შინაარსზე გადასვლა

რადიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადიუმი
88Ra
[226]
7s2
რადიუმი, 88Ra
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ბზინვარე ლითონი
მასური რიცხვი 226
რადიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Ba

Ra

(Ubn)
ფრანციუმირადიუმიაქტინიუმი
ატომური ნომერი (Z) 88
ჯგუფი 2 ჯგუფი (ტუტემიწა ლითონები)
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი s-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 18, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
700 °C ​(973 K, ​​1292 °F)
დუღილის
ტემპერატურა
1737 °C ​(2010 K, ​​3159 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 5.5 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 8.5 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 113 კჯ/მოლი
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 819 906 1037 1209 1446 1799
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი +2
ელექტროდული პოტენციალი −2.916
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 0.9
იონიზაციის ენერგია
  • 1: 509.3 კჯ/მოლ
  • 2: 979.0 კჯ/მოლ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 221±2 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+2e) 143 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 283 პმ
მოლური მოცულობა 45.0 სმ3/მოლი

რადიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება დაშლის შედეგად
მესრის სტრუქტურა კუბური მოცულობაცენტრირებული
მესრის პერიოდი 5.148 Å
ხვედრითი თბოტევადობა 29.3 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 18.6 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი არამაგნეტიკი
CAS ნომერი 7440-14-4
ისტორია
აღმომჩენია პიერ და მარი კიურებმა (1898)
პირველი მიმღებია მარი კიური (1910)
რადიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
223Ra კვალი 11.43 დღ-ღ α 219Rn
224Ra კვალი 3.6319 დღ-ღ α 220Rn
225Ra კვალი 14.9 დღ-ღ β 225Ac
226Ra კვალი 1599 წ α 222Rn
228Ra კვალი 5.75 წ β 228Ac

რადიუმი[1][2] (ლათ. Radium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მეორე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეორე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, IIა) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 88, tდნ — 700.0 °C, tდუღ — 1737 °C, სიმკვრივე — 5.5 გ/სმ3, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ბზინვარე ლითონი. ცნობილია რადიუმის იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვებია: 213, 215, 219-230. ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობისაა α-რადიოაქტიური (T1/2≈1600 წ). ბუნებაში, როგორც ბუნებრივი რადიოაქტიური მწკრივის წევრები, გვხდება შემდეგი ელემენტები: (იზოტოპის სპეციალური სახელწოდებაა აქტინიუმ-იქსი, სიმბოლო AcX), (თორიუმ-იქსი, ThX), და (მეზოთორიუმი-I, MsThI). რადიუმი ტუტემიწა ლითონია, რომელიც ჰაერზე სწრაფად ფერმკრთალდება. ხასიათდება მაღალი ქიმიური აქტივობით.

ფრანგმა მეცნიერებმა პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს, რომ ურანის მადნიდან (ნასტურანი) რომელსაც ჩეხეთის ქალაქ იახიმოვში მოიპოვებდნენ, ურანის გამოყოფის შემდეგ, ნარჩენები უფრო რადიოაქტიური იყო, ვიდრე სუფთა ურანი. ამ ნარჩენებიდან ცოლ-ქმარ კიურებმა რამდენიმე წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ გამოჰყვეს ორი ძლიერ რადიოაქტიური ელემენტი: პოლონიუმი და რადიუმი. პირველი შეტყობინება რადიუმის აღმოჩენის შესახებ (ბარიუმთან ნაერთში) კიურებმა გააკეთეს 1898 წლის 26 დეკემბერს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1910 კიურებმა და ანდრე-ლუი დებერნიმ რადიუმის ქლორიდის ვერცხლისწყლის კათოდით ელექტროლიზის მეშვეობით გამოყვეს სუფთა რადიუმი შემდგომი დისტილაციიტ წყალბადში. გამოყოფილი ელემენტი წარმოადგენდა, როგორც ახლა ცნობილია, რადიუმ-226 იზოტოპს, ურან-238-ის დაშლის პროდუქტს. რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისათვის კიურებმა ნობელის პრემია მიიღეს. რადიუმი მიიღება იზოტოპ ურან-238-ის რადიოაქტიური მრავალი შუალედური დაშლით ამიტომ უმნიშვნელო რაოდენობით არის ურანის მადანში.

