ზანზიბარის არქიპელაგი
მშობ. სახელი: Funguvisiwa ya Zanzibar | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 06°08′03″ ს. გ. 39°18′59″ ა. გ. / 6.13417° ს. გ. 39.31639° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 75 |
მთავარი კუნძული | ზანზიბარი |
ფართობი | 2654 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 135 მ |
ავტონომია | ზანზიბარი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 303 569 (2012) |
სიმჭიდროვე | 491,17 ად. /კმ² |
ზანზიბარის არქიპელაგი (სუაჰ. Funguvisiwa ya Zanzibar, ინგლ. Zanzibar Archipelago) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ავტონომია ტანზანიის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე დიდი კუნძულებია: ზანზიბარი, პემბა და მაფია. არქიპელაგის ყველაზე დიდი ქალაქია — ზანზიბარი (კუნძულ ზანზიბარზე, 501 459 მოსახლე[1] (2012 წელი)). კლიმატი თბილი და საკმაოდ ნოტიოა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიოცენამდე არქიპელაგი წარმოადგენდა აფრიკის კონტინენტის ნაწილს. პირველი გამოკვეთილი ცნობები მის შესახებ ჩნდება X საუკუნეში, როდესაც აქ მოვიდნენ სპარსელები შირაზიდან. ადგილობრივი მაცხოვრებლები დღემდე საკუთარ თავს ეძახიან «შირაზის», თუმცა სპარსი დასახლებულები საკმაოდ მალე შეერივნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებში. ეს მათ მოიტანეს ზანზიბარში ისლამი. დღეისათვის მუსულმანები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 88 %-ს, დანარჩენები — ადგილობრივი აფრიკული კულტების თაყვანისმცემლები და ქრისტიანებია.
შუა საუკუნეებში ზანზიბარზე გავრცელდა ტყვეებით ვაჭრობა, რომლებსაც იჭერდნენ აფრიკის ჯუნგლებში. დროთა განმავლობაში მონებით ვაჭრობა ხელთ იგდეს ომანელმა ვაჭრებმა, რომლებმაც შეადგინეს ადგილობრივი არისტოკრატიის ბირთვი. XVI საუკუნეში ზანზიბარი შედიოდა პორტუგალიის კოლონიალური სამფლობელოების შემადგენლობაში, მომბასასა და ორმუზთან ერთად. XVII საუკუნის შუაში ომანელმა არაბებმა გადაიტანეს დარტყმა, რომელიც მათ მიაყენა ევროპელი კოლონიზატორების გამოჩენამ და დაიწყეს მათი გამოდევნა ინდოეთის ოკეანის დასავლეთი ნაწილიდან. თუმცა, ზანზიბარზე სულთანის ხელისუფლება ჯერ კიდევ დიდი ხანი რჩებოდა ნომინალური.
ზანზიბარის სასულთნო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1853 წლისთვის ომანის სულთანებიდან ყველაზე უძლიერესმა — საიდ იბნ სულთანმა, დაამყარა კონტროლი აფრიკის სანაპიროების მნიშვნელოვან რაიონებზე და გადაიტანა თავისი დედაქალაქი მასკატიდან ზანზიბარზე. კუნძული ადიოდა ახალ სიმაღლეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო სპილოს ძვალზე და მონებზე გაზრდილ მოთხოვნებზე — საქონელზე, რომლებიც შემოდიოდა ადგილობრივ ბაზარზე აფრიკიდან. სულთანის დროს ზანზიბარზე მიმდინარეობდა ფართე მშენებლობა; კუნძულის არქიტექტურული ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
1861 წელს ზანზიბარის სასულთნო გამოეყო ომანის სასულთნოს, ხოლო 1890 წელს ის გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი.
1964 წლის დასაწყისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადასცა ზანზიბარი არაბეთის სულთანს, და უკვე ერთი კვირის შემდეგ ზანზიბარი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ბრიტანელების წასვლის შემდეგ კუნძულზე დაიწყო აჯანყება: შავკანიანებმა არ მოინდომეს მომავალშიც დარჩენილიყვნენ არაბების ხელქვეითებად და ჩამოაგდეს ისინი. რევოლუციას თან მოჰყვა არაბების, ინდოელების და ევროპელების მკვლელობა.
ზანზიბარი ტანზანიის შემადგენლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1964 წელს ზანზიბარის და ტანგანიიკის ხელისუფლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანი სახელმწიფოს — ტანზანიის (სახელწოდება სიტყვების — «ტანგანიიკა» და «ზანზიბარი» კომბინაციაა) შექმნის შესახებ.
ზანზიბარის არქიპელაგი ნახევრადავტონომიაა ტანზანიის შემადგენლობაში ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ ზანზიბარში. 2005 წლიდან ზანზიბარს აქვს საკუთარი დროშა, პარლამენტი, ასევე არსებობს საკუთარი პრეზიდენტი. 2010 წლის 3 ნოემბრიდან ალი მოჰამედ შეინი.