ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა
ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა | |
---|---|
შეიქმნა | 1994 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია და Regional Economic Communities |
წევრები | |
ენა | ფრანგული, ინგლისური |
გენერალური მდივანი | აჰმად ალამ-მი |
http://www.ceeac-eccas.org |
ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა (ინგლ. Economic Community of Central African States, ECCAS; ფრანგ. Communauté économique des États de l’Afrique centrale, CEEAC) — ცენტრალური აფრიკის ქვეყნების რეგიონული სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანება.
დაარსდა 1994 წელს ცენტრალური აფრიკის ქვეყნების სასაზღვრო და ეკონომიკური თანამეგობრობის ბაზაზე. თანამეგობრობის დაარსების ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის ჰარმონიზაციის საფუძველზე რეგიონული ინტეგრაცია.
თანამეგობრბის რამდენიმე ქვეყანაში (გაბონი, კამერუნი, კონგოს რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ეკვატორული გვინეა) მოქმედებს ერთიანი ვალუტა - ცენტრალური აფრიკის ფინანსური თანამშრომლობის ფრანკი.
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები არიან:[1]
- ანგოლა
- ბურუნდი
- კამერუნი
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
- ჩადი
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- ეკვატორული გვინეა
- გაბონი
- კონგოს რესპუბლიკა
- სან-ტომე და პრინსიპი
- რუანდა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- CEEAC დაარქივებული 2010-05-11 საიტზე Wayback Machine.
- CEMAC დაარქივებული 2010-03-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Etats Membres. Economic Community of Central African States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24.