იოსებ სტალინი
იოსებ სტალინი | |
სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი, 1952 – 5 მარტი, 1953 | |
მემკვიდრე | ნიკიტა ხრუშჩოვი (როგორც სკკპ ცკ-ს პირველი მდივანი) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 თებერვალი, 1934 – 14 ოქტომბერი, 1952 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აპრილი, 1922 – 10 თებერვალი, 1934 | |
წინამორბედი | ვიაჩესლავ მოლოტოვი (როგორც რკპ (ბ) ცკ-ს პ/მდივანი) |
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი, 1946 – 15 მარტი, 1953 | |
მემკვიდრე | გიორგი მალენკოვი |
საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 1941 – 15 მარტი, 1946 | |
წინამორბედი | ვიაჩესლავ მოლოტოვი |
საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ივნისი, 1941 – 4 სექტემბერი, 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაწესებულია |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმებულია |
საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი, 1946 – 3 მარტი, 1947 | |
მემკვიდრე | ნიკოლაი ბულგანინი |
დაბადებული | 18 დეკემბერი, 1878 გორი თბილისის გუბერნია რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 5 მარტი, 1953 კუნცევო მოსკოვი რუსეთის სფსრ |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | კომუნისტური პარტია |
მამა | ბესარიონ ჯუღაშვილი |
დედა | კეკე გელაძე |
მეუღლე | კატო სვანიძე (1906–1907) ნადეჟდა ალილუევა (1919–1932) |
შვილები | იაკობ ჯუღაშვილი ვასილი სტალინი სვეტლანა ალილუევა |
განათლება | თბილისის სასულიერო სემინარია |
რელიგია | ათეისტი[1] |
ჯილდოები | ორდენები: წითელი დროშის ლენინის სუვოროვის (I ხარისხი) გამარჯვების იაპონიაზე გამარჯვებისათვის თეთრი ლომის (I ხარისხი) ოქროს ვარსკვლავი |
ხელმოწერა |
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 6 (18) დეკემბერი, ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი, 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სტალინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება ტოტალიტარული რეჟიმის შექმნა და პასუხისმგებლობა მასობრივ რეპრესიებზე, ეთნიკურ წმენდებზე, ხალხთა მასობრივ დეპორტაციებზე, ასობით ათას სიკვდილით დასჯაზე და მასობრივ შიმშილზე, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, 1878 წლის 18 დეკემბერს, (ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი) თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები, გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.
1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ინგლისელი ისტორიკოსი საიმონ სებაგ-მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სემინარიაში სწავლისას სტალინმა თავი გამოავლინა, როგორც ძალიან ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელსაც მაღალი შეფასება ჰქონდა ყველა საგანში, მათ შორის მათემატიკაში, თეოლოგიაში, ბერძნულ ენასა და რუსულ ენაში. სტალინი გატაცებული იყო პოეზიით და ახალგაზრდობაში თავად წერდა ლექსებს ქართულ ენაზე.[2]
ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გიორგი პლეხანოვის შრომები.
ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება. გაწევრიანდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციაში, სადაც დაუპირისპირდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. ამის გამო გარიცხა პარტიულმა სასამართლომ. თბილისიდან გადავიდა ბათუმში, სადაც ცივად მიიღეს, რის შემდეგაც გადავიდა ბაქოში.[3]მონაწილეობდა გაზეთების „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩის“ გამოცემაში. ბაქოდან მალე დაბრუნდა ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუშათა გაფიცვაში, რის გამოც დააპატიმრეს და მოათვასეს ქუთაისის ციხეში. 1903 წლის სექტემბერში გადაასახლეს რუსეთში. რსდმპ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. 1905 წელს იყო რსდმპ I ყრილობის დელეგატი ტამპერეში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. 1906 წელს ჩავიდა რსდმპ IV ყრილობაზე, როგორც ბორჩალოს დელეგატი, მაგრამ რამდენადაც ბორჩალოში პარტიული ორგანიზაცია არ არსებობდა, ის არ დაუშვა სამანდატო კომისიამ და ყრილობაში მონააწილეობა მიიღო მხოლოდ სათათბირო ხმით. მისი მანდატი სადავო იყო რსდმპ V ყრილობაზეც, თუმცა აქ სამანდატო კომისიამ ის დაუშვა დელეგატად.[3]
ცხოვრობდა ბაქოში. დაპირისპირებული იყო კავკასიაში ბოლშევიკების ლიდერ სტეფანე შაუმიანთან. ბაქოში დააპატიმრეს, მაგრამ მოახერხა გაქცევა. ამის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა რუსეთის შიდა ტერიტორიებზე და იშვიათად ჩადიოდა კავკასიაში.[3]
1912 წელს სრულიად რუსეთის ბოლშევიკების VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912–1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში — „ზვეზდა“ და „პრავდა“. მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. აღნიშნულ შრომას ლენინმა მაღალი შეფასება მისცა. 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.
