მეწამული ბილწასოკო
მეწამული ბილწასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita porphyria Alb. & Schwein., 1805 | |||||||||||||||
|
მეწამული ბილწასოკო (ლათ. Amanita porphyria) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.
არასაჭმელ სოკოდ ითვლება. ახასიათებს არასასიამოვნო სუნი და გემო. უმად მიღების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს ბევრად უფრო შხამიან სოკოებში, მაგალითისთვის როგორიცაა თავჭედილა.[1]
სოკო პირველად აღწერეს გერმანელმა მიკოლოგებმა ლუის დეივიდ შვაინიცმა და იოჰანეს ბაპტისტა ფონ ალბერტინიმ 1805 წელს როგორც Amanita porphyria.
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus porphyrius (Alb. & Schwein.) Fr. 1821
- Agaricus recutitus Fr. 1838
- Amanita recutita (Fr.) Gillet 1874
- Amanitina porphyria (Alb. & Schwein.) E.-J. Gilbert, in Bresadola 1941
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 5-9 სმ, თავდაპირველად ზარისებრია, შემდგომში — გაშლილი, ნაცრისფერი, ყავისფერ-ნაცრისფერი ან მონაცრისფრო-მეწამული. დაფარულია აბრეშუმისებრი ბოჭკოებით და ზოგჯერ საერთო საბურველის ნარჩენებით. კიდეები სადა, ღარების გარეშე.
რბილობი — თხელხორციანი, თეთრი, უმი კარტოფილის სუნითა[2][3] და ბოლოკის მსგავსი გემოთი.[2][4]
ფეხის სიგრძე — 8-13 სმ, სისქე — 1-2 სმ, გლუვი, თეთრი ან ღია ყვითელი, ზოგჯერ ქუდის ფერი. ცილინდრული, ძირში ბოლქვისებრი, ჩამჯდარია ნახევრად თავისუფალ, ოდნავ დანაკვთულ თეთრ ვოლვაში.[5] საყელო სადაა, თეთრი, მოყვითალო ან ნაცრისფერი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი ან სუსტად შეზრდილი, რბილი, ხშირი, თეთრი ფერის.
სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — 9 მკმ, თითქმის მომრგვალებული, ამილოიდური.[4]
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, განსაკუთრებით სკანდინავიაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას. დაფიქსირებულია ავსტრალიაშიც.[6]
იზრდება ღარიბ, მჟავე ნიადაგზე, უპირატესად წიწვოვან ტყეებში[7] (ნაძვი, ფიჭვი), იშვიათად ფოთლოვან ტყეებში (მუხა, წიფელი, არყი). მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Amanita spissa var. excelsa
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდნავ შხამიანია. უმად მიღების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება ბუფოტენინს, რომელიც ასწრაფებს სისხლის მიმოქცევას და გააჩნია ჰალუცინოგენური ეფექტი. სოკოს თერმულად დამუშავების შემდეგ მასში არსებული ტოქსინი იშლება,[8] მიუხედავად ამისა სოკო არ კარგავს უსიამოვნო სუნსა და გემოს და ამიტომაც არასაჭმელ სოკოდ ითვლება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 24. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 151. — ISBN 5-17-020333-0.
- Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 20. — ISBN 5-271-05827-1.
- Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მეწამული ბილწასოკო“ ვიკისაწყობში.
- მეწამული ბილწასოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- მეწამული ბილწასოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 33. ISBN 978-1-55407-651-2.
- ↑ 2.0 2.1 Bon, Marcel (1987). The Mushrooms and Toadstools of Britain and North-Western Europe. Hodder & Stoughton, გვ. 298. ISBN 0-340-39935-X.
- ↑ (2018) Funga Nordica Agaricoid, boletoid, clavarioid, cyphelloid and gasteroid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 383. ISBN 978-87-983961-3-0.
- ↑ 4.0 4.1 (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 296. ISBN 978-2-7011-8289-6.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 137, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Amanita porphyria Alb. & Schwein.. Atlas of Living Australia. Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation (CSIRO). ციტირების თარიღი: 2020-04-13
- ↑ MushroomEXpert. ციტირების თარიღი: 2013-03-04.
- ↑ Toxicitate. 123pilze.de. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2021.