შინაარსზე გადასვლა

ანტონიუ I (პორტუგალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონიუ I
António de Portugal
პორტუგალიის და ალგარვის მე-18 მეფე
მმართ. დასაწყისი: 19 ივლისი 1580
მმართ. დასასრული: 26 ივლისი 1582
წინამორბედი: ენრიკე I
მემკვიდრე: ფილიპე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1531
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო 1595
გარდ. ადგილი: პარიზი
მეუღლე: ანა ბარბოსა
დინასტია: ავისის დინასტია
მამა: ლიუს პორტუგალიელი
დედა: ვიოლანტე გომესი

ანტონიუ I (პორტ. António I;დ. 1531, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 26 აგვისტო, 1595, პარიზი, საფრანგეთი) — მალტის ორდენის პრიორი პორტუგალიაში. პორტუგალიის ტახტის პრეტენდენტი ავისის დინასტიის დასრულების შემდეგ. იგი იყო მანუელ I 13 შვილიდან ერთ-ერთის უკანონო შვილი შავოი წარსულის მქონე ქალისაგან (მისი მტრების მტკიცებით ეს ქალი ებრაელი იყო).

პორტუგალიელებმა, 1580 წლის დინასტიური კრიზისის დროს, რათა თავიდან აეცილებინათ ესპანეთის მეფის ფილიპე II ხელში სამეფო ტახტის გადასვლა, ანტონიუ მეფედ გამოაცხადეს, მაგრამ 20 დღის შემდეგ ჰერცოგმა ალბამ იგი დაამხო ალკანტარასთან ბრძოლის დროს. კონტინენტური პორტუგალია უნიით შეუერთდა ესპანეთს. ანტონიუ კი ცდილობდა დამკვიდრებულიყო აზორის კუნძულებზე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მართავდა კუნძულ ტერსეირას და საკუთარი მონეტაც კი გამოუშვა. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა პარიზში. უკანონო ქორწინებიდან დარცა 6 შვილი.