Paradox Interactive
Paradox Interactive — შვედური ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმში. კომპანია დაარსდა 1999 წელს და თავდაპირველად შედიოდა Paradox Entertainment-ის შემადგენლობაში.[3] კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ფრედრიკ ვესტერი, ხოლო წამყვანი გეიმდიზაინერი — იოჰან ანდერსონი.
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
---|---|
დაფუძნდა | 1999 |
სათავო ოფისი | შვედეთი, სტოკჰოლმი |
მმართველი |
ფრედრიკ ვესტერი იოჰან ანდერსონი |
პროდუქცია | ვიდეო თამაშები |
შემოსავალი | 604 მილიონი შვედური კრონი(2015)[1] |
თანამშრომელი | 200[2] |
საიტი | paradoxplaza.com |
კომპანია ცნობილია ისტორიულ-სტრატეგიული თამაშების წარმოებით. იგი ძირითადად აქვეყნებს მისი შვილობილი კომპანია Paradox Development Studio-ის მიერ შემუშავებულ თამაშებს. მისი თამაშების საერთო თვისებებია რეალიზმი და შესაბამისად რეალური ისტორიები. კომპანიის მიერ გამოშვებული თამაშებია: („Knights of Honor“, „Galactic Civilizations II: Dread Lords“, „Rush for Berlin“ და სხვა)[4].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Year End Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-21. ციტირების თარიღი: 2016-10-12.
- ↑ Jobs - Paradox Interactive
- ↑ 9th Circ. Nixes Appeal Over 'Conan The Barbarian' Rights
- ↑ Paradox Store - Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-03-19.