უსასრულობა
უსასრულობა (ხშირად გამოისახება ∞ სიმბოლოთი) — ცნება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მათემატიკაში და ფიზიკაში, და აღნიშნავს მახასიათებელს საზღვრისა ან/და დაბოლოების გარეშე. კაცობრიობამ ისტორიის განმავლობაში შექმნა უსასრულობის მრავალი იდეა. სიტყვა წარმოიშობა ლათინური infinitas-გან, რაც ნიშნავს „შემოუსაზღვრელობა“-ს. მათემატიკაში „უსასრულობა“ ხშირად გამოიყენება როგორც რიცხვი (ანუ ის გამოიყენება რაიმეს დასათვლელად ან გასაზომად, მაგ. „საგანთა უსასრულო რაოდენობა“) მაგრამ ის არ არის ისეთივე სახის რიცხვი, როგორიცაა მაგალითად ნამდვილი რიცხვი. უსასრულოდ მცირეთა შემცველ რიცხვთა სისტემებში უსასრულოდ მცირეს შებრუნებული რიცხვი არის უსასრულობა, ანუ რიცხვი, რომელიც მეტია ნებისმიერ ნამდვილ რიცხვზე. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში უსასრულობასთან და უსასრულო სიმრავლეებთან დაკავშირებულ ცნებათა ფორმალიზაცია მოახდინა გეორგ კანტორმა. მის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიში გვხვდება სხვადასხვა ზომის (კარდინალობის უსასრულო სიმრავლეები. ასე მაგალითად, მთელ რიცხვთა სიმრავლე უსასრულოა, მაგრამ თვლადი, მაშინ როდესაც ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე არის უსასრულო, მაგრამ არათვლადი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 183.