შინაარსზე გადასვლა

ზარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზარინი
ზარინი: ქიმიური ფორმულა
ზარინი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა140.09 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.0887 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−56 °C
დუღილის ტემპერატურა158 °C
უსაფრთხოება
NFPA 704
1
4
1
რისკის ფრაზებისასიკვდილო ქოლინერგული აგენტი
კლასიფიკაცია
CAS 107-44-8
PubChem7871

ზარინი — უფერო, უსუნო სითხე[1] ქიმიური ფორმულით . ზარინი ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით ზარინის წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის 1-ლ სიაში მოხვდა. 1994 წელს გაეროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით და უშიშროების საბჭოს 687-ე რეზოლუციით განადგურდა ერაყში არსებული ზარინის საცავები.[2] ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი. მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება ერთიდან[3][4] ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. თუ ადამიანი არ მიიღებს სასიკვდილო დოზას, მაგრამ არც შესაბამისი წამლებით იმკურნალებს, შესაძლოა მან სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.

სინთეზი და თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარინი მიიღება მეთილფოსფოროვანი მჟავის დიქლორიდის, იზოპროპილის სპირტისა და ნატრიუმის ფთორიდის რეაქციით:

სხვა ხერხით მას იღებენ მეთილფოსფოროვანი მჟავის დიქლორიდის, მეთილფოსფონილის დიფთორიდისა და იზოპროპილის სპირტისგან:

ოთახის ტემპერატურაზე ზარინი უფერო სითხეა, რომელსაც სუსტად გამოხატული ვაშლის ყვავილის სუნი აქვს. წყალთან და ორგანულ გამხსენელებთან შედის ყველა რეაქციაში. ორთქლის მაღალი წნევის გამო ის სწრაფად ორთქლდება. აირად მდგომარეობაშიც ზარინი უფერო და უსუნოა.

100 °C-მდე ტემპერატურაზე თერმულად სტაბილურია, მის დაშლას აჩქარებს მჟავების თანაობა.

ზარინი (წითელი), აცეტილქოლინესტერისი (ყვითელი), აცეტლქოლინი (ლურჯი)

სხვა ნერვული აგენტების მსგავსდად, ზარინი უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები ითიშება. კონკრეტულად, ზარინი არის აცეტილქოლინესთერაზას ძლიერი ინჰიბიტორი[5], ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის ნევრომედიატორ აცეტილქოლინს. ხერხემლიანებში, აცეტილქოლინი არის მედიატორი, რომელიც ნერვკუნთოვან გადაცემაში გამოიყენება ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ნეირონებს შორის სიგნალის გადასაცემად. ზარინი მოქმედებს ქოლინესთერაზაზე კოვალენტური ბმების წარმოქმნით. ფტორი ტოვებს ნივთიერებას, შედეგად ფოსფოდიეთერული ბმა წარმოიქმნება და ბიოლოგიურად არააქტიური ხდება.[6][7]

მისი მოქმედების მექანიზმი ჰგავს ბევრი ინსექტიციდის, მათ შორის კარბოფოსისას. ბიოლოგიური აქტივობის თვალსაზრისით ის ჰგავს კარბამატებს, როგორიცაა სევინი და მედიკამენტებს: პირიდოსტიგმინს, ნეოსტიგმინს და ფიზოსტიგმინს.

მოქმედება და მკურნალობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1970 წელს ზარინის შედეგების კურდღელზე გამოცდა.

