შინაარსზე გადასვლა

მეთილამინი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეთილამინი
მეთილამინი: ქიმიური ფორმულა
მეთილამინი: მოლეკულის ხედი
მეთილამინი: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებამეთილამინი[1]
ტრადიციული სახელწოდებაამინომეთანი, მონომეთილამინი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა31.058 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე656.2 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−93.10 °C
დუღილის ტემპერატურა−6.6 დან −6.0 მდე °C
უსაფრთხოება
LD501860
კლასიფიკაცია
CAS 74-89-5
PubChem6329

მეთილამინიორგანული ნივთიერება ფორმულით . ეს უფერო აირი იწარმოება ამიაკისგან, მოლეკულაში ერთი წყალბად ატომის მეთილის რადიკალით ჩანაცვლებით. მეთილამინი არის უმარტივესი პირველადი ამინი. მას აქვს ძლიერი სუნი, თევზის სუნის მსგავსი.

ინდუსტრიული პროდუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ მეთილამინის მიღება ხდება მეთანოლის და ამიაკისგან. კატალიზატორად გამოიყენება ალუმინის სილიკატი (). ამ რეაქციით მიღებულ ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტად ითვლება ტრიმეთილამინი[2].

CH3OH + NH3 → CH3NH2 + H2O

ამ ხერხით 2005 წლის ჩათვლით სინთეზირებული იქნა 115 000 ტონა მეთილამინი.

ლაბორატორიული მეთოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მეთილამინი მიიღო ჩარლზ ადოლფ ვიურცმა 1849 წელს მეთილიზოციანატისგან ()[3][4]. ლაბორატორიაში მეთილამინის მისაღებად გამოიყენება ამონიუმის ქლორიდი და ფორმალდეჰიდი[5].

NH4Cl + H2CO → [CH2=NH2]Cl + H2O
[CH2=NH2]Cl + H2CO + H2O → [CH3NH3]Cl +|HCO2H
[CH3NH3]Cl + NaOH → CH3NH2 + NaCl + H2O

სხვა მეთოდით მეთილამინს იღებენ ნიტრომეთანით, თუთიით და ქლორწყალბადმჟავით[6].

კიდევ სხვა ლაბორატორიული მეთოდით მეთილამინს იღებენ გლიცერინის სპონტანური დეკარბოქსილაციით ძლიერი ტუტის თანაობისას.

მეთილამინს გააჩნია სხვადასხვა შეზღუდვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეთილამინის ყიდვა-გაყიდვა კონტროლდება, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ნარკოტიკ მეტამფეტამინის მისაღებად[7].

  1. (2014) Nomenclature of Organic Chemistry: IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 670. DOI:10.1039/9781849733069-00648. ISBN 978-0-85404-182-4. 
  2. Corbin D.R.; Schwarz S.; Sonnichsen G.C. (1997). „Methylamines synthesis: A review“. Catalysis Today. 37 (24): 71–102. doi:10.1016/S0920-5861(97)00003-5.
  3. Karsten Eller, Erhard Henkes, Roland Rossbacher, Hartmut Höke "Amines, Aliphatic" in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry, Wiley-VCH, Weinheim, 2005. doi:10.1002/14356007.a02_001
  4. Charles-Adolphe Wurtz (1849) "Sur une série d'alcalis organiques homologues avec l'ammoniaque" (On a series of homologous organic alkalis containing ammonia), Comptes rendus … , 28 : 223-226. Note: Wurtz's empirical formula for methylamine is incorrect because chemists in that era used an incorrect atomic mass for carbon (6 instead of 12).
  5. Marvel, C. S.; Jenkins, R. L. (1941). "Methylamine Hydrochloride". Organic Syntheses.; Collective Volume, 1, p. 347
  6. (1937) Laboratory Methods of Organic Chemistry. Edinburgh, UK: R & R Clark, Limited, გვ. 157–158. 
  7. Frank, R. S (1983). „The Clandestine Drug Laboratory Situation in the United States“. Journal of Forensic Sciences. 28: 12235J. doi:10.1520/JFS12235J.