ბევრმა რადიონუკლიდმა, რომლებიც წარმოიქმნებიან რადიუმის რადიოაქტიური დაშლისას, სანამ მათი ქიმიური იდენტიფიკაცია იქნებოდა შესაძლებელი, მიიღეს სახელწოდება რადიუმ А, რადიუმ B, რადიუმ C და ა.შ. თუმცა ახლა ცნობილია, რომ ისინი წარმოადგენენ სხვა ქიმიური ელემენტების იზოტოპებს, მათი ისტორიულად შემდგარ სახელწოდებებს ტრადიციულად ზოგჯერ გამოიყენებენ:

იზოტოპი
რადუმის ემანაცია 222Rn
რადიუმ A 218Po
რადიუმ B 214Pb
რადიუმ C 214Bi
რადიუმ C1 214Po
რადიუმ C2 210Tl
რადიუმ D 210Pb
რადიუმ E 210Bi
რადიუმ F 210Po

კიურების პატივსაცემად რადიოაქტიურობის არასისტემური გამზომილება კიური ეფუძნება 1 გრამი რადიუმ-226-ის აქტიურობას: 3,7×1010 დაშლა წამში, ანუ 37 გბეკ.

სახელწოდების წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება «რადიუმი» დაკავშირებულია მისი ბირთვის გამოსხივებასთან Ra (ლათ. radius — სხივი).

რადიუმი საკმაოდ იშვიათია. აღმოჩენიდან დღემდე დაახლოებით 100 წელი გავიდა - და მსოფლიოში სულ მოპოვებულია 1,5 კგ სუფთა რადიუმი. ურანის ერთი ტონა მადანი, საიდანაც კიურებმა მიიღეს რადიუმი, შეიცავს მიახლოებით 0,0001 გრ რადიუმ-226-ს. ბუნებრივი რადიუმი მთლიანად რადიოგენურია — წარმოიქმნება ურან-238-ის ურან-235-ის ან თორიუმ-232-ის დაშლისას; ბუნებაში ნაპოვნი ოთხ იზოტოპს შორის ყველაზე გავრცელებული და ხანგრძლივად მცხოვრები იზოტოპია რადიუმ-226 (ნახევარდაშლის პერიოდია - 1602 წელი), რომელიც შედის ურან-238-ის რადიოაქტიურ რიგში. ბუნებაში ყოველ სამ მილიონ ურანის ატომზე მოდის რადიუმის ერთი ატომი ან 1,02 მკრ/ტ (კლარკი დედამიწის ქერქში).

რადიუმის ყველა ბუნებრივი იზოტპი მოყვანილია ცხრილში:

იზოტოპის ისტორიული სახელწოდება ოჯახი ნახევარდაშლის პერიოდი დაშლის ტიპი შვილობილი იზოტოპი (ისტორიული სახელი)
რადიუმ-223 აქტინიუმ Х (AcX) ურან-235-ის რიგი 11,435 დღე α რადონ-219 (აქტინონი, An)
რადიუმ-224 თორიუმ Х (ThX) თორიუმ-232-ის რიგი 3,66 დღე α რადონ-220 (ტორონი, Tn)
რადიუმ-226 რადიუმი (Ra) ურან-238-ის რიგი 1602 წელი α რადონ-222 (რადონი, Rn)
რადიუმ-228 მეზოტორიუმი I (MsTh1) თორიუმ-232-ის რიგი 5,75 წელი β აქტინიუმ-228 (მეზოტორიუმი II, MsTh2)

