შინაარსზე გადასვლა

The Village Voice

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Village Voice

გაზეთის ოფისი ლაფაიეტ-სტრიტზე
მედიის სახეობა:ყოველკვირეული გაზეთი
დაფუძნდა:26 ოქტომბერი, 1955; 69 წლის წინ (1955-10-26)
მფლობელი:პიტერ ბარბი
შტაბ-ბინა:80 მეიდენ ლეინი
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10038, აშშ[1]
ფორმატი:ტაბლოიდი
მკითხველი:120 000 (2016)
საიტი:villagevoice.com

„The Village Voice“ („გრინვიჩ-ვილიჯის ხმა“) — ნიუ-იორკის ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც უპირატესად აშუქებს აშშ-ის უდიდესი ქალაქის კულტურული ცხოვრების მოვლენებს.

დაარსდა 1955 წელს ნორმან მეილერის მონაწილეობით კერძო ბინაში გრინვიჩ-ვილიჯზე.

1956 წლიდან „Obie Award-ის“ პრემიით აჯილდოებს იმ თეატრალურ დადგმებს, რომლებიც Tony Awards-ის თვალსაწიერის გარეთ რჩებიან. სხვადასხვა დროს გაზეთში იბეჭდებოდა ისეთი დიდი ლიტერატორები, როგორებიც არიან ეზრა პაუნდი, ედვარდ ესტლინ კამინგსი, ალენ გინზბერგი, ტომ სტოპარდი. გამოცემის ჟურნალისტები სამჯერ დაჯილდოვდნენ პულიცერის პრემიით.

Village Voice-ის კინომიმომხილველებს დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდნენ „ამერიკული კინოავანგარდის ნათლიმამა“ ჯონას მეკასი და ენდრიუ სარისი — ომისშემდგომი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი კინოკრიტიკოსები.

დღეისათვის კინოზე წერენ ჯიმ ჰობერმანი და მაიკლ ეტკინსონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. About Us. Villagevoice.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-27. ციტირების თარიღი: 2013-11-24.