დროშა
დროშა, ალამი, ბაირაღი — ერთი ან სხვადასხვა ფერის გარკვეული ზომის ქსოვილი, რომლის ერთი მხარე ხის ტარზეა დამაგრებული. ჩვეულებრივ დროშაზე გამოსახულია რაიმე ემბლემა. ვექსილოლოგიის მეცნიერების შესწავლის ობიექტი.
სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. გარდა სახელმწიფოებრივი დროშისა, სახელმწიფოებს ასევე გააჩნიათ სამხედრო-საზღვაო და სავაჭრო-კომერციული დროშები (გამოიყენება გემებზე). ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, სამივე მიზნით გამოიყენება ერთი მთავარი დროშა.
საკუთარი დროშები გააჩნია არა მარტო სახელმწიფოებს, არამედ ოლქებს და რეგიონებს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგ. გაერო), კომერციულ კომპანიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს (მაგ. პაციფისტები) და ენებს (მაგ. ესპერანტო). დროშა გააჩნია თავად ვექსილოლოგიის ასოციაციას (ინგლ. FIAV).
გემებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ სასიგნალო დროშებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: დროშა
- მსოფლიოს დროშა
- სახელმწიფო დროშა
- სამხედრო დროშა
- სამხედრო-საზღვაო დროშა
- ჰერალდიკა
- ვექსილოლოგია