რადიუმის გეოქიმია ბევრად განისაზღვრება ურანის მიგრაციის და კონცენტრაციის თავისებურებებით, ასევე თითონ რადიუმის ქიმიური თვისებებით — არის აქტიური ტუტემიწა ლითონი. რადიუმის კონცენტრაციის ხელშემწყობი პროცესებს შორის აღსანიშნავია უპირველეს ყოვლისა ფორმირება გექიმიური ბარიერების მცირე სიღრმეებში, სადაც კონცენტრირდება რადიუმი. ასეთი ბარიერები შეიძლება იყოს, მაგალითად, სულფატური ბარიერები ჟანგვის ზონებში. ქვემოდან ამომავალი ქლორიდულ გოგირდწყალბადიანი რადიუმშემცველი წყლები ჟანგვის ზონებში ხდება სულფატური, რადიუმი ილექება BaSO4 და CaSО4-თან ერთად, სადაც ის ხდება პრაქტიკულად უხსნადი რადონის მუდმივ წყაროდ. ურანის ძლიერი მიგრაციულობის გამო და მისი კომცენტრირების შესაძლებლობის გამო, ფორმირდება ურანის სხვადასხვა ტიპის მადნები ჰიდროთერმებში, ნახშირებში, ბითუმებში, ნახშიროვან ფიქალებში, ქვიშნარში, ტორფნარში, ფოსფორიტებში, თიხნარში. ნახშირის დაწვისას მური ნაცარი და წიდა მდიდრდებიან 226Ra. ასევე რადიუმის შემცველობა მომატებულია ფოსფატოვან ქანებში.

ურანისა და თორიუმის დაშლის შედეგად და ნავთობის შემცველ ქანებში მათი გამოტუტებით ყოველთვის წარმოიქმნება რადიუმის რადიონუკლიდები. სტატიკურ მდგომარეობაში ნავთობი მდებარეობს ბუნებრივ ხაფანგებში, რადიუმის ურთიერთგაცვლა ნავთობსა და წყალს შორის არაა (გარდა კონტაქტის ზონებისა წყალი-ნავთობი) და შედეგად ნავთობში არის ჭარბი რადიუმი. საბადოების დამუშავებისას პლასტური და ჩატუმბული წყლები ინტენსიურად მიდიან ნავთობის პლასტებთა, სადაც წყალი-ნავთობის გამყოფი ზედაპირი მკვეთრად იზრდება და შედეგად რადიუმი გადადის ფილტრირების წყლებში. მომატებული სულფატ-იონების შემცველობის შემთხვევაში წყალში გახსნილი რადიუმი და ბარიუმი ილექებიან რადიობარიტის Ва(Ra)SО4 სახით, რომელიც შემდგომ ილექება მილების, არმატურების და რეზერვუარების ზედაპირებზე. წყალნავთობის ნარევის ზედაპირზე ტიპური მოცულობითი აქტიურიბა 226Rа და 228Rа-ის მიხედვით შეიძლება იყოს მიახლოებით 10 ბკ/ლ (შეესაბამება თხევად რადიოაქტიურ ნარჩენებს).

