კაპაზი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | კაპაზის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
„Dağlılar“ (მთამსვლელები) „Yenilməz Armada“ (დაუმარცხებელი არმადა) „Qərblilər“ (დასავლელები) „Sarı-Göylər“ (ყვითელი-ბლუზი) | ||
დაარსდა | 1959; 60 წლის წინ | ||
სტადიონი |
განჯას ქალაქის სტადიონი (განჯა, აზერბაიჯანი) (ტევადობა: 27,000) | ||
პრეზიდენტი | იაშარ ვაჰაბზადე | ||
ლიგა | აზერბაიჯანის პირველი დივიზიონი | ||
2023-2024 | მე-9 | ||
|
„კაპაზი“ (აზერ. Kəpəz Peşəkar Futbol Klubu; გამოითქმის [kæpæz]) — განჯაში მდებარე აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში თამაშობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაპაზ PFC დაარსდა 1959 წელს, ტოქსუკუს სახელით. გუნდი საბჭოთა პირველ ლიგაში თამაშობდა. 1959 წელს, წინა სეზონში საბჭოთა პირველი ლიგის პირველი ადგილით დასრულების შემდეგ გუნდი საბჭოთა ტოპ ლიგაში დაწინაურდა.[1] თავისი ისტორიის განმავლობაში კლუბს „ტარაგგი“ და „ტუქსუკუ“ ერქვა, თუმცა ცნობილი, უფრო თანამედროვე ერაში, გახდა კაპაზის სახელით; კაპაზი გუნდს 1982 წელს დაარქვეს.[2][3]
პოსტ-საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის სამჯერ მოგების შემდეგ, გუნდს კაპაზი კიდევ ერთხელ დაერქვა.[4] 1997-98 წლების სეზონი გუნდმა დაუმარცხებლად დაასრულა.
კაპაზს ეკუთვნის აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია. გუნდს სეზონში 22 მოგება და 4 ფრე ჰქონდა. კაპაზი რჩება ერთადერთ გუნდათ რომელმაც საკუთარი ქვეყნის ლიგის მოგება დაუმარცებლად შეძლო; აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 23 სექტემბრიდან 10 თვის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა მოახერკა კაპაზის წინააღმდეგ ქულის აღებაც კი. 22 გამარჯვებიდან ტექნიკურ გამარჯვებას 2 თამაში წარმოადგენდა.[5]
ფინანსური ბრძოლა (2002 – დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაპაზს, აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბს, 2000-იანი წლების ბოლოს ფინანსური პრობლემები წარმოექმნა. 2002 წლიდან მოყოლებული კლუბი ლიგის ცხრილში თანდათან ქვემოთ მიდიოდა; ამ პროცესმა გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა.[6][7]
მიუხედავად კლუბის გულშემატკივრების კრიტიკისა, 2005 წელს, კლუბის ახალ მეპატრონეებს გუნდისთვის სახელის შეცვლა და განჯა-ის დარქმევა სურდათ.[8] ფინანსური პრობლემების გამო, 2007 წელს, გუნდი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგიდან გამოირიცხა. თუმცა AFFA-ს და ადგილობრივი კავშირების დახმარებით კლუბმა 2009-10 წლების სეზონი აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში მაინც ჩაატარა.[9][10] 2010 წელს გუნდი აზერბაიჯანის პირველი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და სეზონი 47 ქულით დაასრულა; ამგვარად, კლუბი კვლავ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მოხვდა.[10] 2011 წელს გადაწყდა, რომ კლუბს ძველი სახელი - კაპაზ PFC - დაბრუნებოდა.[11][12]
2013 წლის აპრილში კაპაზი გადაიყვანეს აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში. კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გააუმჯობესებულა, და ამ ფაქტმა გუნდიდან მრავალი ფეხბურთელის წავსლა გამოიწვია.[13]
2017 წლის 18 ნოემბერს, შაჰინ დინიევი თანამდებობიდან გადადგა;[14] აღნიშნული ქმედებიდან 2 დღის შემდეგ, 2017 წლის 20 ნოემბერს, შანიჰ დინიევის ადგილზე იუნის გუსეინოვი დაინიშნა.[15]
გულშემატკივრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბს, ყარაბაღსა და ხაზარ ლეონკორანთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანულ პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებსს შორის, კაპაზ PFC-ს, საშინაო თამაშებზე საშუალოდ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრება. 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კაპაზი პირველ ადგილს იკავებს საშუნაო თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების მხრივ (თამაშზე საშუალოდ 15,000 გულშემატკივარით). ეს რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატებოდა მათ უახლოეს მეტოქეს.[16][17]
2015-16 წლების სეზონში გულშემატკივართა რეკორდული მაჩვენებელი, 2016 წლის 14 თებერვალს, კაპაზსა და ყარაბაღს შორის გამართულ მატჩზე დაფიქსირდა (გულშემატკივართა რაოდენობა შეადგენდა 20,400-ს).[18]
კლუბის ცნობილი ცნობილი „სელებრითია“ ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - ტოგრულ ასკეროვი.[19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Кяпаз Гянджа on Wildstat.ru ru. wildstat.ru. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Полностью сформировался состав вновь возвратившегося в футбол азербайджанского клуба "Гянджа" დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Azerbaycan çempionatlarının rekordçusu "KEPEZ"in möhteşem tarixi. az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Футбольный клуб "Кяпяз" предпочел называться "Гянджой". Day.az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Годы независимости. Успехи Нефтчи, Кяпаза, Шамкира, и французский позор. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 5 June 2011.
- ↑ Mehman Allahverdiyev: "İsgəndər Cavadov Gəncəyə lazım deyil" Azerbaijani. xemsefans.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
- ↑ Gəncə futbol ictimaiyyəti İsgəndər Cavadova qarşı çıxdı! (BƏYANAT) Azerbaijani. Sportinfo.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
- ↑ Мехман Аллахвердиев: "Все достижения гянджинцев связаны с именем именно этой команды – "Кяпаз". sport24.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2012. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Magsad. Футбольный клуб "Гянджа" вновь будет участвовать в чемпионате Азербайджана. Day.az.
- ↑ 10.0 10.1 “Gəncə”nin növbəti mövsüm I divizionda çıxış etməsi dəqiqləşdi (აზერბაიჯანული)
- ↑ Гянджа сменила название. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
- ↑ Gəncə klublarının adı dəyişdirildi. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
- ↑ "Kəpəz" BİABIRÇI durumda: futbolçular yuyunmağa su, yeməyə çörək tapmırlar Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 October 2014.
- ↑ Şahin Diniyev istefa verdi Azerbaijani. Kapaz PFK (18 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 November 2017.
- ↑ Yunis Hüseynov baş məşqçi təyin edildi Azerbaijani. Kapaz PFK (20 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2021.
- ↑ Peşəkar Futbol Liqası. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Azerisport.com. Кяпаз – неоспоримый лидер. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Vital, Elan. Premyer Liqada yeni rekord. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Toğrul Əsgərov azarkeşlik etdiyi klubumuzun adını açıqladı Azerbaijani. awf-az.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 3 September 2013.