შინაარსზე გადასვლა

რძიანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რძიანასებრნი
Euphorbia esula
Euphorbia esula
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რძიანასებრნი
ლათინური სახელი
Euphorbiaceae

რძიანასებრნი (ლათ. Euphorbiaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. უმრავლესობა შეიცავს რძეწვენს ერთსქესიანი ყვავილები (მცენარეები ერთსახლიანი ან ორსახლიანია) შეკრებილია თავთავისებრ ან თავაკისებრ ყვავილედებში, ან კიდევ ე. წ. ციათიუმებში. ნაყოფი კოლოფია, ზოგჯერ კურკიანასებრი ან კენკრასებრი.

300-მდე გვარის 7 ათასამდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში, ბევრი ბალახოვანი რძიანასებრნი იზრდება ზომიერ და ნაწილობრივ ცივ სარტყელშიც (გარდა არქტიკისა და ანტარქტიკისა).

რძიანასებრთა შორის ბევრია სასარგებლო მცენარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰევეა და მანიჰოტი, აბუსალათინი და ტუნგი. მრავალი სახეობის (ბაკორეა, ფილანტუსი, ანტიდესმა) ნაყოფი იჭმება. რძიანას, კროტონის, იატროფას გვარების სახეობები სამკურნალოა. ზოგიერთი (რძიანა, ფილანტუსი, იატროფა) კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.