რადიუმის ძირითადი მასა მდებარეობს მთის ქანებში გაბნეულ მდგომარეობაში. რადიუმი — წარმოადგენს ტუტე და ტუტემიწა ქანწარმომქნელი ელემენტების ქიმიურ ანალოგს, რომლებისგანაც შედგება მინდვრის შპატი, რაც დედამიწის ქერქის მასის ნახევარზე მეტს შეადგენს. კალიუმიანი მინდვრის შპატები — წარმოადგენენ მთავარ ქანწარმომქმნელ მინერალებს მჟავა მაგმატურ ქანებში — გრანიტებში, სიენიტებში, გრანოდიორიტებში და სხვა. ცნობილია, რომ გრანიტებს აქვთ ბუნებრივი რადიოაქტიურობა რამდენადმე მაღალი ვიდრე ფონია, რაც გამოწვეულია მათში ურანის არსებობით. თუმცა ურანის კლარკი არ აღემატება 3 გრ/ტ, გრანიტებში მისი შემცველობა შეადგენს უკვე 25 გრ/ტ. მაგრამ თუ რადიუმის ანალოგი უფრო გავრცელებული ქიმიური ელემენტი ბარიუმი შედის საკმაოდ იშვიათი კალიუმ-ბარიუმიანი მინდვრის შპატების (გიალოფანი) შემადგენლობაში, ხოლო «სუფთა» ბარიუმიანი შპატი, მინერალ ცელზიანს BaAl2Si2O8 ძალიან იშვიათია, მაშინ რადიუმის დაგროვება რადიუმიანი მინდვრის შპატების და მინერალების წარმოქმნით საერთოდ არ ხდება, რადიუმის ნახევარდაშლის მცირე პერიოდის გამო. რადიუმი იშლება რადონად, რომელიც გადის ფორებში და მიკრობზარებით გამოირეცხება გრუნტის წყლებით. ბუნებაში ზოგჯერ გვხვდება ახალგაზრდა რადიუმიანი მინერალები რომლებიც არ შეიცავენ ურანს, მაგალითად რადიობარიტი და რადიოკალციტი, რომელთა კრისტალიზაციის დროს ხსნარებიდან, მდიდრდებიან რადიუმით (ადვილადხსნადი ურანის მეორადი მინერაბის უშუალო სიახლოვეს), რადიუმი კრისტალიზდება ბარიუმთან და კალციუმთან ერთად იზომორფიზმის მეშვეობით.

ХХ საუკუნის დასაწყისში სუფთა რადიუმის მიღებას დიდი შრომა დასჭირდა. მარია კიური 12 წელი მუშაობდა, რათა მიეღო ერთი მარცვალი რადიუმი. რომ მიეღო მხოლოდ ერთი გრამი სუფთა რადიუმი საჭირო ოყო რამდენიმე ვაგონი ურანის მადანი, 100 ვაგონი ნახშირი, 100 ცისტერნა წყალი და 5 ვაგონი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. იმ დროისათვის არ არსებობდა რადიუმზე უფრო ძვირფასი ლითონი. 1 გრ რადიუმი 200 კგ ოქროზე მეტი ღირდა.

ფიზიკური და ქიმიური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიუმი ნორმალურ პირობებში წარმოადგენს ბზინავ თეთრ ლითონს, რომელიც ჰაერზე მკრთალი ხდება და მუქდება (რადიუმის ნიტრიდის წარმოქმნის გამო). რეაგირებს წყალთან. იქცევა ბარიუმისა და სტრონციუმის მსგავსად, თუმცა ქიმიურად უფრო აქტიურია. ჩვეულებრივი ჟანგვის ხარისხი არის — +2. რადიუმის ჰიდროქსიდი Ra(OH)2 — ძლიერი, კოროზიული ფუძეა.

რადიუმს ზოგჯერ იყენებენ კომპაქტურ ნეიტრონების წყაროებში, ამისათვის მის მცირე რაოდენობას არჩილავენ ბერილიუმთან ერთად. ალფა-გამოსხივების (ჰელიუმ-4-ის ბირთვები) ზემოქმედებით ბერილიუმიდან აძევებენ ნეიტრონებს: 9Be + 4He → 12C + 1n.

მედიცინაში რადიუმი გამოიყენება როგორც რადონის წყარო რადონის აბაზანების მოსამზადებლად (თუმცა უკვე მათი სარგებლიანობა ეჭვსქვეშაა). ამას გარდა, რადიუმი გამოიყენება ავთვისებიანი კანის, ცხვირის ლორწოვანი გარსის და საშარდე-სქესობრივი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ ხანმოკლე დასხივებისათვის.

