ნოსი-ბე
მშობ. სახელი: მალაგ. Nosy Be | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 13°19′00″ ს. გ. 48°15′00″ ა. გ. / 13.31667° ს. გ. 48.25000° ა. გ. |
ფართობი | 312 კმ² |
სიგრძე | 26 კმ |
სიგანე | 20 კმ |
უმაღლესი წერტილი | 450 მ |
პროვინცია | ანცირანანის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 73 010 ად. (2013) |
სიმჭიდროვე | 234,01 ად. /კმ² |
ნოსი-ბე (მალაგ. Nosy Be, თარგმანში — «დიდი კუნძული») — კუნძული მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ადმინისტრაციულად შედის ანცირანანის პროვინციაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი — 312 კმ², ეს არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 26 კმ-ს, ხოლო სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 20 კმ-ს. გეოლოგიურად წარმოადგენს ვულკანურ წარმონაქმნს[1], რომლის უმაღლესი წერტილი იმყოფება ზღვის დონიდან 450 მ სიმაღლეზე. მდებარეობს მადაგასკარიდან 8 კმ-ში.
კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია ლუკუბეს რეზერვატი. კუნძულის ბინადრები არიან — შავი ლემური (Eulemur macaco), პანტერისმსგავსი ქამელეონი-ფურციფერი (Furcifer pardalis)[2], ასევე კუნძულის ენდემები — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქამელეონი — Brookesia minima და მსოფლიოში ყველაზე პატარა ბაყაყი — Stumpffia pygmaea, რომელიც ასევე გვხვდება მეზობელ ნოსი-კომბას კუნძულზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გარდა, კუნძულზე მდებარეობს მაროდოკა — ნანგრევები ოკეანის სანაპიროზე. ითვლება, რომ ეს XVII-XVIII საუკუნეების შენობების ნარჩენებია, რომლებიც გემის ჩაძირვას გადარჩენილი ინდოელი ზღვაოსნების აშენებულია. ანდუანიში შენარჩუნებულია 1855 წელს აშენებული ძველი ციხე და კოლონიალური ფრანგული კვარტალი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა — 73 010 ადამიანი (2013 წელი), მათგან დაახლოებით 30 ათასი ცხოვრობს ქალაქ ანდოანიში.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული ნოსი-ბე — ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მონახულებადი ადგილია მადაგასკარზე. კუნძულზე მოქმედებს აეროპორტი ფასენი, რისი მეშვეობითაც აქ ჩამოდის ტურისტების დიდი ნაწილი. კუნძულზე ასევე ჩამოსვლა შეიძლება ნავებით ანკიფიდან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Global Volcanism Program. Nosy-Be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2015-09-15.
- ↑ Tim Flannery and Peter Schouten, Astonishing Animals: Extraordinary Creatures and the Fantastic Worlds They Inhabit. New York: Atlantic Monthly Press, 2004. Page 126—127