ალიდები
იერსახე
ალიდები — სამეფო სინასტია არაბთა სახალიფოში. მისი დამაარსებელი იყო ხალიფა ალისა და მისის მეუღლის, ფატიმას (მუჰამედის შვილი) მიერ. მოგვიანებით, ალიდებმა დასაბამი მისცეს მუსლიმურ ქვეყნებში რამდენიმე სხვადასხვა დინასტიას.
დინასტიები, რომელთაც ალიდებმა მისცეს დასაბამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იდრისიდები მაღრიბში
- სულეიმანიდები მექაში, იემენში, მაღრიბში
- ფატიმიდები ჩრდ. აფრიკაში და ეგვიპტეში. (910-1071 წწ.)
- ზეიდიტები იემენში. (901-1968 წწ.)
ალიდებად თვლიდნენ თავს საადის (1525-1659) ფილალიის შერიფები მაროკოში. ასევე, ზეიდიტების სადინასტიო შტო თაბორისტანში (864-928 წწ.)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 309.
- მსოფლიოს სამეფო დინასტიები. თბილისი. 1998 წელი.