თუმცა დღეს არსებობს ბევრი უფრო ამ მიზნებისათვის შესაფერისი რადიონუკლიდები საჭირო თვისებებით, მაგალითად, 60Co (T1/2 = 5,3 წელი), 137Cs (T1/2 = 30,2 წელი), 182Ta (T1/2 = 115 დღეღამე.), 192Ir (T1/2 = 74 დღეღამე.), 198Au (T1/2 = 2,7 დღეღამე.) და ა. შ.

გათბობა რადიუმით: 21 საუკუნის ღუმელი. 1910 წლის ფრანგული ბარათი

XX საუკუნის 70-იან წლებში რადიუმს ხშირად იყენებდნენ მუდმივი ნათების მქონე მნათ საღებავების დასამზადებლად (საავიაციო და საზღვაო მოწყობილობების ციფერბლატების, სპეციალური საათების და სხვა ხლსაწყოების მოსანიშნად), თუმცა ახლა შეცვალე უფრო ნაკლებად საშიში იზოტოპებით: ტრიტიუმით (T1/2 = 12,3 წელი) ან 147Pm (T1/2 = 2,6 წელი). ასეთი ხელსაწყოების საშიშროება იყო იმაში, რომ არ ჰქონდათ გამაფრთხილებელ მარკირებას, და მისი გამოვლენ ამხოლოდ დოზიმეტრით შეიძლებოდა.

რადიუმი ძალიან რადიოტოქსიკურია. ორგანიზმში ის იქცევა კალციუმის მსგავსად - ორგანიზმში მოხვედრილი რადიუმის 80 % გროვდება ძვლოვან ქსოვილებში. რადიუმის დიდი კონცენტრაცია იწვევს ოსტეოპოროზს, თვითნებურ ძვლის მოტეხილობას და ძვლების ავთვისებია სიმსივნეებს. ასევე საშიშროებას წარმოადგენს რადიუმის დაშლის პროდუქტი - რადიოაქტიური ინერტული აირი რადონი.

მარია კიურის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია რადიუმით ქრონიკულმა მოწამლვამ, რადგანაც იმ დროს დასხივების საშიშროება არ იყო გათვითცნობიერებული.

ცნობილია რადიუმის 25 იზოტოპი. იზოტოპები 223Ra, 224Ra, 226Ra, 228Ra გვხვდება ბუნებაში, და არიან რადიოაქტიური რიგების წევრები. დანარჩენი იზოტოპები შეიძლება ხელოვნურად იქნან მიღებული. ზოგიერთი რადიუმის იზოტოპის რადიოაქტიური ტვვისებები[3]:

მასური რიცხვი ნახევარდაშლის პერიოდი დაშლის ტიპი
213 2,74(6) წთ. α
219 10(3) მწმ. α
220 17,9(14) მწმ. α (99%)
221 28(2) წმ. α
222 38,0(5) წმ. α
223 (AcX) 11,43(5) დღე α
224 (ThX) 3,6319(23) დღე α
225 14,9(2) დღე β
226 1602(7) წელი α
227 42,2(5) წთ. β
228 (MsTh1) 5,75(3) წელი β
230 93(2) წთ. β

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აღმოჩენის შემდეგ, საკუნის დასაწყისში რადიუმი ითვლებოდა სასარგებლოდ და შედიოდა ბევრი პროდუქტისა და საგნის შემადგენლობაში მაგალითად: პურში, შოკოლადში, სასმელ წყალში, კბილის პასტაში, სახის კანის კრემებსა და ფხვნილებში, ხელის საათების ციფერბლატებში, ტონუსის და პოტენციის მოსამატებელ საშუალებებში.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 184
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 287.
  3. Audi, Bersillon, Blachot, Wapstra. The Nubase2003 evaluation of nuclear and decay properties დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. , Nuc. Phys. A 729, pp. 3-128 (2003).
  4. ANR | Radium Face Cream, 1918. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2013-02-17.
  5. 10 Radioactive Products That People Actually Used. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-04. ციტირების თარიღი: 2013-02-17.