სარანსკი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სარანსკი რუს. Саранск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | მორდვეთი | ||||
შიდა დაყოფა | Q19915751? | ||||
კოორდინატები | 54°11′00″ ჩ. გ. 45°11′00″ ა. გ. / 54.18333° ჩ. გ. 45.18333° ა. გ. | ||||
მმართველი | Pyotr Tultayev[1] | ||||
დაარსდა | 1641 | ||||
პირველი ხსენება | 1641 | ||||
ფართობი | 81.478 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 160 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 318 841 (1 იანვარი, 2018)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 8342 | ||||
საფოსტო ინდექსი | 430000–430034 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.adm-saransk.ru/ | ||||
სარანსკი (რუს. Саранск; მოქშა Саранош; ერზ. Саран ош) — მორდვეთის დედაქალაქი (რუსეთი) და ასევე მისი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს ვოლგას აუზში, ინსარის და სარანკას შესართავთან. მოსკოვიდან აღმოსავლეთით 630 კილომეტრში. სარანსკა იყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ ერთი ოფიციალური მასპინძელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგიალს 1641 წელს დაარსებულმა რუსულმა ციხემ სახელი ატემარი მის მახლობლად მდებარე მორდვული სოფლიდან აიღო. იმ დროს ეს ციხე წარმოადგენდა რუსეთის სამეფოს აღმოსავლეთ საზღვარს. დღევანდელი სახელი აღნიშნავს ქალაქის მდებარეობას მდინარე სარანკაზე. დაარსებისთანავე ქალაქი მიმდებარე ერზიების სოფლებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახდა. 1708 წელს სარანსკი შეუერთეს აზოვის პროვინციას, ხოლო მოგვიანებით ყაზანის გუბერნიას. 1780 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და გადაეცა პენზის გუბერნიას. 1797 წლის 11 ოქტომბერს, პენზის გუბერნია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო. მათშორის ერთ-ერთი იყო სიმბირსკის ბუბერნია რომელიც მოიცავდა სარანსკს და ინსარის მაზრებს. ალექსანდრე I-ის ბრძანებით, პენზას გუბერნია ისევ აღდგა და ათ მაზრად დაიყო.[3]
1928 წელს სარანსკი იყო ახლად შექმნილი მორდვეთის ეროვნული ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც 1930 წელს გახდა მორდვეთის ავტონომიური ობლასტი. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს სარანსკი მოსკომისთვის ბრძოლის ფფრონტის სიახლოვეს იყო, თუმცა ქალაქში ვერმახტის ძალები არასოდეს შესულან. 1960-1970-იან წლებში საბჭოთა არქიტექტორებმა აღადგინეს ქალაქის ძველი ცენტრი. დაგეგმეს ფართო ქუჩები და მასიური საცხოვრებელი კომპლექსები.
სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარანსკი მორდვეთის დედაქალაქია.[4] რუსეთის ადმინისტრაციული დაყოფის ფარგლებში სამ დაბასთან (ლუხოვკა, ნიკოლაევკა და იალგა) და ცამეტ სოფელთან ერთად ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქს წარმოადგენს.[5] მუნიციპალური მმართველობის თვალსაზრისით რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქი სარანსკი გაერთიანებულია სარანსკის ურბანულ ოკრუგში.[6]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარანსკს სტანდარტულზე უფრო ცივი ნოტიო კონტინენტური კლიმატი აქვს (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Dfb).[7] თბილი, მაგრამა არაცხელი და ცივი ზამთრებით. წელიწადში საშუალოდ ხუთი თვე ყინვებია. გარდამავალი პერიოდებია რის ძალიან ხანმოკლე და მხოლოდ აპრილსა და ოქტომბერში 0-10 გრადუს ცელსიუსში მერყეობს.
ჰავის მონაცემები — სარანსკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 4.8 | 14.0 | 16.3 | 28.9 | 34.0 | 36.1 | 38.0 | 39.4 | 32.3 | 23.0 | 13.9 | 7.1 | 39.4 |
საშუალო მაღალი °C | −6.7 | −4.9 | 0.4 | 11.7 | 21.4 | 23.6 | 25.9 | 24.7 | 17.8 | 9.3 | 1.0 | −3.5 | 10.0 |
საშუალო დღიური °C | −9.6 | −8.2 | −3.4 | 6.1 | 15.0 | 17.7 | 19.9 | 18.4 | 12.4 | 5.4 | −1.7 | −5.9 | 5.5 |
საშუალო დაბალი °C | −12.4 | −11.2 | −6.8 | 1.4 | 9.1 | 12.0 | 14.2 | 13.0 | 7.9 | 2.4 | −4.0 | −8.3 | 1.5 |
რეკორდულად დაბალი °C | −34.0 | −36.0 | −24.6 | −17.6 | −5.4 | 1.1 | 5.7 | 0.0 | −5.0 | −14.0 | −24.0 | −34.0 | −36.0 |
საშუალო ნალექი (მმ) | 34 | 29 | 27 | 36 | 34 | 47 | 52 | 57 | 42 | 42 | 30 | 40 | 471 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 15.0 | 12.2 | 13.0 | 11.3 | 12.8 | 16.5 | 15.7 | 13.5 | 11.9 | 12.7 | 12.7 | 14.9 | 162.2 |
წყარო: [8] |
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარანსკში სამრეწველო საქმიანობა მოიცავს შემდეგ წარმოებებს: ელექტრი გაყვანილობები, ქიმიური მრეწველობა, ტექსტილის წარმოება, საკვების გადამუშავება, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია. ქალაქს აქვს თერმული ელექტრო სადგური. ქალაქში მუშაობს საკონდიტრო ფაბრინა ლამზური.
განსაკუთრებით გამორჩეული სამრეწველო საწარმოებია: ელექტრონული ქარხანა ლისმა სადაც დაახლოებით 12 000 ადამიანია დსაქმებული, ბიოქიმიური ფარმაცევტული საწარმო, რეზინის საწარმო Rezinotekhnika, ელექტრო კაბელების საწარმოები Saranskkabel და ელექტორ კომპონენტების მწარმოებელი Elektrovypryamitel რომელიც ასევე მცირე რაოდენობით ტელევიზორებს უშვებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://adm-saransk.ru/about/glava/
- ↑ 26. Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года — სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური.
- ↑ ПЕНЗЕНСКАЯ ГУБЕРНИЯ — информация на портале Энциклопедия Всемирная история. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2020. ციტირების თარიღი: November 24, 2018
- ↑ Constitution of the Republic of Mordovia, Article 109
- ↑ Law #7-Z
- ↑ Law #114-Z
- ↑ Saransk, Mordovia, Russia Climate Summary. Weatherbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 27 March 2015
- ↑ Saransk, Mordovia, Russia Temperature Averages. Weatherbase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 27 March 2015