შინაარსზე გადასვლა

აგვისტო 2011

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< აგვისტო >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
2011

აგვისტო - 2011 წლის მერვე თვეა. დაიწყო ორშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ, ოთხშაბათს.

მიმდინარე მოვლენები 1 აგვისტო, 2011 (2011-08-01) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 2 აგვისტო, 2011 (2011-08-02) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 3 აგვისტო, 2011 (2011-08-03) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 4 აგვისტო, 2011 (2011-08-04) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 5 აგვისტო, 2011 (2011-08-05) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 6 აგვისტო, 2011 (2011-08-06) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 7 აგვისტო, 2011 (2011-08-07) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 8 აგვისტო, 2011 (2011-08-08) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 9 აგვისტო, 2011 (2011-08-09) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 10 აგვისტო, 2011 (2011-08-10) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 11 აგვისტო, 2011 (2011-08-11) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 12 აგვისტო, 2011 (2011-08-12) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 13 აგვისტო, 2011 (2011-08-13) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 აგვისტო, 2011 (2011-08-14) (კვირა)
  • ლიბიელმა მეამბოხეებმა დაიპყრეს ხმელთაშუა ზღვის პირა ქალაქი ზავია, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს. მეამბოხეები შემდეგ მიზნად ასახელებენ ტრიპოლის აღებას. მას შემდეგ, რაც ლიბიაში ამბოხება დაიწყო ამ ნახევარი წლის წინ, ზავიას დაპყრობა მიჩნეულია მეამბოხეების ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლად ტერიტორიაზე, რომელსაც მუამარ კადაფი აკონტროლებს. (რადიო თავისუფლება)
  • მოსკოვში სახალხო პარტია „თავისუფლების“ თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა ნემცოვი ერთ-ერთ ქუჩაზე პლაკატების გაკვრის დროს აიყვანეს. პოლიციას ნემცოვის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით არ განუმარტავს. (1 არხი)
მიმდინარე მოვლენები 15 აგვისტო, 2011 (2011-08-15) (ორშაბათი)
  • იგორ კოკოშკოვის გუნდი ოთხთა ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებთან ერთად, შეჯიბრში ჰოლანდიისა და ისრაელის გუნდები, ასევე ამერიკის სტუდენტური კლუბი „ვილანოვა“ მონაწილეობდა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯერ ჰოლანდიის ნაკრებს 77:72 მოუგეს, ასეთივე ანგარიშით წააგეს შეხვედრა ისრაელთან. ბოლო მატჩში კი საქართველოს ნაკრებმა ამერიკული კლუბის ნაკრებს 87:54 სძლია. (1 არხი)
  • თავდასხმების სერია ერაყში. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოწყობილ აფეთქებებს 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი ყველაზე მასშტაბური აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქში, ელ-კუტში მოხდა. შედეგად, 34 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. (1 არხი)
მიმდინარე მოვლენები 16 აგვისტო, 2011 (2011-08-16) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 17 აგვისტო, 2011 (2011-08-17) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 18 აგვისტო, 2011 (2011-08-18) (ხუთშაბათი)
  • საქართველოში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურიდან დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარეობდა. სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. (რადიო თავისუფლება)
  • ავღანეთში, ჰერატის პროვინციაში მომხდარი ორი მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. (1 არხი)
  • დღეს ჯგუფ The Beatles-ის დაარსებიდან 50 წელი სრულდება. 1961 წლის 18 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა The Beatles-ის პირველი კონცერტი. სწორედ ეს დღე ითვლება ჯგუფის დააარსების თარიღად. (GHN ახალი ამბების სააგენტო)
  • ესპანეთის თასის გათამაშება „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. ჟოზეპ გვარდიოლას გუნდმა ნოუ კამპზე „რეალ მადრიდი“, ორი შეხვედრის ჯამში, 5:4 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მფლობელი გახდა. კატალონიის „ბარსელონამ“ ამ გამარჯვებით სუპერთასი მეათედ მოიპოვა. (1 არხი)
მიმდინარე მოვლენები 19 აგვისტო, 2011 (2011-08-19) (პარასკევი)
  • იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დღეს მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. იაპონიის მეტეოროლოგიის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 ბალი შეადგინა. ეპიცენტრი ნაპირიდან 20 კილომეტრის დაშორებით იყო. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 20 აგვისტო, 2011 (2011-08-20) (შაბათი)
  • შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. პენსილვანიაში ამ დრომდე ვერ ხერხდება 10 დაკარგულის პოვნა. ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და ტორნადო ერთდროულად ორ კონტინენტს დაატყდა თავს. დატბორილია ქუჩები და სახლები. წყალში ასობით ადამიანია დარჩენილი, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. ქალაქ პიცბურგში სამი ადამიანი გარდაიცვალა. (1 არხი)