რევოლუციის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც იგი მაშინვე შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და „პრავდის“ რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშითა და მოხსენებით მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს — სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917–1923). ერთდროულად, 1919–1922 წლებში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.
სამოქალაქო ომისა (1917–1923) და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918–20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით „პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში“. 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.
სსრ კავშირის შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის კომპარტია |
---|
სსრკ |
პარტიის ორგანიზაცია |
ლიდერები |
სხვა თემები |
სია
|
სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა — წამოაყენა „ავტონომიზაციის“ პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი ლენინმა გააკრიტიკა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა დაუჭირა მხარი ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.
პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“.
სსრ კავშირის სათავეში მოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის საკითხებისათვის“ (1926), „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“ (1926), „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“ (1929), „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ (1929) და სხვ.
საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.
ინდუსტრიალიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული და მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.
სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს — სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.
1935–1938 წლების მასობრივი რეპრესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935–1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. სახელმწიფო სამსახურებმა დააპატიმრეს „ხალხის მტრები“, რომლებსაც უცხო ქვეყნების ჯაშუშობასა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.
ამ მოვლენებს თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან, მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მემარჯვენეები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.
მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალაქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.
გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. კულაკები.
მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.
ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.
თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. „ტროიკები“ („სამეულები“) რომლებსაც „ოპერატიულად“ გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).
ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.[4]
1930-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა რუსული ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, თითქმის მთლიანად გაანადგურა: 1939 წლისათვის, სტალინის ბრძანებით განადგურებული იყო მრავალი ეკლესია,[5] ათობით ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი რეპრესირებული და მოკლული იყო. 1937-1938 წლების ტერორისას 100,000-ზე მეტი დახვრიტეს.[6][7] მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა და მას აღდგენის საშუალება მისცა, როგორც პატრიოტულ ორგანიზაციას. ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ აღიარა საბჭოთა მთავრობა და სტალინი, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული მართლმადიდებლური წარმომადგელობების მხრიდან მათი სქიზმა მოჰყვა.
სტალინის მმართველობისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც: კათოლიკეებმა, ბაპტისტებმა, მუსლიმებმა, ბუდისტებმა, იუდეველებმა. მოხდა ათასობით ბერის რეპრესია, განადგურდა ასობით სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი და სხვა რელიგიური დაწესებულება.[8][9][10][11][12]
სტალინის კულტის ჩამოყალიბება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.
სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში „პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ“ პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიებათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით,[13] „გამარჯვების“ 2 ორდენით,[14] 3 წითელი დროშის ორდენით,[15] სუვოროვის I ხარისხის ორდენით,[16] აგრეთვე მედლებით.[17]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულენოვანი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიროვნების კულტისა და მისი შედეგების დაძლევის შესახებ. სკკპ ცკ დადგენილება. 1956 წლის 30 ივნისი, თბ., 1956
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია, თბ., 1973
- ქსე, ტ. 9, გვ. 545-545, თბ., 1985
- ვასაძე, აკაკი. სამი დღე იოსებ სტალინთან (მოგონებები). თბილისი, 1990
- რიბინი, ალექსეი. სიმართლე სტალინზე (პირადი მცველის ჩანაწერები). თბილისი : შპს „ურანი“, 1997
- სოლოვიოვი, ბორის; სუხოდეევი, ვლადიმერ. უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი. თბილისი, 2002
- ღლონტი, ალექსანდრე (რედ.) (1937). ლენინი და სტალინი ქართულ ფოლკლორში. თბილისი: სახელგამი, საქ. სსრ სახკომსაბჭოს სტამბა. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.
