010დაარქივებული 19 September 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ მეისონი 2005, p. 166
- ↑ ჰარისი 2006, p. 73–74
- ↑ ჰარისი 2006, p. 85–86
- ↑ Schaffner 1991, p. 159
- ↑ Reising 2005, p. 28
- ↑ 27.0 27.1 Schaffner 1991, p. 162
- ↑ Povey 2007, p. 154
- ↑ 29.0 29.1 29.2 Povey 2007, p. 154–155
- ↑ ჰარისი 2006, p. 91–93
- ↑ Povey 2007, p. 159
- ↑ მეისონი 2005, p. 168
- ↑ Schaffner 1991, p. 157
- ↑ Povey 2007, p. 164–173
- ↑ Reising 2005, p. 60
- ↑ მეისონი 2005, p. 171
- ↑ 37.0 37.1 Richardson, Ken (May 2003), Another Phase of the Moon page 1, soundandvisionmag.com, http://www.soundandvisionmag.com/article/another-phase-moon. წაკითხვის თარიღი: 20 March 2012 დაარქივებული 14 March 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 38.0 38.1 ჰარისი 2006, p. 101–102
- ↑ ჰარისი 2006, p. 103–108
- ↑ Waldon, Steve (24 June 2003), There is no dark side of the moon, really ..., theage.com, http://www.theage.com.au/articles/2003/06/23/1056220536301.html. წაკითხვის თარიღი: 19 March 2009
- ↑ ჰარისი, ჯონ (12 March 2003), 'Dark Side' at 30: Alan Parsons, rollingstone.com, hosted at web.archive.org, http://www.rollingstone.com/artists/pinkfloyd/articles/story/5937469/dark_side_at_30_alan_parsons. წაკითხვის თარიღი: 31 May 2010დაარქივებული 14 June 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Schaffner 1991, p. 158
- ↑ ჰარისი 2006, p. 109–114
- ↑ Kent, David (1993), Australian Chart Book 1970–1992 (Illustrated რედ.), St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, p. 233, ISBN 0-646-11917-6
- ↑ 45.0 45.1 45.2 "Pink Floyd - The Dark Side of the Moon" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 4816." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Dark Side of the Moon“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Norwegian charts portal (17/1973)“. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Australian charts portal (09/05/1993)“. australiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 1775." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Dark Side of the Moon“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „New Zealand charts portal (18/04/1993)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 11 June 2016.
- ↑ 61.0 61.1 "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Dark Side of the Moon“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Italian charts portal (17/04/2003)“. italiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 11 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Danishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd: The Dark Side of the Moon" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Australian chart portal (09/10/2011)“. australiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon – Experience Edition" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon – Experience Edition" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201139 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Danish charts portal (07/10/2011)“. danishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ „Dutchcharts.nl – Pink Floyd – The Dark Side of the Moon“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ „Finnish charts portal (40/2011)“. finnishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon – Experience Edition". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Offiziellecharts.de – Pink Floyd – The Dark Side of the Moon" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Italian charts portal (06/10/2011)“. italiancharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ „New Zealand charts portal (03/10/2011)“. charts.org.nz. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon – Experience Edition". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 17 June 2016.
- ↑ „Portuguese charts portal (40/2011)“. portuguesecharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ „Spanish charts portal (02/11/2011)“. spanishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ „Swedish charts portal (07/10/2011)“. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd – The Dark Side of the Moon". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 June 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 11 June 2016.
- ↑ „Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 11 June 2016.
- ↑ Argentinian album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon. CAPIF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 July 2011.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2007 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Interpret. შეიყვანეთ The Dark Side of the Moon ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Canadian album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon. Music Canada.
- ↑ InfoDisc: Les Meilleures Ventes de CD / Albums "Tout Temps" French. infodisc.fr. ციტირების თარიღი: 25 December 2016.
- ↑ French album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Pink Floyd; 'The Dark Side of the Moon') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Italian album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ New Zealand album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Polish album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ Jones, Alan (17 November 2014), "Official Charts analysis: Wake Me Up returns to singles summit as Children in Need charity track", Music Week (Intent Media), http://www.musicweek.com/businessanalysis/read/official-charts-analysis-wake-me-up-returns-to-singles-summit-as-children-in-need-charity-track/060127. წაკითხვის თარიღი: 27 September 2015
- ↑ British album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Dark Side of the Moon ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Pink Floyd – The Dark Side of the Moon. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
|
- კონცეპტუალური ალბომები
- პინკ ფლოიდის ალბომები
- 1973 წლის ალბომები
- EMI Records-ის ალბომები
- Capitol Records-ის ალბომები
- Harvest Records-ის ალბომები
- ალბომები სტორმ თორგერსონის გარეკანის დიზაინით
- ები-როუდის სტუდიებში ჩაწერილი ალბომები
- ალბომები დეივიდ გილმორის პროდიუსერობით
- ალბომები როჯერ უოტერსის პროდიუსერობით
- ალბომები ნიკ მეისონის პროდიუსერობით
- ალბომები რიჩარდ რაიტის პროდიუსერობით
- ალბომები Hipgnosis-ის გარეკანის დიზაინით