შინაარსზე გადასვლა

ტრადიციული ჩინური მედიცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარმაცევტული შინაარსის კონსპექტი, რომელიც დაწერა ლი შიჭენმა მინგის დინასტიის პერიოდში. ის გამოქვეყნდა 1593 წელს

ტრადიციული ჩინური მედიცინაჩინეთში აღმოცენებული მედიცინა, რომელიც მთავარ ორგანოდ ითვალისწინებს ჩინურ სამედიცინო პრაქტიკას. მისი ისტორია ათასობით წელს ითვლის. ჩინური ეროვნული კომიტეტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მიიჩნევს, „რომ ტრადიციული ჩინური მედიცინა“ არის ყოვლისმომცველი მეცნიერება, რომელიც ითვალისწინებს ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორიას და პრაქტიკას, როგორც მთავარ ორგანოს, აანალიზებს ჯანმრთელობის ტრანსფორმირების წესს და დაავადებებს, რომელიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. TCM-ის სპეციალისტს ჩინური ტრადიციული მედიცინის დოქტორს, ასევე უწოდებენ ტრადიციელ ჩინელ მკურნალს.

მინგის დინასტიის დროინდელი აკუპუნქტურის გრაფიკი

ტრადიციული ჩინური მედიცინა მოიცავს დიაგნოსტიკას და სხვადასხვა სახის მკურნალობას, მასაჟი, აკუპუნქტურა და სხვ. ჩინური მედიცინა არის ჩინური კულტურის ნაწილი. ადამიანის ორგანიზმის ფუნქციებზე დაყრდნობით, ჩინური მედიცინა იკვლევს ადამიანისა და ბუნების კავშირს, ადამიანის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას. დასავლეთში ტრადიციულ ჩინურ მედიცინას მიიჩნევენ, როგორც ალტერნატიულ მედიცინას, ხოლო ჩინეთში ის მიიჩნევა მედიცინის განუყოფელ ნაწილად. მაგალითად, ტრადიციული ჩინური მედიცინას იყენებენ, რათა ებრძოლონ ქიმიოთერპიის გვერდითა ეფექტებს, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების დაუძლეველ სურვილს და ა.შ.

ტრადიციული ჩინური მედიცინის თეორია ირწმუნება, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე სხვადასხვა პროცესები გარესამყაროსთან კავშირშია. დისჰარმონიის ნიშნები ეხმარება ტრადიციული მედიცინის მკურნალს, დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები და უკეთ უმკურნალოს პაციენტს.

ინი და იანი, ბალანსის სიმბოლო

ჩინური ტრადიციული მედიცინის თეორია ეფუძნება სხვადასხვა ცნობილ ფილოსოფიურ თეორიებს, მათ შორის ინისა და იანის თეორიას და ჭანგ ფუს ორგანულ თეორიას. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანის სხეული, თავის მხრივ, არის პატარა სამყარო, რომელიც შედგება სხვადასხვა რთული და ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი სისტემებისაგან. ეს სისტემები ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა. ჩინური მედიცინა ადამიანის სხეულს აღიქვამს დასავლური მედიცინისგან განვავებულად: მას აინტერესებს არა ორგანოები დ სხეულის ნაწილები, არამედ მათი ფუნქციები.

ინისა და იანის ფილოსოფიური თეორია ჩინეთში აღმოცენდა. ინი და იანი არის ერთმანეთისგან განსხვავებული და საპირისპირო ორი ძალა, რომელიც ყველგან და ყველაფერში თანაარსებობენ. ინი არის ბნელი ელემენტი, მოწყენილი, პასიური, ქალური საწყისი და შეესაბამება ღამეს. იანი არის ნათელი ელემენტი, მხიარული, აქტიური, კაცური საწყისი და შეესაბამება დღეს. ინს ხშირად მიწის ან წყლის სახით გამოხატავენ, ხოლო იანს - ჰაერის ან ცეცხლის სახით. ინისა და იანის თეორია ფართოდ გამოიყენება ჩინურ მეიცინაში. მაგალითად, იანის (ცხელი) ნატურის მცენარეები გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იტანჯებიან ციებით.