ზარინი მკვეთრად არასტაბილურია (სითხე მარტივად გადაიქცევა აირად) მისი მონათესავე ნერვული აგენტების მსგავსად, ამიტომ მისი შესუნთქვა ძალიან საშიშია, ამასთან შესაძლოა მისმა ორთქლმა კანიდანაც შეაღწიოს. ზარინის მცირე კონცენტრაციამაც კი შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. თუ ინჰალაციის შემდეგ მოწამლული ადამიანი 1-იდან 10 წუთამდე დროში ანტიდოტებს ატროპინს და პრალიდოქსიმს მიიღებს, ის შეიძლება გადარჩეს.[1] პრალიდოქსიმს ქოლინესტერაზას რეგენერაცია შეუძლია, თუ ავადმყოფს მას ხუთი საათის განმავლობაში მისცემენ. ბიპერიდენი, სინთეტიკური აცეტილქოლინის ანტაგინისტი, განიხილება ატროფინის შემცვლელად, რადგან მასზე უკეთესად და ეფექტურად მოქმედებს.[8]

სუფთა სახის ზარინი ციანიდზე 26-ჯერ მეტად სასიკვდილოა.[9]

ზარინით გამოწვეული პირველი სიმპტომები არის სურდო და გულ-მკერდის არეში შებოჭილობა. ამის შემდეგ, მოწამლულს ეწყება გულისრევა, სუნთქვის უკმარისობა და ნერწყვდენა. მოგვიანებით ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ სხეულზე, რაც კრუნჩხვაში გადაიზრდება. საბოლოოდ, მსხვერპლი ვარდება კომაში და კრუნჩხვით სპაზმებთან ერთად სუნთქვაც უჩერდება.

ზარინი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა. მისი ადამიანზე მოქმედება გამოითვალა ცხოველებზე დაკვირვების შედეგად. მისი ტოქსიკურობის მინიმალურ კონცენტრაციად მიჩნეულია 35 მგ-წთ/კუბი. შედარებისთვის სხვა მომწამვლელი ნივთიერებების იგივე მაჩვენებლებია:

  • წყალბადის ციანიდი — 2860 მგ-წთ/კუბი[10] (ზარინზე 81-ჯერ სუსტი)
  • ფოსგენი — 1500 მგ-წთ/კუბი[10] (ზარინზე 43-ჯერ სუსტი)
  • იპრიტი — 1000 მგ-წთ/კუბი[10] (ზარინზე 28-ჯერ სუსტი)
  • ქლორი — 19000 მგ-წთ/კუბი [11] (ზარინზე 543-ჯერ სუსტი)

ზარინი აღმოაჩინეს 1938 წელს გერმანიაში, ვუპერტალში IG Farben-ის მეცნიერებმა. ის გერმანელების შექმნილი ოთხი ნერვული აგენტიდან უძლიერესია. სახელი მათი აღმომჩენი მეცნიერების ინიციალების მიხედვით დაერქვა.[12]

