კრაბის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
კრაბის პროვინცია ტაი. กระบี่ | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Krabi | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Krabi, Khao Phanom, Ko Lanta, Khlong Thom, Ao Luek, Plai Phraya, Lam Thap და Nuea Khlong | ||||
კოორდინატები | 8°03′28″ ჩ. გ. 98°55′01″ ა. გ. / 8.05778° ჩ. გ. 98.91694° ა. გ. | ||||
ფართობი | 4 709 კმ² | ||||
მოსახლეობა | 473 738 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 101 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 075 | ||||
საფოსტო ინდექსი | 81 | ||||
ოფიციალური საიტი | sisaket.go.th | ||||
კრაბის პროვინცია ( ტაი. กระบี่) — ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, ანდამანის ზღვის სანაპიროზე მდებარე პროვინცია (ჩანგვატი). [1] მისი მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ფანგ ნგა, სურატ თანი, ნახონ სი თამარატი და ტრანგი . ფუკეტის პროვინცია ფანგ ნგას ყურის მეორე მხარეს მდებარეობს. პროვინციის დედაქალაქი მცირე ქალაქი კრაბია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციაში მდებარეობს მარტოხელა კირქვის მწვერვალები, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში. ალპინისტები მოგზაურობენ ტონ საიის სანაპიროზე და რეილაის სანაპიროზე აქ მდებარე კლდეების დასალაშქრად. ქრაბის პლაჟები მეტწილად ფრა ნანგის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. პროვინციის 154 კუნძულიდან ყველაზე ცნობილია კო ფი პი ლე. სწორედ აქ გადაიღეს ფილმი ,,სანაპირო" (The Beach) . სხვა ცნობილი კუნძულებია კო ფი ფი დონი, ფი ფი კუნძულების ნაწილი და კო ლანტა, რომელიც უფრო დიდი კუნძულია სამხრეთით. სანაპირო ძლიერ დაზიანდა 2004 წლის 26 დეკემბრის ცუნამის შედეგად.
კრაბის კირქვის გორაკები უამრავ გამოქვაბულს ქმნის, რომელთა უმეტესობას სტალაქტიტები და სტალაგმიტები ახასიათებს. თამ ჩაო ლე და თამ ფი ჰუა ტო (ორივე აო ლუეკის რაიონში მდებარეობს), მოიცავს პრეისტორიულ კლდეებს, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, ცხოველები და გეომეტრიული ფორმები. 1986 წელს ლენგ რონგ რიენის გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 40 000 წლის ადამიანის ნიმუშები: ქვის იარაღები, ჭურჭელი და ძვლები. ეს არის სამხრეთ აზიაში ადამიანის არსებობის ერთ-ერთი უძველესი კვალი.[2]
კრაბის სოფლის მეურნეობის დარგებიდან დომინირებს რეზინისა და პალმის ზეთის წარმოებით. მხოლოდ პალმის პლანტაციებს 980 000 რაი (1,568 კვადრატული კილომეტრი) ფართობი უჭირავს, პროვინციის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 52 პროცენტი.[3] პალმის ზეთი და რეზინი კრაბის კულტივირებული ფართობის 95 პროცენტს მოიცავს.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1200 წელს, კრაბი იყო ლიგრის სამეფოს შემადგენელი, აქ მდებარეობდა ქალაქი კრას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც დღეს უკეთ ცნობილია როგორც ნახონ სი თამარატი. თანამედროვე დროში კრაბს მართავდნენ ნახონ სი თამარატიდან, თუნდაც 1872 წლის შემდეგ, როდესაც მეფე ჩულალონგკორნმა კრაბის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1875 წელს იგი ბანგკოკის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა და გახდა პროვინცია. 1900 წელს გუბერნატორმა გადაიტანა პროვინციის ადგილსამყოფელი ბან თალად კაოდან მის ამჟამინდელ ადგილას, მდინარე კრაბის პირას.
ითვლება, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება სიტყვა ,,კრაბი"-დან მიიღო, რაც ნიშნავს ,,მახვილს". ეს შეიძლება გამომდინარეობდეს ლეგენდიდან, რომ უძველესი ხმალი ქალაქის დაარსებისას აღმოაჩინეს.[5]
სიმბოლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის გერბზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები ინდოეთის ოკეანისა და ხაო ფანომის ბენჩას მთის წინ, რომელიც ზღვის დონიდან 1397 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და პროვინციის ყველაზე მაღალი მთაა. [6]
პროვინციული ლოზუნგია:,,”კრაბი, საცხოვრებელი ქალაქი, მეგობრული ხალხი”. [6]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაბი იყოფა რვა ოლქად ( ამფო ), რომლებიც შემდგომი იყოფა 53 ქვე-ოლქად ( ტამბიონი ) და 374 სოფლად ( მუბანი ).
რუქა | ნომერი | სახელი | ტაილანდური |
---|---|---|---|
1 | მუეანგ კრაბი | กระบี่ | |
2 | ხაო ფანომი | เขาพนม | |
3 | კო ლანტა | เกาะลันตา | |
4 | ხლონგ ტომ | คลองท่อม | |
5 | აო ლუეკი | อ่าวลึก | |
6 | პლაი ფრაია | ปลายพระยา | |
7 | ლამ თაპი | ทับ | |
8 | ნუეა ხლონგი | คลอง |
მოსახლეობა და კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაბის მოსახლეობაში შედიან ბუდისტები, ტაი-ჩინელები, მოკენი (ზღვის ბოშები) და მუსლიმები. მოსახლეობა ყველაზე ხშირია სანაპირო ზოლში ნუეა ხლონგის რაიონში და კრაბის რაიონში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 150 ადამიანია. ყველაზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული ადგილია შიდა ხაო – ფანომის რაიონი, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე 61 ადამიანი ცხოვრობს. ბუდიზმი ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიაა (66 პროცენტი), რასაც მოსდევს ისლამი (33 პროცენტი). კრაბიზე მცირედ იმოქმედა მუსლიმთა მებრძოლთა აჯანყებამ, რომელიც 2003 წლიდან აწუხებს ტაილანდის სამხრეთ პროვინციებს. ტრადიციულად კრაბის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით იყო განთქმული, რადგან პროვინცია მდიდარია რეზინის, პალმის ზეთისა და ფორთოხლით. ბოლო წლებში ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. [4] :7
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და, გარკვეულწილად, თევზაობა წარმოადგენს კრაბის ეკონომიკის ხერხემალს. [4] რეზინის პროვინციის ძირითადი შემოსავლიანი კულტურაა, რასაც მოსდევს პალმის ზეთი. ტაილანდის პალმის ზეთის პროდუქტების უდიდესი მწარმოებლის, Univanich Palm Oil PCL-ის, სათაო ოფისი მდებარეობს კრაბიში. მასში დასაქმებულია 1000 ადამიანი. [7]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრაბის პროვინცია მეხუთე ადგილს იკავებს ტაილანდის ტურიზმის შემოსავლით, სადაც ყოველწლიურად ექვსი მილიონი ტურისტი ჩადის. მხოლოდ ბანგკოკი, პუკეტი, ჩონბური და ჩიანგ მაი გამოიმუშავებენ ტურიზმით მეტს, ვიდრე კრაბი. ტურისტების უდიდესი ნაწილი პროვინციაში ნოემბრიდან აპრილამდე ჩადის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა პროგრამა ,,კრაბი 365 დღე", რაც დამთვალიერებლების სხვა სეზონზე მოზიდვას გულისხმობს. მაისიდან ოქტომბრმდე პერიოდს ,,მწვანე სეზონი" ეწოდა, ნაწილობრივ სეზონური წვიმების გამო. ტურიზმის შემოსავალი ყოველწლიურად საშუალოდ რვა პროცენტით იზრდება. 2018 წელს, ტურიზმის შემოსავალი, 100 მილიარდი ბატი იყო, 2017 წელს კი 96 მილიარდი. მთავარი ვიზიტორები არიან ჩინელები და მალაიზიელები. ვიზიტორების სია, რომელიც ეროვნებების მიხედვით არის შექმნილი ხუთეულში მოიცავს სკანდინავიელებს. ტაილანდის ტურიზმის ორგანოს (TAT) მონაცემებით, 2018 წლისთვის პროვინციაში 460 სასტუმროა, 200 – მდე დამატებითი სასტუმრო ლიცენზირების პროცესშია, 200 კი წინასწარი განხილვის ეტაპზეა.[8]
2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანმრთელობა | Განათლება | დასაქმება | შემოსავალი |
36 | 60 | 69 | 42 |
საცხოვრებელი | ოჯახი | ტრანსპორტი | Მონაწილეობა |
64 | 51 | 23 | 41 |
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[9]
რანგი | კლასიფიკაცია |
1 - 15 | ,,მაღალი" |
16 - 30 | ,,გარკვეულწილად მაღალი" |
31 - 45 | ,,საშუალო" |
45 - 60 | ,,გარკვეულწილად დაბალი" |
61 - 77 | ,,დაბალი" |
ეროვნული პარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰათ- ბოფჰარათ- თჰარა- მუ- კო- ფი- ფის ეროვნული პარკი არის საზღვაო ეროვნული პარკი.[10] ის დაარსდა 1983 წელს, ეს არის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის II კატეგორიის დაცული ტერიტორია, მარჯანი რიფებით, რომლის ფართობია 287.9 კვადრატული კილომეტრი. [11]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჰატ ნოპფარატ თარა- მუ კო ფი ფის ეროვნული პარკი
-
მაიას ყურე
-
მუ კო ლანტას ეროვნული პარკი
-
მუ კო ლანტას ეროვნული პარკი
-
კო ლანტა
-
ზვიგენი ფი ფის კუნძულის მიმდებარედ
-
ფიჰ ლეკის კუნძული
-
კო ნაგაი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Krabi Province, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- პროვინციული ვებ – გვერდი დაარქივებული 2020-02-27 საიტზე Wayback Machine. (in Thai)
- ოქროს საიუბილეო ქსელის პროვინციის სახელმძღვანელო დაარქივებული 2014-10-25 საიტზე Wayback Machine. Archived
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Andaman Sea. ციტირების თარიღი: 2018-12-15.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Atthakor, Ploenpote (20 August 2016)."Govt needs to get fired up over renewables". Bangkok Post. Retrieved 20 August 2016.
- ↑ 4.0 4.1 4.2 World Wildlife Fund Greater Mekong Program (WWF-GMP); South East Asian-Global Change System for Analysis, Research and Training organisation (SEA-START) (December 2008) Climate Change Impacts in Krabi Province, Thailand. A study of environmental, social, and economic challenges. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ დაარქივებული ასლი thai. srikrabi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-30. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
- ↑ 6.0 6.1 Symbol of Krabi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 26 May 2015.
- ↑ Products. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
- ↑ Wiriyapong, Nareerat (5 June 2018). "Krabi pushes off-season arrivals". Bangkok Post. Retrieved 5 June 2018.
- ↑ Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1
- ↑ Conserving biological diversity: a strategy for protected areas in the Asia-Pacific region. ციტირების თარიღი: October 1, 2011.
- ↑ Hat Noppharat Thara - Mu Ko Phi Phi National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 January 2016.