შინაარსზე გადასვლა

შვედეთის რეგიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთის რეგიონები

შვედეთის რეგიონები — შედგება სამი ტრადიციული ნაწილისაგან, პრინციპში ეს არის შვედეთის პროვინციების სამი ჯგუფი. რეგიონებს ახლა არ გააჩნიათ რაიმე ადმინისტრაციული მნიშვნელობა, თუმცა იცავენ კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. ყველაზე ხშირად მათ უწოდებენ «landsdelar», რაც უბრალოდ ნიშნავს «ქვეყნის ნაწილს».

  • გეტლანდი — სამხრეთ რეგიონი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი, რომელიც შედგება 10 პროვინციისაგან.
  • სვეალანდი — ცენტრალური რეგიონი, უწოდეს ისტორიული შვედეთის (en|Sweden proper)-ის აღსანიშნავად. ყველაზე პატარა რეგიონი, შედგება 6 პროვინციისაგან.
  • ნორლანდი — ჩრდილოეთის რეგიონი, მოიცავს შვედეთის ტერიტორიის 60 %-ს. შედგება 9 პროვინციისაგან.
რეგიონი მოსახლეობა
(2005)
ფართობი
(კმ²)
პროვინციების რაოდენობა პროვინციები
გეტლანდი 4 351 658 97 841 10 სკონე, ბლეკინგე, ჰალანდი, სმოლამდი, ელანდი, გოტლანდი, ესტერგეტლანდი, ვესტრა-გეტლანდი, დალსლანდი და ბოჰუსლენი
სვეალანდი 3 539 944 91 098 6 სედერმანლანდი, უპლანდი, ვესტმანლანდი, ნერკე, ვერმლანდი და დალარნა
ნორლანდი 1 156 150 261 292 9 ესტრიკლანდი, ჰელსინგლანდი, ჰერედალენი, ემტლანდი, მედელპადი, ონგერმანლანდი, ვესტერბოტენი, ნორბოტენი და ლაპლანდი

ისტორიული რეგიონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შვედეთის ისტორიული რეგიონები

შვედეთი ისტორიულად დაყოფილია 4 რეგიონად: გეტლანდი, ვეალანდი, ნორლანდი, ესტერლანდი.

  • ესტერლანდი — ეს არის სამხრეთ ფინეთის ძველი სახელწოდება. ძველ ისტორიულ დროს რეგიონი დასახლებული იყო სხვადასხვა ტომებით თავიანთი მეფეებით (როგორებიცაა კვენები). ტერმინი მოძველდა უკვე 15 საუკუნეში და პრაქტიკულად ახლა არც არის ცნობილი შვედეთში. უმრავლეს ლექიკონებში «österlandet» ნიშნავს უბრალოდ აღმოსავლეთს.
  • ნორლანდი — ეს არის ბოტნის ყურის ორივე მხარის ჩრდილოეთით არსებული მიწების სახელწოდება.
  • ძველ ისტორიულ დროს შვედეთი მნიშვნელოვანწილად შემოზღუდული იყო ძირითადად სვეალანდით და და ნორლანდის სამხრეთ ნაწილით, ამ დროს გეტლანდი მოიხსენიება ლეგენდებში როგორც სამეფო-მოწინააღმდეგე, რომელთანაც ყოველთვის მიმდინარეობდა შვედურ-გოტური ომები (en|Swedish-Geatish wars), მოხსენიებულია ანგლოსაქსონურ ეპიკურ საგაში ბეოვულფის შესახებ. ბოლოს და ბოლოს ორივე ქვეყანა გაერთიანდა ერთი ტახტის ქვეშ რაღაც პერიოდის განმავლობაში 550—1200 წლებს შორის (ზუსტი თარიღი დისკუსიის საგანია).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: შვედეთის რეგიონები