- ბენაშვილი, დიმიტრი (რედ.) (1939). ლენინი და სტალინი ქართულ პოეტურ ფოლკლორში. თბილისი: ფედერაცია. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
- დადიანი, შალვა (1940). სტალინი ჭიათურაში : ნარკვევი. თბილისი: სახელგამი, პოლიტლიტერატურის სექტორი. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.
- იორდანაშვილი, მ.; მელაძე, მ.; ბახტაძე, კ.; ეგორაშვილი, ლ. (1941) ი.ბ. სტალინი ქართულ პოეზიაში : ბიბლიოგრაფია. თბილისი. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.
- ავტორხანოვი, აბდურახმან (1990). სტალინის სიკვდილის საიდუმლო : ბერიას შეთქმულება. თბილისი: საქინფორმკინო. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
- ცქიტიშვილი, კარლო; ვეშაპელი, თინათინ; გაბელაია, ალეკო (1990) მე – იოსებ სტალინი. თბილისი: წიგნის მოყვარულთა საზოგადოება.
- უსპენსკი, ვლადიმერ (1991). ბელადის საიდუმლო მრჩეველი. ქუთაისი: გამომცემლობა „სარანგი“. ციტირების თარიღი: 2018-05-27. დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine.
- ჯილასი, მილოვან (1991). საუბრები სტალინთან. თბილისი: გამომცემლობა „მერანი“.
- ბეგიაშვილი, ლერი (შემდგენელ-რედაქტორი) (1993). გასაუბრება იოსებ ბესარიონის ძე სტალინთან. თბილისი: კახეთის ლიტერატურული ასოციაცია. დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine.
- ჩინჩალაძე, რუბენ (შემდ.); მშვენიერაძე, გივი (შემდ.); კუხიანიძე, ზურაბ (რედ.) (1995) ნამდვილი სტალინი. ქუთაისი: გამომცემლობა „საქართველო“.
- ბარამიძე, ნოდარ (1997). სტალინის დახასიათების საიდუმლოებანი. ბათუმი: გამომცემლობა „აჭარა“.
- ჟუხრაი, ვლადიმერ (1997). სტალინი: სიმართლე და სიცრუე. თბილისი: გამომცემლობა „დიადემა“.
- კირტავა, ამბროსი (1998). სტალინი წყალტუბოში. ქუთაისი: გამომცემლობა „საქართველო“.
- გოგოლიშვილი, მამია (1998). შეხვედრა სტალინთან ანუ რაც მინახავს და მიკეთებია. ბათუმი: გამომცემლობა „აჭარა“. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine.
- გურული, ვახტანგ (2000). სტალინის დიდი ექსპერიმენტი : მასალები პოლიტიკური პორტრეტისათვის. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine. ISBN 99928-22-07-4
- ნიკოლეიშვილი, ავთანდილ (2000). ეროვნული საკითხი სტალინის ნააზრევში. ქუთაისი: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 99928-79-14-9
- გარდაფხაძე, კარლო (2002). მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები სტალინის შესახებ. თბილისი: „გამომცემლობა სამშობლო“. ISBN 99928-26-86-X
- სუვოროვი, ვიქტორ (2003). წმენდა. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. ISBN 99928-32-16-9
- სანიკიძე, დავით (2006). სტალინის პიროვნების კულტი და საქართველო. თბილისი.
- ირემაშვილი, იოსებ (2006). სტალინი და საქართველოს ტრაგედია = Stalin und die Tragödie Georgiens. თბილისი: შპს „ფავორიტი“. დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine. ISBN 99928-69-19-4
- სებაგ-მონტეფიორე, საიმონ (2009). ახალგაზრდა სტალინი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
- სებაგ-მონტეფიორე, საიმონ (2009). ახალგაზრდა სტალინი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. დაარქივებული 2017-07-17 საიტზე Wayback Machine.
- დოლიძე, მამია (2010). მეორე მსოფლიო ომი : (ეპოპეა XX საუკუნეში) : უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი, იოსებ სტალინი. თბილისი. დაარქივებული 2020-11-28 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9-941-01825-1
- ახუაშვილი, იაკობ (2011). სტალინი „ფარული ხელის“ გარემოცვაში. თბილისი. დაარქივებული 2020-08-08 საიტზე Wayback Machine.
- ვასაძე, აკაკი (2012). შეხვედრა სტალინთან : (მოგონებები, ფიქრები). თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
- ჩარკვიანი, გელა (2013). ინტერვიუ მამასთან : კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერიას და გვიანდელი სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ. თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9-941-44533-0
- დოიჩერი, ისააკ (2014). სტალინი – პოლიტიკური ბიოგრაფია. ნაწილი I. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
- დოიჩერი, ისააკ (2014). სტალინი – პოლიტიკური ბიოგრაფია. ნაწილი II. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი.
- სნაიდერი, ტიმოთი (2014). სისხლიანი მიწები : ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის. თბილისი: საუნჯე. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9-941-45167-6
- კოპალეიშვილი, ტიტე (2015). ფიქრები სტალინზე და საქართველოზე. თბილისი.
- ჩარკვიანი, კანდიდ (2015). სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები. თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“.
- რობაქიძე, გრიგოლ (2015). ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი. თბილისი: გამომცემლობა „არტანუჯი“.
- ჯუღაშვილი, ევგენი (2016). პაპაჩემი სტალინი – აკრძალული მემუარები. თბილისი: გამომცემლობა „აზრი“.
- ონიანი, გრიგოლ (2016). სტალინი. თბილისი: გამომცემლობა „სეზანი“. ISBN 99410-85-23-4
- დაუშვილი, ალექსანდრე (2016). სტალინი. თბილისი: „გამომცემლობა პალიტრა L“.
- დარჩია, ბორის (2017). ქართული ლიტერატურის მოღვაწენი და იოსებ სტალინი. თბილისი. დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
რუსულენოვანი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- XX съезд КПСС Стенографич. отчет, т. 1–2 М., 1956
- История КПСС т. 1–5, М., 1964–70
- Волкогонов, Дмитрий (1989). Триумф и трагедия. Книга I. Часть 1. М.: АПН.
- Волкогонов, Дмитрий (1989). Триумф и трагедия. Книга I. Часть 2. М.: АПН.
- Волкогонов, Дмитрий (1989). Триумф и трагедия. Книга II. Часть 1. М.: АПН.
- Волкогонов, Дмитрий (1989). Триумф и трагедия. Книга II. Часть 2. М.: АПН.
- Волкогонов, Дмитрий (2013). Сталин. Триумф и трагедия. М.: Издательство Эксмо. ISBN 978-5-699-61779-1
- Жухрай, Владимир (1998). Сталин: правда и ложь. М.: Сварогъ.
