როი კინი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | როი მორის კინი | ||
დაბადების თარიღი | 10 აგვისტო, 1971 | ||
დაბადების ადგილი | კორკი, ირლანდია | ||
სიმაღლე | 178 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1989-1990 | კობ რამბლერსი | 23 | (1) |
1990–1993 | ნოტინგემი | 114 | (22) |
1993–2005 | მან. იუნაიტედი | 326 | (33) |
2005–2006 | სელტიკი | 10 | (1) |
სულ | 473 | (57) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991–2005 | ირლანდია | 67 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
როი კინი (ინგლ. Roy Keane; დ. 10 აგვისტო, 1971, კორკი) — ირლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი, მიმომხილველი და ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ირლანდიელი მოთამაშე, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედში თამაშისას (1993-2005) 17 ტიტული მოიგო.[2] როი კინს ეროვნული ნაკრების მაისურით 1991-2005 წლებში 67 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 9 გოლის გატანა შეძლო.
18-წლიანი აქტიური კარიერის მანძილზე კინმა კობ რამბლერსში, ნოტინგემ ფორესტში, მანჩესტერ იუნაიტედში და სელტიკში ითამაშა. კინი მეტოქის საჯარიმოდან საკუთარ საჯარიმომდე მორბენალი ცენტრალური ნახევარმცველების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის თამაშის სტილი ხისტი და აგრესიული მანერით ხასიათდებოდა. როი კინმა მნაჩესტერ იუნაიტედს 1997-2005 წლებში უკაპიტნა, მას შემდეგ რაც გუნდი ერიკ კანტონამ დატოვა. კარიერა კი 2006 წელს გლაზგოს სელტიკში დაასრულა, სადაც გუნდს ეროვნული დუბლის მოპოვებაში დაეხმარა.
როი კინმა ირლანდიის ნაკრებში 14 წელი ითამაშა, აქედან, მეტი წილი, როგორც კაპიტანმა. ეროვნულ გუნდთან ერთად კინი 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე მოხვდა, სადაც ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი შეკრებიდან, კინი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა — მიკ მაკ-კარტიმ სახლში გაუშვა, შეკრების დროს მომხდარი კონფლიქტის გამო, სადაც ერთმანეთს კინი და მაკ-კარტი დაუპირისპირდნენ.
კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა მალევე დაიწყო, მისი პირველი გუნდი სანდერლენდი გახდა, რომელიც 2006 წლის აგვისტოში კინის მისვლის დროს ინგლისის ჩემპიონატში (რანგით მეორე ლიგა) 23-ე პოზიციას იკავებდა. კინმა ჩემპიონატი მოიგო და გუნდი პრემიერლიგაში დაწინაურდა.[3] სანდერლენდიდან ირლანდიელი 2008 წელს წავიდა[4] და 2009 წელს კარიერა იფსვიჩ თაუნში განაგრძო, სადაც 2011 წლამდე იმუშავა,[5] თუმცა იფსვიჩში კინმა იგივე შედეგი ვერ გაიმეორა. 2013 წელს როი კინი მარტინ ო’ნილმა ირლანდიის ნაკრებში სამუშაოდ მიიწვია და მისი ასისტენტობა შესთავაზა. კინის და ო’ნილის დუეტთან ერთად ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეძლო გასვლა და 2018 წლის რუსეთის მუნდიალის პლეი-ოფი ითამაშა.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინი ბალინდერი-პარკში, კორკის გარეუბანში მეიფილდში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. მამამისი მორის კინი ტრიკოტაჟის ქარხანაში და ირლანდიური სტაუტის — მერფის ლუდსახარშში მუშაობდა. მისი ოჯახი სპორტთან დაკავშირებული იყო, კინის ბევრი ნათესავი ფეხბურთს კორკის ადგილობრივ გუნდებში თამაშობდა, მათ შორის როკმაუნტში. კინმა თამაში სწორედ ამ გუნდში დაიწყო, პარალელურად კი კრივს მისდევდა, სადაც პირველი 4 ბრძოლა ახალწვეულთა ლიგაში მოიგო. თუმცა უფრო იმედისმომცემი ფეხბურთში ჩანდა, სადაც როკმაუნტის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
კინი ბავშვობაში სელტიკს და ტოტენჰემ ჰოტსპურს გულშემატკივრობდა, მისი საყვარელი ფეხბურთელები ლიამ ბრეიდი და გლენ ჰოდლი იყვნენ. თუმცა, თინეიჯერობის დროს მანჩესტერ იუნაიტედი და ამ გუნდის დიდი კაპიტანი — ბრაიან რობსონი მოსწონდა, რომელიც შემდეგში მისი გუნდელი გახდა.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „როი კინი“ ვიკისაწყობში.
- Roy Keane — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- Career photos on BBC Online
- BBC Wear – Roy Keane's first day on the job at SAFC
- English Football Hall of Fame Profile დაარქივებული 2008-06-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hugman, Barry J., ed. (2006). The PFA Footballers' Who's Who 2006–07. Mainstream Publishing, გვ. 228. ISBN 978-1-84596-111-4.
- ↑ Most Decorated Footballers : Ireland : Honours : Trophies.
- ↑ James, Stuart (5 March 2007). „A jolt of T&T sets Sunderland dancing to promotion tune“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Keane and Sunderland part company“. BBC Sport. 4 December 2008. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Roy Keane sacked as Ipswich manager“. BBC Sport. 7 January 2010. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ (2002) Keane: The Autobiography. Penguin. ISBN 978-0-14-100981-0.
- დაბადებული 10 აგვისტო
- დაბადებული 1971
- ირლანდიელი ფეხბურთელები
- ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ნოტინგემ ფორესტის ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- შოტლანდიის პრემიერლიგის ფეხბურთელები
- სელტიკის ფეხბურთელები
- 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ირლანდიელი ფეხბურთის მწვრთნელები
- ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები