შინაარსზე გადასვლა

სირიმავო ბანდარანაიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიმავო ბანდარანაიკე
სირიმავო ბანდარანაიკე
შრი-ლანკის 7-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივლისი 1960 – 27 მარტი 1965
წინამორბედიდადლი სენანაიკე
მემკვიდრედადლი სენანაიკე

შრი-ლანკის 9-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მაისი 1970 – 23 ივლისი 1977
პრეზიდენტიუილიამ გოპალავა
წინამორბედიდადლი სენანაიკე
მემკვიდრეჯუნიუს ჯაიევარდენე

შრი-ლანკის 15-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი 1994 – 10 აგვისტო 2000
პრეზიდენტიჩანდრიკა კუმარატუნგა
წინამორბედიჩანდრიკა კუმარატუნგა
მემკვიდრერატნასირი ვიკრემანაიაკე

დაბადებული17 აპრილი 1916
ცეილონი
გარდაცვლილი10 ოქტომბერი 2000
კოლომბო შრი-ლანკა
პოლიტიკური პარტიაშრი-ლანკის თავისუფლების პარტია
მეუღლესოლომონ ბანდარანაიკე
რელიგიაბუდიზმი

სირიმავო რატვატე დიას ბანდარანაიკე (ტამილ. சிறிமாவோ பண்டாரநாயக்கா; დ. 17 აპრილი, 1916, ბალანგოდა, ცეილონი — გ. 10 ოქტომბერი, 2000, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის (ყოფილი ცეილონის) პოლიტიკური მოღვაწე. შრი-ლანკის სამგზის პრემიერ-მინისტრი 1960-1965, 1970-1977 და 1994-2000 წლებში. მსოფლიოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სოლომონ ბანდარანაიკეს მეუღლე, ყოფილი პრეზიდენტის ჩანდრიკა კუმარატუნგას, ყოფილი პარლამენტის სპიკერის ანურა ბანდარანაიკეს და ფილანთროპ სუნეთრა ბანდარანაიკეს დედა.

დაიბადა 1916 წლის 17 აპრილს ბალანგოდაში, ქალაქ რატნაპურასთან ახლოს ბარნეს რატვატესა და როსალინდა კუმარიჰამის ოჯახში. იგი 4 ძმასა და ერთ დას შორის ყველაზე უფროსი იყო. განათლება მიიღო კოლომბოს ქალთა კათოლიკურ სკოლაში. 1940 წელს ცოლად გაჰყვა სახელმწიფო საბჭოს წევრს სოლომონ ბანდარანაიკეს.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლის მკვლელობის შემდეგ სირიმავო გახდა შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ლიდერი. 1960 წელს იგი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. 1963 წელს სინჰალური ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად ინგლისურთან ერთად. 1965 წელს წააგო არჩევნები გაერთიანებულ ეროვნულ პარტიასთან და სირიმავო ბანდარანაიკე გახდა ოპოზიციის ლიდერი. პრემიერის თანამდებობა ეკავა 1970–1977 წლებში. ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში დაადგა სოციალისტურ ორიენტაციას. მოახდინა ბანკების, პორტების და მთელი რიგი სამრეწველო საწარმოების ნაციონალიზაცია. გააუმჯობესა ურთიერთობა სსრკ-სთან და ჩინეთთან. დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მიუხედავად (რის გამოხატულებაც იყო ის, რომ 1976 წელს კოლომბოში გაიმართა მიუმხრობელი ქვეყნების კონფერენცია), საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ მოიკოჭლა და 1977 წელს სასტიკად დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, რის გამოც დატოვა მთარობის მეთაურის თანამდებობა. 1988 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტოქეობას უწევდა რანასინგჰე პრემადასას, რომელმაც მიიღო ამომრჩეველთა ხმების 50,4 %, ხოლო ქალბატონმა სირიმავომ 45 %. 1994 წელს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა მისი ქალიშვილი ჩანდრიკა კუმარატუნგა, პირველივე საპრეზიდენტო აქტით პრემიერ-მინისტრად დანიშნა საკუთარი დედა. სახელმწიფოს სათავეში, აზიისათვის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს აღმოჩნდა ორი ქალი, თანაც დედა და შვილი. 2000 წლის 10 აგვისტოს დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ზუსტად ორ თვეში 10 ოქტომბერს გარდაიცვალა გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]