შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი ლუნდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
სამხრეთი ლუნდა
პორტ. Lunda-Sul
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი Saurimo
შიდა დაყოფა Cacolo, Dala, Muconda და Saurimo
კოორდინატები 10°19′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. / 10.31667° ს. გ. 20.81667° ა. გ. / -10.31667; 20.81667
ფართობი 45 649 კმ²
მოსახლეობა 537 587 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 11,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი govlundasul.com/site/

სამხრეთი ლუნდა (პორტ. Lunda-Sul) — ანგოლის პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი საურიმო.

სამხრეთი ლუნდის პროვინცია მდებარეობს ანგოლის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუანდიდან 700 კმ-ით აღმოსავლეთით. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს ჩრდილოეთ ლუნდის პროვინცია, სამხრეთით — მოშიკოს და ბიეს პროვინციები, დასავლეთით — მალანჟეს პროვინცია. სამხრეთი ლუნდის პროვინციის აღმოსავლეთში გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. პროვინციის ფართობია — 45 649 კმ²[1].

სამხრეთი ლუნდის პროვინციის ტერიტორია პირველ რიგში დაკავებულია მშრალი სავანებით. მხოლოდ პროვინციის აღმოსავლეთ და სამხრეთის რაიონებში, მდინარე კასაის ხეობაში, შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეები. პროვინციის მეორე მთავარი მდინარეა კვანგო.

2014 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 537 587 ადამიანს[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი ლუნდის პროვინციაში წარმოებული მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა — არაქისი. სამხრეთში ასევე მოჰყავთ სიმინდი. სხვა მთავარი პროდუქტებია ბრინჯი და მანიჰოტი. სამხრეთი ლუნდის პროვინციაში მუშავდება ალმასის, მანგანუმის და რკინის მადნის საბადოები. პროვინციის ტერიტორიაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადის სტრატეგიულად მთავარი ტრასა ლუანდა — ლუბუმბაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Lunda Sul. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  2. Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).