ბურები
ბურები, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიკანერები — ნიდერლანდელ გადმოსახლებულთა შთამომავლები სამხრეთ აფრიკაში. ძველნიდერლანდურ ენაზე სიტყვა ბურ აღნიშნავდა გლეხს. ბურების ენას ეწოდება აფრიკაანსი.[1]
XVII საუკუნეში ჰოლანდიურმა ოსტ-ინდურმა კომპანიამ დაიწყო კეთილი იმედის კონცხის გამოყენება საჭმლისა და წყლის მარაგების შესავსებად აღმოსავლეთში მგზავრობის დროს. 1652 წელს კომპანიის 60-მა მოხელემ იან ვან რიბეკის ხელმძღვანელობით დააფუძნეს პირველი ნიდერლანდური დასახლება. გადმოსახლებულთა შორის გამოჩენილი პიროვნება იყო საიმონ ვან დერ სტელი, სტელენბოშის დამფუძნებელი. XVII საუკუნის ბოლოს, ლუდოვიკო XIV-ის მიერ ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ აფრიკის სამხრეთით თავშესაფარი ნახეს ფრანგი ჰუგენოტების ოჯახებმა. ნიდერლანდელებსა და ფრანგებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო ჰოლანდიურმა ოსტ-ინდურმა კომპანიამ აკრძალა იმიგრაცია.[1]
XVIII საუკუნეში ჩრდილოეთით ბურებმა მიაღწიეს მდინარე ორანჟს. ამ მდინარის ნაპირებზე ბურებს დახვდა ბანტუენოვანი მოსახლეობა, რომელმაც ბურებს სამხედრო წინააღმდეგობა გაუწია.[1]
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ აფრიკაში ვიზიტით ყოფნისას ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა.[2] მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის შემოთავაზება, რომელიც ეხება ბური ფერმერების ბიზნესის გადმოტანას საქართველოში.[2] 40 000 ბური ფერმერის სახელით საქართველოში ჩამოვიდა ბურ ფერმერთა დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პოლიციის ეფექტურობა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა გააცნო.[2] ბურ ფერმერთა შესაძლო ჩამოსახლებამ გამოიწვია სერიოზული კამათი ქართულ საზოგადოებაში[3] და ინტერნეტ სივრცეში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BBC - საქართველოში ჩამოსვლამ ბურებს იმედები გაუცრუა // Presa.ge, 03.03.2011 დაარქივებული 18.10.2015, საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია "მსოფლიოს ირგვლივ", ბურები, შემოწმდა 2010 წლის 14 ოქტომბერს.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ტელეკომპანია რუსთავი 2, "პოსტ-სკრიპტუმი".
- ↑ Грузинские лейбористы не хотят "переселения в Грузию южно-африканских буров" დაარქივებული 2010-10-16 საიტზე Wayback Machine. ; newsgeorgia.ru.