შინაარსზე გადასვლა

ფინეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფინეთის დროშა (ფინ. Suomen lippu, შვედ. Finlands flagga) აგრეთვე ცნობილი როგორც „სინირისტილიპუ“ (ლურჯჯვრიანი დროშა) — ფინეთის ეროვნული სიმბოლო; სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისში. თეთრ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც ქრისტიანობას აღნიშნავს. სახელმწიფო დროშას ცენტრში გამოსახული აქვს ეროვნული გერბიც, მაგრამ სამოქალაქო დროშაზე იგი არ გამოისახება.

ეროვნული დროშა მიღებულ იქნა 1918 წელს, ფინეთის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, როდესაც ფინელებს სურდათ ჰქონოდათ საკუთარი დროშა. ლურჯი ფერი აღნიშნავს ცას და ფინეთის ათასობით ტბას, ხოლო თეთრი - თოვლს, რომლითაც ფინეთის მიწა ზამთრობით იფარება. ამ ორი ფერის კომბინაცია გამოიყენება ფინეთის სხვადასხვა პროვინციებისა და ქალაქების ადგილობრივ დროშებშიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]