ქიმიურ იარაღად გამოყენების ქრონოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზარინის სადემონსტრაციო კასეტური ბომბი აშშ-ში
  • ადრეული 1950-იანები: ნატომ ზარინი სტანდარტულ ქიმიურ იარაღად მიიღო. სსრკ და აშშ მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.
  • 1953 წელი: 20 წლის რონალდ მედისონი, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები ინჟინერი დაიღუპა ზარინის გამოცდის დროს. მაშინ მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევას მიაწერს. თუმცა, 2004 წელს ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მედისონი უკანუნოდ ნერვული აგენტების არათერაპიული ექსპერიმენტების დროს მოკლეს.[13]
  • 1957 წელი: შეერთებულ შტატებში ზარინის მასობრივი წარმოება შეწყდა, თუმცა არსებული მარაგების ხელახლა გამოხდა 1970 წლამდე გრძელდებოდა.[14]
  • 1976 წელი: ჩილეს სადაზვერვო სამსახურმა ბიოქიმიკოს ეუგენიო ბერიოსს დაავალა ზარინის აირის გაუმჯობესება, რათა ის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში გამოეყენა.[15] დაზვერვის მთავარი ამოცანა, აირის გამოყენების გაადვილება იყო. მოგვიანებით ბერიოსი მოწმობს, რომ ზარინი რამდენიმე მკვლელობისათვის გამოიყენეს.[16][17]
  • 1988 წლის მარტი: ჩრდილოეთ ერაყში ზარინის შემცველი ბომბებით დაიბომბა ეთნიკურად ქურთებით დასახლებული ჰალაბჯა (70 000-იანი მოსახლეობით). დაიღუპა დაახლოებით 5 000 ადამიანი.[18]
  • 1988 წლის აპრილი: ირან-ერაყის ომში ირანული მხარე ოთხჯერ დაიბომბდა ზარინის ბომბებით.
  • 1993 წელი: გაეროს ქიმიური იარაღის კონვენციის 162-მა ხელმომწერმა ქვეყანამ სხვა მრავალ ქიმიურ იარაღთან ერთად, ზარინის წარმოება და გამოყენება აკრძალა. დადგენილება ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს და ზარინის მფლობელ ქვეყნებს მათი განადგურება 2007 წლამდე დაევალათ.[19] დეკლარაციის ძალაში შესვლისას მსოფლიოში 15 047 ტონა ზარინი არსებობდა. 2015 წლის მონაცემებით ამ რაოდენობის 89% განადგურდა.
  • 1994 წელი: მაცუმოტოს ინციდენტის შედეგად, იაპონურმა რელიგიურმა სექტამ 8 ადამიანი მოკლა და 200-მდე დააავადა.
  • 1995 წელი: ტოკიოს მეტროზე ზარინით თავდასხმა; იგივე რელიგიურმა სექტამ ტოკიოს მეტროში 12 ადამიანი მოკლა.
  • 2004 წელს ერაყის ამბოხებისას შეერთებული შტატების სამხედრო კოლონის ახლოს ზარინის შემცველი ბომბი ააფეთქეს. მოიწამლა ორი ჯარისკაცი.[20]
  • 2013 წელი: რიფ-დიმაშკის მუჰაფაზაში სირიის სამოქალაქო ომის[21] დროს გოუთაში თავდასხმის დროს სხვადასხვა წყაროებით დაიღუპა 322-დან[22] 1 729[23] ადამიანამდე.
  • 2017 წელი: ხან-შაიხუნის ქიმიური თავდასხმის შედეგად ქალაქი ხან-შაიხუნი,[24][25][26][27] რომელიც იდლიბის მუჰაფაზაში მდებარეობს, ავიაციამ დაბომბა, შედეგად სამოქალაქო პირები მასობრივად მოიწამლნენ ზარინის ქიმიური გაზით. იდლიბის ჯანმრთელობის ორგანოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 74 ადამიანი და დაშავდა 557-ზე მეტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Sarin (GB). Emergency Response Safety and Health Database. National Institute for Occupational Safety and Health. Accessed April 20, 2009.
  2. "Nearly half a million liters of chemical warfare agents destroyed in two-year operation.", UN Chronicle 31 (3): p. 36, September 1, 1994, https://www.questia.com/magazine/1G1-16435096/nearly-half-a-million-liters-of-chemical-warfare-agents. წაკითხვის თარიღი: December 30, 2015
  3. Kenneth Anderson (September 17, 2013), "A Poisonous Affair: America, Iraq, and the Gassing of Halabja review of A Poisonous Affair: America, Iraq, and the Gassing of Halabja by Joost R. Hiltermann (Cambridge UP 2007)", Lawfare: Hard National Security Choices, https://www.lawfareblog.com/poisonous-affair-america-iraq-and-gassing-halabja-joost-r-hiltermann. წაკითხვის თარიღი: December 30, 2015
  4. Michael Smith (August 26, 2002), "Saddam to be target of Britain's 'E-bomb'", The Daily Telegraph: p. A18, http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/iraq/1405440/Saddam-to-be-target-of-Britains-E-bomb.html. წაკითხვის თარიღი: December 30, 2015