ჩინური ნემსები

ჩინურ მედიცინას სულ ოთხი ძირითადი დიაგნოსტიკის მეთოდი აქვს: მოსმენა, ყნოსვა, შეკითხვების დასმა და პალპაცია (ავადმყოფის ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი). მთავარი დიაგნოზის სწორად დასმაა, რაც საკმაოდ რთულია და დიდი ცოდნა და გაამოცდილება სჭირდება. ამიტომაც, ჩინეთში დიდხანს სწავლობენ, რათა გახდნენ ექიმები. ერთ-ერთი ცნობილი ჩინური გამოთქმის თანახმად, „კარგი ექიმი კარგ პრემიერმინისტრადაც გამოდგება“.

სამედიცინო ქილების გამოყენება და აკუპუნქტურა

დიაგნოზის დასასმელად ექიმები იყენებენ შემდეგ მეთოდებს: პაციენტის პულსის გასინჯვა, მის ენაზე, სახეზე, ყურის ზედაპირზე, სუნთქვაზე დაკვირვება და ა.შ. ჩინურ მედიცინაში გამოიყენება აკუპუნქტურა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდები. ცნობილია ასევე ჩინური ნემსები, რომლებიც გამოიყენება პაციენტის სხეულის ტონუსში მოსაყვანად და დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად. ჩინური ნემსები არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება ჩინურ მცენარეებს, მათ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მედიცინაში. პირველი ადამიანი, რომელმაც მცენარეებით მკურნალობა დაიწყო, იყო შენნუნგი, მითოსური პერსონაჟი. გადმოცემის თანახმად, მას გასინჯული ჰქონდა ათასობით ჯიშის მცენარე და გლეხებს უზიარებდა თავის ცოდნას შხამიანი და სასარგებლო მცენარეების შესახებ.

ჩინური და დასავლური მედიცინა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არტემისია ანუა ტრადიციულად გამოიყენება ციების სამკურნალოდ, ასევე შეიცავს მალარიის სამკურნალო თვისებებს
ხმელი ცხენთევზა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში და მის ფარგლებს გარეთ

ზოგადად, ჩინური და დასავლური მედიცინა მნიშვნელოვნად განხვავდება ერთმანეთისაგან. დასავლური მედიცინა ავადმყოფობას გარეგანი ძალების გაამოყენებით კურნავს. ჩინური მედიცინა კი, ცდილობსს, გააძლიეროს და დაასტიმულიროს სხეულის შინაგანი ძალა. დასავლური მედიცინა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვით, ავადმყოფობა გამოწველია ბაქტერიული და სხვა გარეგანი ფაქტორებით. ჩინური მედიცინა კი მიიჩნევს, რომ ავადმყოფობა გამოწვეულია სხეულის დისბალანსით. დასავლური მედიცინის წამალი არის ქიმიური შემადგენლობის, ხოლო ჩინური - მცენარეული შემადგენლობის. დასავლური წამალი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ მას ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ხოლო ჩინური წამალი, პირიქით, უფრო ნელა მოქმედებს, მაგრამ ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს.

დასავლურ მედიცინაში ავადმყოფობას კონკრეტული ელემენტი კურნავს, ხოლო ჩინურ მედიცინაში სხვანაირადაა საქმე; მაგალითად, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, დასავლური მედიცინის ექიმი გამოგვიწერს წამალს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ხოლო ჩინური მედიცინის ექიმმა შეიძლება გვირჩიოს ჯანჯაფილის წვნიანი ყავისფერი შაქრით.

დასავლური წამლების ხშირ მიღებას ბევრი ზიანიც მოაქვს: ალერგია, დისბაქტერიოზი და სხვა მრავალი გვერდითი ფუქციები, ასევე შეჩვევა და წამლებზე დამოკიდებულება. მედიკამენტები მოქმედებენ კონკრეტულ რგოლზე, დაავადების სიმპტომებზე და ვერ აშორებენ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, რომლის მოქმედება გრძელდება და დაავადება შენიღბულად პროგრესირებს. საჭირო ხდება ალტერნატიული გზების ძიება და აქ მთავარ პოზიციას აღმოსავლური მედიცინა იკავებს, კერძოდ, ჩინური. ამ აუცილებლობის დასტურია ბოლო ათწლეულში ჩინეთში შემუშავებული კვებითი დანამატები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი გვერდითი მოვლენები და რომელთა მოქმედების სიძლიერე უტოლდება კარგად ნაცნობ მედიკამენტებს.

ჰონგ კონგის სამეცნიერო მუზეუმი. სამკურნალო მცენარეების მაღაზია
  • ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ თბ. 2015 გვ. 37

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]