ჯეიმზ ნოქს პოლკი
ჯეიმზ ნოქს პოლკი James Knox Polk | |
აშშ-ის მე-11 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1845 – 4 მარტი, 1849 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯორჯ დალასი |
წინამორბედი | ჯონ ტაილერი |
მემკვიდრე | ზაქარი ტეილორი |
ტენესის მე-11 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი, 1839 – 15 ოქტომბერი, 1841 | |
წარმომადგენელთა პალატის მე-17 სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი, 1835 – 4 მარტი, 1839 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1825 – 1839 | |
დაბადებული | 2 ნოემბერი, 1795 პინევილი, ჩრდილოეთი კაროლინა |
გარდაცვლილი | 15 ივნისი, 1849 ნეშვილი, ტენესი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | სარა ჩილდრეს პოლკი |
პროფესია | იურისტი, ფერმერი |
რელიგია | მეთოდისტი |
ხელმოწერა |
ჯეიმზ ნოქს პოლკი (ინგლ. James Knox Polk; დ. 2 ნოემბერი, 1795 — გ. 15 ივნისი, 1849) — აშშ-ის მე-11 პრეზიდენტი 1845-1849 წლებში, დემოკრატი.
პოლკის მშობლები წარმოშობით შოტლანდიელები იყვნენ. დედის მხრიდან იგი შოტლანდიელი რელიგიური რეფორმატორის, პრესბიტერიანული ეკლესიის დამაარსებლის ჯონ ნოქსის შთამომავალი იყო. პოლკმა მიიღო იურიდიული განათლება და მუშაობდა ადვოკატად. იგი იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი ტენესისდან 1825-1839 წლებში, ხოლო პალატის სპიკერი 1835-1839 წლებში, ტენესის მე-11 გუბერნატორი 1839-1841 წლებში. მან გეოგრაფიული ექსპანსიის ლოზუნგით 1844 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების კანდიდატი ჰენრი კლეი დაამარცხა.
პოლკი იყო ბოლო ძლიერი პრეზიდენტი სამოქალაქო ომამდელ შეერთებულ შტატებში. მისი პრეზიდენტობა აღნიშნული იყო აშშ-ის ტერიტორიის უდიდესი გაფართოებით ლუიზიანის შესყიდვის შემდეგ. მან შემოიერთა ორეგონის ტერიტორია (მოიცავდა ვაშინგტონს, ორეგონს და აიდაჰოს). ასევე ამერიკა-მექსიკის ომის ბოლოს გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 1,360,000 კმ² ტერიტორია. თუმცა, ექსპანსიამ განაახლა მძვინვარე დებატები მონათმფლობელობის ნებართვის შესახებ ახალ ტერიტორიებში.
პოლკის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა სმიტსონის ინსტიტუტი და სამხედრო-საზღვაო აკადემია, აღიმართა ვაშინგტონის მონუმენტი, მიიღეს სახელმწიფო ხაზინის სისტემა, რომელიც 1913 წლამდე მოქმედებდა და ასევე გამოსცეს აშშ-ის პირველი საფოსტო მარკა.
იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თავისი ნებით თქვა. ის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან სამ თვეში ქოლერით გარდაიცვალა. ისტორიკოსების მიერ პოლკი ითვლება აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- James K. Polk: A Resource Guide, from the Library of Congress
- Extensive essay on James K. Polk and shorter essays on each member of his cabinet and First Lady დაარქივებული 2007-07-21 საიტზე Wayback Machine. from the Miller Center of Public Affairs
- Inaugural Address of James K. Polk from The Avalon Project at the Yale Law School
- Biography of James K. Polk დაარქივებული 2008-04-03 საიტზე Wayback Machine. from the official White House website
- Polk's Messages to the U.S. Congress from usa-presidents.info:
- First (1845) დაარქივებული 2021-02-03 საიტზე Wayback Machine.
- Second (1846) დაარქივებული 2021-02-03 საიტზე Wayback Machine.
- Third (1847) დაარქივებული 2021-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Fourth (1848) დაარქივებული 2021-01-28 საიტზე Wayback Machine.
- James K. Polk — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Obituary of President Polk in The Liberator (June 22, 1849)