ევროპა (კუნძული)
მშობ. სახელი: ფრანგ. Europa | |
---|---|
კუნძულის რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 22°20′44″ ს. გ. 40°21′57″ ა. გ. / 22.34556° ს. გ. 40.36583° ა. გ. |
ფართობი | 28 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 7 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
ევროპა (ფრანგ. Europa) — კუნძული მოზამბიკის სრუტეში, კუნძულ მადაგასკარსა და აფრიკის კონტინენტს შორის.
საფრანგეთმა ის ჩართო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში. მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი — 28 კმ², სანაპირო ზოლის სიგრძე — 22,2 კმ. კოორდინატები — 22° 20′ ს. გ., 40° 22′ ა. გ., მაგრამ უბეები ან ნავსაყუდლები მას არ გააჩნია, მხოლოდ არსებობს ღუზით გასაჩერებელი ადგილები ნაპირთან ახლოს. ყველა მხრიდან კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის პლაჟებით და სანაპირო რიფებით, რომელიც გამოყოფს ოკეანისგან წყალმეჩხერ ლაგუნას ფართობით 9 კმ². ლაგუნა და მისი ნაპირები დაფარულია მანგროს მცენარეულობით. მანგროს ტყეების გარდა, კუნძულზე არსებობს მშრალი ტყის მონაკვეთები, ბუჩქნარები, ხისებრი რძიანა, მლაშენიადაგიანი მდელოები, ასევე აგავის ყოფილი პლანტაციების ნარჩენები. აქა თუ იქ მცირე რაოდენობით იზრდება ქოქოსის პალმა.
კუნძული ევროპა გამოცხადებულია ბუნებრივ ნაკრძალად. კუნძულზე ბუდობენ ზღვის ფრინველები. კუნძული მწვანე ზღვის კუების (Chelonia mydas) გამრავლების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომლებიც კვერცხებს დებენ მის პლაჟებზე. აქ ასევე ცხოვრობს რამდენიმე ასეული აფრიკული თხა, რომლებიც კუნძულზე შემოიყვანეს XVIII საუკუნეში.
კუნძულის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, საერთოა კუნძულ ბასას-და-ინდიას ირგვლივ არსებულ ზონასთან, რომელიც მდებარეობს შორიახლოს ჩრდილო-დასავლეთით და შეადგენს 127 300 კმ²-ს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულმა სახელი მიიღო ბრიტანული გემი «ევროპასგან», რომელიც ესტუმრა მას 1774 წელს. კუნძული ეკუთვნის საფრანგეთ 1897 წლიდან, მაგრამ მადაგასკარი მას თვლის საკუთარ ტერიტორიად იმის საფუძველზე, რომ კუნძული ადმინისტრაციულად გამოყოფილი იყო ფრანგული კოლონია მადაგასკარიდან უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ. კუნძულზე არსებული ნანგრევები და საფლავები ამტკიცებენ მათი დასახლების უნაყოფო ცდებზე 1860-იან და 1920-იან წლებში.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული დაუსახლებელია; არავითარი ეკონომიკური აქტივობა აქ არ არსებობს. კუნძულს ხშირად სტუმრობენ მეცნიერები. მეტეოროლოგიური სადგური დღეისათვის მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. არსებობს გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი სიგრძით 1000 მეტრი. ხელსაყრელი ადგილი გემების მოსასვლელად აქ არ არსებობს. კუნძულზე განლაგებულია მცირე ფრანგული სამხედრო გარნიზონი რეიუნიონიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- World Wildlife Fund (WWF): Europa & Bassas da India Ecoregion, (2001) (ინგლისური)
- Europa დაარქივებული 2015-07-26 საიტზე Wayback Machine. sur le site officiel des TAAF