იენ სომერჰოლდერი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
იენ სომერჰოლდერი | |
---|---|
დაბადების სახელი | იენ ჯოსეფ სომერჰოლდერი |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1978 კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ |
აქტიური | 1997 - დღემდე |
იენ ჯოსეფ სომერჰოლდერი (დ. 8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები და როგორც დეიმონ სალვატორეს სერიალიდან "ვამპირის დღიურები".
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, მასაჟისტ-თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰოლდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰოლდერი და ძმა ბობ სომერჰოლდერი.
მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იენი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.
2009 წელს იენმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.
2009 წლის ივნისში იენი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის იანვრიდან იენი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.
2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
2011-2013 წლებში სომერჰოლდერი ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც 2009 წელს გაიცნო ვამპირის დღიურების გადაღებებზე. იენ სომერჰოლდერი 2015 წლის 26 აპრილიდან ქორწინებაშია ნიკი რიდთან. 2017 წელს მათ ეყოლათ გოგონა.[1]
ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი თავის კოლეგებთან Candice Accola-თან და Michael Trevino-თან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Project, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.
იენმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იენ სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | გმირი |
---|---|---|
1998 | Celebrity | დაუზუსტებელი |
2001 | Life as a House | ჯოში |
2002 | Changing Hearts | ჯეისონ კილი |
2002 | The Rules of Attraction | პოლ დინტონი |
2004 | In Enemy Hands | U.S.S. Swordfish დენი მილერი |
2004 | The Old Man and the Studio | მეთი |
2006 | National Lampoon's TV: The Movie | დაუზუსტებელი |
2006 | Pulse | დექსტერი |
2006 | The Sensation of Sight | დრიფტერი |
2008 | The Lost Samarian | უილიამ არჩერი |
2009 | Wake | ტაილერი |
2009 | The Tournament | მაილს სლეიდი |
2010 | How to Make Love to a Woman | დენიელ მელზერი |
2013 | Caught On Tape | ოფიცერი ლევისი |
2013 | Time Framed | შავი აგენტი |
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | გმირი | შენიშვნები |
---|---|---|---|
1997 | The Big Easy | ა.ქ. | 1 ეპიზოდი:The Black Bag |
1999 | Now and Again | ბრაიანი | 1 ეპიზოდი:A Girl's Life |
2000 | Young Americans | ჰემილტონ ფლემინგი | ქასთის წევრი, მთლიანად 8 ეპიზოდი |
2001 | Anatomy of a Hate Crime | რასელ ჰენდერსენი | სატელევიზიო ფილმი |
2002 | CSI: Crime Scene Investigation | ტონი დელ ნეგრო | 1 ეპიზოდი:Revenge Is Best Served Cold" |
2002 | Low & Order: Special Victims Unit | ჩარლი ბეიკერი | 1 ეპიზოდი:"Dominance" |
2003 | CSI: Miami | რიკი მერდოკი | 1 ეპიზოდი:"The Best Defense" მეორე სეზონის მეხუთე ეპიზოდი. |
2004 | Fearless | ჯორდან გრეისი | გაუყიდავი სატელევიზიო პილოტი |
2004 | Smallville | ადამ ნაითი | 6 ეპიზოდი. მესამე სეზონი:"Asylum", "Delete", "Hereafter", "Velocity", "Obsession", "Crisis" |
2007 | Marco Polo | მარკო პოლო | სატელევიზიო ფილმი |
2007 | Tell Me You Love Me | ნიკი | 6 ეპიზოდი |
2008 | Lost City Raiders | ჯეკ კუბიაკი | სატელევიზიო ფილმი |
2009 | Fireball | ლი კუპერი | სატელევიზიო ფილმი |
2004-2010 | დაკარგულები | ბუნ კარლაილი | ქასთის წევრი, 30 ეპიზოდი |
2009-2017 | ვამპირის დღიურები | დეიმონ სალვატორი | მთავარი როლი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fisher, Kendall (August 10, 2017). „Nikki Reed Gives Birth To Baby Girl With Ian Somerhalder“. Eonline.com. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|