პრაღის გაზაფხული
პრაღის გაზაფხული ეწოდება ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებს. „პრაღის გაზაფხული“ წარმოადგენდა ამ ქვეყანაში პირველ ცდას, მიეცათ სოციალიზმისათვის ადამიანური სახე. იმ დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობას და მის გამოსვლას ვარშავის ხელშეკრულებიდან უბიძგებდა სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისაკენ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერნაციონალური დახმარების საფარქვეშ 1968 წლის 21 აგვისტოს შეეყვანა თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. 1956 წლის უნგრეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.
,,პრაღის გაზაფხულის“ გაკვეთილები დღესაც წარმოადგენს ამ მოვლენებში ჩართული სხვადასხვა ქვეყნების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Think Quest დაარქივებული 2006-06-28 საიტზე Wayback Machine. – The Prague Spring 1968
- Radio Free Europe – A Chronology Of Events Leading To The 1968 Invasion
- Prague Life – More information on the Prague Spring
- The Prague Spring, 40 Years On დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine. – slideshow by The First Post
- Victims of the Invasion – A list of victims from the Warsaw Pact Invasion with method of death