შინაარსზე გადასვლა

რეჯეფ ფექერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეჯეფ ფექერი
თურქ. Recep Peker
რეჯეფ ფექერი თურქ. Recep Peker
რეჯეფ ფექერი
თურქეთის დროშა თურქეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო 1946 – 10 სექტემბერი, 1947
პრეზიდენტი  ისმეთ ინენიუ
წინამორბედიშუქრუ სარაჯოღლუ
მემკვიდრეჰაქან საქა

დაბადებული5 თებერვალი 1889
სტამბოლი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი1 აპრილი, 1950 (61 წლის)
სტამბოლი თურქეთი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიათურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია
ჯილდოებითავისუფლების მედალი

მეჰმედ რეჯეფ ფექერი (დ. 5 თებერვალი, 1889, სტამბოლი — გ. 1 აპრილი, 1950, სტამბოლი) — თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ლეზგი წარმოშობის[1][2][3]. 1931-1936 წელს გახდა თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის გენერალური მდივანი, ამრიგად გახდა „მესამე ადამიანი სახელმწიფოში“ ქემალის და ინენიუს შემდეგ. 1946 წლის 7 აგვისტოდან 1947 წლის 10 სექტემბრამდე იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი.

დაიბადა 1889 წლის 5 თებერვალს სტამბოლში ლეზგურ ოჯახში[4]. 1907 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია,ლეიტენანტის წოდებით. მონაწილეობდა იტალო-თურქულ და მეორე ბალკანეთის ომში. პირველ მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუმელიაში და კავკასიის ფრონტზე. 1919 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო კოლეჯი. 1919 წლის მეორე ნახევარში მსახურობდა ისტორიის მასწავლებლის დამხმარედ სამხედრო აკადემიაში. თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის მონაწილე,ომის დამთავრების შემდეგ მიიღო მაიორის წოდება.

1920 წლის 23 აპრილს გახდა თურქეთის პარლამენტის გენერალური მდივანი. 1923 წლის 12 ივლისს ხელახლა არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად ქუთაჰიადან .

1924 წლის 6 მარტიდან 22 ნოემბრის ჩათვლით იყო ფინანსთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, 1926 წლის 4 მარტს ფექერი დაინიშნა ეროვნული თავდაცვის მინისტრად და 1927 წელს საზოგადო საქმეთა მინისტრად.

რეჯეფ ფექერის ინიციატივით შეიტანეს «რევოლუციის ისტორია» სკოლის სასწავლო პროგრამაში. ის ასწავლიდა ამ თემაზე ანკარის და სტამბოლის უნივერსიტეტებში,ასევე სამხედრო აკადემიებში და დაწერა ამაზე წიგნი. 1946 წლის 7 აგვისტოს რეჯეფ ფექერი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი მრავალპარტიული სისტემის პერიოდში. ის დარჩე ამ პოსტზე 1947 წლის 7 სექტემბრამდე. 1948 წელს ის წავიდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან. რეჯეფ ფექერი გარდაიცვალა 1950 წლის 2 აპრილს და დაკრძალეს Edirnekapı Şehitliği-სასაფლაოზე სტამბოლში.

ლიბერალიზმი — ეს არის სამშობლოს ღალატი. (1935) (ორიგინალში: Liberalizm, vatan hainliğidi )

  • Sefer E. Berzeg "Türkiye Kurtuluş Savaşı'nda Çerkes göçmenleri". ტომი 2, გვ. 54. გამოცემლობა "Nart Yayıncılık", 1990 წ.