ჩამბეში
ჩამბეში ინგლ. Chambeshi River | |
---|---|
ქვეყანა | ზამბია |
სათავე | 9°10′52″ ს. გ. 31°16′40″ ა. გ. / 9.18111° ს. გ. 31.27778° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთი |
სათავის სიმაღლე | 1760 მ |
შესართავი |
ლუაპულა 11°54′16″ ს. გ. 29°47′31″ ა. გ. / 11.90444° ს. გ. 29.79194° ა. გ. |
სიგრძე | 480 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩამბეში ვიკისაწყობში |
ჩამბეში (ინგლ. Chambeshi River) — მდინარე ზამბიაში.
სათავე მდებარეობს მთებში, ზამბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტანგანიიკის ტბასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე. მიედინება სამხრეთი მიმართულებით, 480 კმ-ის შემდეგ ჩაედინება მდინარე ლუაპულაში.
მაისში, წვიმების სეზონის შემდეგ მდინარეს მოაქვს წყლის დიდი მასები, რომლებიც ავსებენ ჭაობებს და ტბორავენ საკმაოდ დიდ ჭალებს სამხრეთ-აღმოსავლეთში, რითაც ხელს უწყობს ბანგვეულუს ჭაობების ეკოსისტემის შენარჩუნებას. შემდეგ წყალი ჭაობებიდან გამოედინება მდინარე ლუაპულას გავლით[1].
კასამას რაიონიდან იგი მიედინება აღმოსავლეთით 100 კმ-ზე უფრო მეტ მანძილზე და ჭაობებში შედგება არხების ლაბირინთებისგან, რომელთა სიგანე დაახლოებით 2 კმ-ს აღწევს. მდინარის ჭალა სიგანეში აღწევს 25 კმ-ს. კიდევ უფრო ქვემოთ, სადაც მდინარეს კვეთავენ კასამა-მპიკას ავტოსტრადის და ტაზარის რკინიგზის ხაზის ხიდები, მუდმივი არხის სიგანე შეადგენს დაახლოებით 100 მეტრს (400 მეტრამდე წყალდიდობისას)[2].