ჯვარულ-გუმბათოვანი შენობა
იერსახე
ჯვარულ-გუმბათოვანი შენობა — ქრისტიანული ტაძრის ტიპი, საფუძველი ჩაეყარა ბიზანტიაში VI საუკუნეში, საბოლოოდ ჩამოყალიბდა IX-XII საუკუნეებში კონსტანტინოპოლის სკოლაში. არსებობს ამ სახის ნაგებობათა რამდენიმე ვარიანტი: რვა საყრდენზე ამოყვანილი ტრომპიან-გუმბათოვანი ტაძრები; ტაძრები, რომელთა გუმბათები ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბოძსა და ორ კედელს; ტაძრებში, რომლებშიც დამატებულია ორ-ორი ბოძი აფსიდების მხარეს და შესასვლელში (შუა საუკუნეების საბერძნეთი); არის აგრეთვე ჯვარულ-გუმბათოვანი შენობები, რომლებშიც ჯვრის მკლავები გადახურულია გუმბათით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 562.