  • პარასკევს პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 51-ს მიაღწია. 120-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მათი ნახევარი საავადმყოფოში იმყოფება. აფეთქება მოზარდმა თვითმკვლელმა მოაწყო ქალაქ ჯამრუდის მეჩეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 21 აგვისტო, 2011 (2011-08-21) (კვირა)
  • ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარეობს 22 ივლისის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი საერთო-ეროვნული სამგლოვიარო ცერემონია. ცერემონიას ესწრებიან დაღუპულთა ნათესავები; ისინი, ვინც გადარჩენა მოახერხა; შაბათს ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კუნძულ უტოიაზე, სადაც ახალგაზრდულ ბანაკში მემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. ბრეივიკმა აღიარა, რომ იმავე დღეს, 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოაწყო აფეთქება, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. დღევანდელი ცერემონიით ნორვეგიაში სრულდება სახელმწიფო გლოვის პერიოდი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 აგვისტო, 2011 (2011-08-22) (ორშაბათი)
  • იაპონიაში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6 ბალს მიაღწია. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მისი ეპიცენტრი იბარაკის პრეფექტურის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერიდან 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. (რადიო თავისუფლება)
  • ინდოეთის ჩრდილოეთის შტატ უტარ-პრადეშში მომხდარ ავტოკატასტროფაში სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა. მისაბმელიანი ტრაქტორი, რომლითაც 60 მომლოცველი ინდუისტურ ტაძარში მიემგზავრებოდა, გზიდან გადავიდა და ტბაში ჩავარდა. მგზავრების უმეტესობა დაიხრჩო. ყოველ წელს ინდოეთის გზებზე 110 ათასი ადამიანი იღუპება - ეს ყველაზე მაღლი მაჩვენებელია მსოფლიოში. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 23 აგვისტო, 2011 (2011-08-23) (სამშაბათი)
  • მიწისძვრა, რომლის ბიძგების ძალამ 5,9 ბალს მიაღწია, მოხდა დღეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. აშშ-ის გეოლოგიური უწყების თანახმად, ეპიცენტრი იყო ვირჯინიის შტატში, ვაშინგტონიდან 130 კილომეტრში. ბიძგები იგძნობოდა ნიუ-იორკის ჩრდილოეთში, ასევე კანადაში. ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში, მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა. იტყობინებიან გარკვეული ნგრევის შესახებ, მაგრამ ადამიანების სერიოზულ დაშავებაზე ცნობები არ ვრცელდება. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 აგვისტო, 2011 (2011-08-24) (ოთხშაბათი)
  • უკრაინა დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავს სამხედრო აღლუმის გარეშე აღნიშნავს. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერა და გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის აუცილებლობით ახსნა. ოპოზიციის აქტივისტები დღეისათვის მასობრივ გამოსვლებს გეგმავდნენ, თუმცა კიევის საოლქო სასამართლომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს დედაქალაქის ცენტრში 24 აგვისტოს აქციების ჩატარება აუკრძალა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 აგვისტო, 2011 (2011-08-25) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 26 აგვისტო, 2011 (2011-08-26) (პარასკევი)
  • ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა. შენობის ნაწილი დაინგრა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის ჩრდილოაფრიკულმა განყოფილებამ, „ბოკო-ჰარამმა“. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 27 აგვისტო, 2011 (2011-08-27) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 28 აგვისტო, 2011 (2011-08-28) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 29 აგვისტო, 2011 (2011-08-29) (ორშაბათი)
  • სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსთავში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად გახსნილ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. ადგილი, სადაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აშენდა, პატრიარქმა 2001 წლის აგვისტოში აკურთხა. მას შემდეგ, 10 წლის განმავლობაში მას მხოლოდ ქვით, წებოთი და კვერცხით აშენებდნენ. ასეთი ტექნოლოგიით ტაძარი საქართველოში XVI-ე საუკუნის შემდეგ არ აგებულა. (1 არხი)
  • ტერაქტი ერაყში. ბაღდადის სუნიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა. აფეთქება საღამოს, ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა. (1 არხი)
მიმდინარე მოვლენები 30 აგვისტო, 2011 (2011-08-30) (სამშაბათი)
  • იაპონიის მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ ახლად არჩეული ლიდერი იოსიჰიკო ნოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს. პარლამენტის ქვედა პალატაში მის კანდიდატურას 475 დეპუტატიდან მხარი 308-მ დაუჭირა. 54 წლის პოლიტიკოსი იაპონიის მეექვსე პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც ამ პოსტზე 5 წლის ვადით აირჩიეს. (1 არხი)
  • იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა. მეცნიერებმა, რომლებიც ვულკანს აკვირდებიან, მაგმის რამდენიმე ძლიერი ამოფრქვევა დააფიქსირეს, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევდა. ვულკანური ფერფლის ღრუბელმა კი ვულკანური კრატერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქებს მიაღწია. მიმდინარე წელს ვულკანი ეტნა უკვე 12-ჯერ გააქტიურდა. (1 არხი)
მიმდინარე მოვლენები 31 აგვისტო, 2011 (2011-08-31) (ოთხშაბათი)