ბასქალი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბასქალი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
კოორდინატები | 40°45′20″ ჩ. გ. 48°23′47″ ა. გ. / 40.75556° ჩ. გ. 48.39639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1081 მეტრი |
მოსახლეობა | 1 480 (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ბასქალი (აზერ. Basqal) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისმაილის რაიონის დასახლება და მუნიციპალიტეტი. განლაგებულია ზღვის დონიდან 998 მეტრის სიმაღლეზე. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს[1]. თათრულენოვანი ლაჰიჯისგან განსხვავებით, რომელიც განლაგებულია შედარებით უფრო ახლოს, მისი მოსახლეობა აზერბაიჯანულენოვანია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ბასქალი დაარსდა, IV საუკუნეში. დასახლების ამჟამინდელი ტერიტორია უძველესი დროინდელი ალბანეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. აკადემიკოსი ზი ბუნიატოვას თანახმად, სიტყვა ბასგალი, „ბას“ და „გალ“ გამოთქმების კომბინაციისაგან შედგება, რაც ნიშნავს კოშკის აშენებასა და განდიდებას.
ბასქალის გააჩნია წვრილი და მოპირკეთებული ქუჩები, განვითარებული საკანალიზაციო სისტემით. დასახლება ცნობილია თავისი სიძველითა და განუმეორებელი ბუნებით. აქ განლაგებულია შუა საუკუნეების მეჩეთები, რომელთაგანაც პირველი მიეკუთვნება XI საუკუნეს, მეორე კი XIV საუკუნეს. შემონახულა ძველი აბანო, რომელიც მიეკუთვნება XVI საუკუნეს. დასახლება შედის სახელმწიფო კულტურულ-ისტორიულ ნაკრძალში და მას იცავს სახელმწიფო. 2018 წლის 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევიმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ბასქალის“ სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალად გამოცხადების შესახებ.[2]
1932–1933 წლებში ბასქალი იყო ისმაილის რაიონის ცენტრი.
ბასქალი — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერლისა და ჟურნალისტის აბულგასან ალეკპერზადეს და დიდი სამამულო ომის მონაწილისა და იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის მამედ ბაგიროვის მშობლიური სოფელია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უძველესი დროიდან ბასქალი ხელნაკეთობების წარმოების ცენტრს წარმოადგენდა. ცნობილი იყო აბრეშუმის ქსოვით, ქალის ეროვნული თავსაბურავი-კიალაგაის წარმოებით. კერძოდ, ჩვენამდე მოაღწია დაზგებმა, რომლებზეც ძველად ართავდნენ აბრეშუმს. აქ მუშაობს ხალიჩის მქსოველი რამდენიმე ცეხი. დასახლებაში ასევე ფუნქციონირებს 4 რძის კომბინატი და მინერალური წყლის წარმოების ცეხი.[3] აზერბაიჯანული ხელოვნება სახელწოდებით „კიალაგაის სიმბოლიზმი და ტრადიციული ხელოვნება“ შეტანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.[4] 2015 წლის 25 ივნისში სოფელში პირველად იქნა გაყვანილი ბუნებრივი აირი.[5]·
კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია აზერბაიჯანული სახალხო ცეკვა „ბასქალი“.[6][7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azərbaycan Respublikasının Dövlət Statistika Komitəsi: 2013-cü ilin əvvəlinə iqtisadi və inzibati rayonlar, eləcə də şəhər yaşayış məntəqələri üzrə əhalinin cins bölgüsündə sayı archive (min nəfər)
- ↑ „Basqal“ Dövlət Tarix-Mədəniyyət Qoruğu haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı
- ↑ Баскал. Дорога, устланная шелком. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-31. ციტირების თარიღი: 2021-04-15.
- ↑ Aзербайджанское искусство кялагаи включён в Репрезентативный список нематериального культурного наследия ЮНЕСКО.
- ↑ Biləsuvar, Ağsu və İsmayıllı rayonlarının kəndlərinə təbii qaz verilmişdir. დაარქივებული 2018-10-27 საიტზე Wayback Machine. socar.az, 25.06.2015
- ↑ Наслаждайтесь: норвежцы удивили земляков исполнением азербайджанского танца
- ↑ Басгалы в исполнении Автандила Исрафилова