  5. Abu-Qare AW, Abou-Donia MB (October 2002). „Sarin: health effects, metabolism, and methods of analysis“. Food Chem. Toxicol. 40 (10): 1327–33. doi:10.1016/S0278-6915(02)00079-0. PMID 12387297.
  6. Millard CB, Kryger G, Ordentlich A, et al. (June 1999). „Crystal structures of aged phosphonylated acetylcholinesterase: nerve agent reaction products at the atomic level“. Biochemistry. 38 (22): 7032–9. doi:10.1021/bi982678l. PMID 10353814..
  7. Hörnberg, Andreas; Tunemalm, Anna-Karin; Ekström, Fredrik (2007). „Crystal Structures of Acetylcholinesterase in Complex with Organophosphorus Compounds Suggest that the Acyl Pocket Modulates the Aging Reaction by Precluding the Formation of the Trigonal Bipyramidal Transition State†,‡“. Biochemistry. 46 (16): 4815–4825. doi:10.1021/bi0621361. PMID 17402711.
  8. Shim, TM; McDonough JH (May 2000). „Efficacy of biperiden and atropine as anticonvulsant treatment for organophosphorus nerve agent intoxication“. Archives of Toxicology. 74 (3): 165–172. doi:10.1007/s002040050670. PMID 10877003.
  9. Sarin gas as chemical agent – ThinkQuest- Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2007. ციტირების თარიღი: August 13, 2007.
  10. 10.0 10.1 10.2 (2005) US Army Field Manual 3-11.9 Potential Military Chemical/Biological Agents and Compounds. United States Department of Defense. 
  11. (1990) US Army Field Manual 3-9 Potential Military Chemical/Biological Agents and Compounds. United States Department of Defense, გვ. 71. 
  12. Richard J. Evans (2008). The Third Reich at War, 1939–1945. Penguin, გვ. 669. ISBN 978-1-59420-206-3. ციტირების თარიღი: January 13, 2013. 
  13. „Nerve gas death was 'unlawful'. BBC News Online. November 15, 2004.
  14. www.wood.army.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-04-09.
  15. Samuel Blixen, Pinochet's Mad Scientist, Consortium News, January 13, 1999 (ინგლისური)
  16. Townley reveló uso de gas sarín antes de ser expulsado de Chile, El Mercurio, September 19, 2006 (ესპანური)
  17. „Plot to kill Letelier said to involve nerve gas“. New York Times. December 13, 1981. ციტირების თარიღი: June 8, 2015.
  18. „1988: Thousands die in Halabja gas attack“. BBC News. March 16, 1988. ციტირების თარიღი: October 31, 2011.
  19. Convention on the Prohibition of the Development, Production, Stockpiling and Use of Chemical Weapons and on their Destruction. Organisation for the Prohibition of Chemical Weapons. ციტირების თარიღი: March 27, 2011.
  20. „Bomb said to hold deadly sarin gas explodes in Iraq“. MSNBC. May 17, 2004. ციტირების თარიღი: August 3, 2007.
  21. Murphy, Joe (5 September 2013). „Cameron: British scientists have proof deadly sarin gas was used in chemical weapons attack“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2017.
  22. „NGO says 322 died in Syria 'toxic gas' attacks“. AFP. August 25, 2013. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
  23. Bodies still being found after alleged Syria chemical attack: opposition. Dailystar.com.lb. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2019. ციტირების თარიღი: August 24, 2013.
  24. SOHRkhan (14 February 2017). „اشتباكات هيئة تحرير الشام وتنظيم جند الأقصى تخلف نحو 70 قتيل بين الطرفين… والأخير يخسر 9 بلدات وقرى خلال الـ 48 ساعة الفائتة“. Syrian Observatory for Human Rights. ციტირების თარიღი: 5 April 2017.
  25. Charkatli, Izat. (23 February 2017) Over 2,000 radical rebels defect to ISIS following intra-rebel deal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2017.
  26. Search for the dead begins in Idlib after Islamic State-linked brigade leaves for Raqqa. Syria Direct (22 February 2017). ციტირების თარიღი: 5 April 2017.
  27. Chris Tomson. (16 February 2017) Jund al-Aqsa completely besieged by rival rebel factions around two towns in Idlib. al-Masdar News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 3 იანვარი 2020.