ენრიკე სანტოს დისეპოლო
ენრიკო სანტოს დისეპოლო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ენრიკო სანტოს დისეპოლო |
დაბ. თარიღი | 27 მარტი, 1901 |
დაბ. ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
გარდ. თარიღი | 23 დეკემბერი, 1951 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
დასაფლავებულია | Mausoleum of the Argentine Society of Authors and Composers |
ჟანრ(ებ)ი | ტანგო, მილონგა |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | პიანინო, ბანდონეონი |
აქტიური | 1920-იანები-1950 |
ლეიბლ(ებ)ი | El Bandoneon |
ენრიკე სანტოს დისეპოლო ვიკისაწყობში |
ენრიკო სანტოს დისეპოლო (დ. 27 მარტი, 1901, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 23 დეკემბერი, 1951, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ტანგოს და მილონგას მუსიკოსი და კომპოზიტორი. ავტორი ისეთი ცნობილი ტანგოსი როგორიცაა კამბალანჩე. თანამშრომლობდა თავისი დროის ცნობილ მომღერლებთან, მათ შორის კარლოს გარდენთან. ასევე მონაწილეობდა ფილმებში როგორც: რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისეპოლო დაიბადა ბუენოს-აირესში, 1901 წლის 27 მარტს. ხელოვნებამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა, ცდილობდა ეღვაწა თეატრში თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებით. საყოველთაო წარმატება მას ტანგომ მოუტანა. მისი უფროსი ძმა არმანდო დისცეპოლო ეწინააღმდეგებოდა ენრიკოს გადაწყვეტილებას.
შემოქმედებითი წარმატება მას 1928 წელს დაწერილმა Esta noche me emborracho-მ ("ამაღამ დავთვრები") მოუტანა. იმავე წელს მისი სიმღერა Que vachaché შეასრულა მომღერალმა ტიტა მერელომ, რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. ენრიკო ამავე წელს შეხვდა მისი ცხოვრების პარტნიორს ტანიას.
1935 წელს დაწერა სიმღერა კამბალანჩე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გახდა პოპულარული.
დისეპოლო გულის უეცარი შეტევით, 1951 წელის შობის ღამეს გარდაიცვალა.
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისეპოლო არ იყო სხვა ტანგოს მუსიკის ავტორებივით ნაყოფიელი (მაგალითად როგორც ენრიკო კადიკამო), თუმცა მისი სტილი ძალიან მრავალმხრივი იყო. ის წერდა როგორც ირონიულ და მორალისტურ ტექსტებს (მაგ.: "Que vachaché", "Yira... yira...", "Que sapa señor", "Cambalache"), ასევე რომანტიკულს (მაგ.: "Sueño de juventud") და სარკასტულს (მაგ.: "Justo el 31", "Chorra"), ეხსპრესიონისტულს (მაგ.:"Soy un arlequín", "Quién más, quién menos"), მგზნებარეს (მაგ.: "Confesión", "Canción desesperada") and nostalgic ones ("Uno", "Cafetín de Buenos Aires").
მისი ტანგოს ტექსტებში, ისევე როგორც სხვა ტანგოს მუსიკის მწერლების, ფართოდ გამოიყენება იმ დროსი დაბალი კლასის დიალექტი - ლუნფარდო.
რჩეული სიმღერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- " Infamia" ("infamy")
- Que vachaché ("Whatcha gonna do")
- Yira... yira... ("Go round... and round...")
- Que sapa señor ("What's up sir")
- Cambalache ("Junkshop")
- Sueño de juventud ("Dream of youth")
- Justo el 31 ("Right on the 31")
- Chorra ("She-Thief")
- Soy un arlequín ("I am a harlequin")
- Quién más, quién menos ("Who more, who less")
- Confesión ("Confession")
- Canción desesperada ("Desperate song")
- Uno ("One", in the figurative sense of "oneself")
- Cafetín de Buenos Aires ("Buenos Aires Cafe")
რჩეული ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისეპოლო იყო რამდენიმე ფილმის რეჟისორი და თანა-რეჟისორი:[1]
- ოთხი გული (1939)
- კაპრიჩოზა და მილონარია (1940)
- Un señor mucamo (1940)
- ვარსკვლავის სინათლით (En la luz de una estrella) (1941)
- მოჩვენებები ბუენოს-აირესში (1942)
- კანდიდა, წლის ქალი (1943)
- მარაო (1951)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Todo Tango) დაარქივებული 2017-06-28 საიტზე Wayback Machine.
- Brief biography and some lyrics დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- ენრიკე სანტოს დისეპოლო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ენრიკე სანტოს დისეპოლო AllMusic-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Enrique Santos Discépolo. IMDb. ციტირების თარიღი: 2014-06-06.