- Троцкий, Лев (1996). Сталин (Том I). М.: "Терра". ISBN 5-300-00588-6 ISBN 5-300-00589-4
- Троцкий, Лев (1996). Сталин (Том II). М.: "Терра". ISBN 5-300-00590-8 ISBN 5-300-00588-6
- Троцкий, Лев; Дойчер, Исаак; Клифф, Тони (2013) Сталин. Красный «царь» (сборник). М.: Алгоритм. ISBN 9785443804170
- Пыхалов, Игорь (2005). Великая Оболганная война. М.: Изд. «Яуза», Изд. «Эксмо». ISBN 56991-09-13-7 ISBN 978-5-6991-0913-5
- Пыхалов, Игорь (2007). Время Сталина: факты против мифов. М.: Издательский дом «Казачий курень». ISBN 59245-00-02-0 ISBN 978-5-9245-0002-7
- Пыхалов, Игорь (2008). За что Сталин выселял народы?. М.: Яуза-пресс. ISBN 978-5-9955-0017-9 ISBN 978-5-9955-0149-7
- Пыхалов, Игорь; Дюков, Александр (2008) Великая оболганная война-2. Нам не за что каяться!. М.: Яуза, Эксмо. ISBN 978-5-699-25622-8
- Пыхалов, Игорь (2008). Сталинские депортации – преступный произвол или справедливое возмездие?. М.: Яуза-пресс. ISBN 978-5-9955-0251-7
- Пыхалов, Игорь (2010). Великий оболганный Вождь. Ложь и правда о Сталине. М.: Яуза-пресс. ISBN 978-5-9955-0157-2 ISBN 978-5-995-50347-7
- Пыхалов, Игорь (2011). За что сажали при Сталине. Невинны ли «жертвы репрессий»?. М.: Яуза-пресс. ISBN 978-5-9955-0310-1
- Пыхалов, Игорь (2012). Самые подлые мифы о Сталине. Клеветникам Вождя. М.: Издательство «Яуза-пресс». ISBN 978-5-9955-0485-6
- Пыхалов, Игорь (2012). Клевета на Сталина. Факты против лжи о Вожде. М.: Яуза-пресс. ISBN 978-5-995-50409-2 ISBN 978-5-995-50445-0
- Пыхалов, Игорь (2013). Реванш Сталина. Вернуть русские земли!. М.: Алгоритм. ISBN 978-5-4438-0261-9
- Пыхалов, Игорь (2013). Сталин без лжи. Противоядие от «либеральной» заразы. М.: Яуза-Пресс. ISBN 978-5-9955-0531-0
- Ерофеев, Виктор (2017). Хороший Сталин. М.: Рипол Классик. ISBN 53860-82-14-0 ISBN 978-5-3860-8214-7
ინგლისურენოვანი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fainsod, Jerry F.; Hough, Merle (1979) How the Soviet Union is Governed. Cambridge: Harvard University Press. ISBN 978-0-674-41030-5.
- Haslam, Jonathan (1979). „The Comintern and the Origins of the Popular Front 1934–1935“. The Historical Journal. 22 (3): 673–691. doi:10.1017/s0018246x00017039. ISSN 0018-246X.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Pinkus, Benjamin (1984). The Soviet Government and the Jews 1948–1967: A Documented Study. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-24713-6.
- Himmer, Robert (1986). „On the Origin and Significance of the Name "Stalin"“. The Russian Review. 45 (3): 269–286.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Volkogonov, Dimitri (1991). Stalin: Triumph and Tragedy. London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 978-0297810803.
- Conquest, Robert (1991). Stalin: Breaker of Nations. New York and London: Penguin. ISBN 978-0-140-16953-9
- Etinger, Iakov (1995). Jews and Jewish Life in Russia and the Soviet Union, The Cummings Center Series. Ilford: Frank Cass, გვ. 103–124. ISBN 0-7146-4619-9.
- Rappaport, Helen (1999). Joseph Stalin: A Biographical Companion. Santa Barbara: ABC-Clio. ISBN 978-1-57607-084-0.
- Sandle, Mark (1999). A Short History of Soviet Socialism. London: UCL Press. DOI:10.4324/9780203500279. ISBN 978-1-85728-355-6.
- Boobbyer, Phillip (2000). The Stalin Era. Routledge. ISBN 0-7679-0056-1.
- Brackman, Roman (2001). The Secret File of Joseph Stalin: A Hidden Life. London and Portland: Frank Cass Publishers. ISBN 978-0-714-65050-0
- McCauley, Martin (2003). Stalin and Stalinism, third, Harlow and London: Pearson. ISBN 978-0-582-50587-2.
- Davies, Norman (2003). White Eagle, Red Star: The Polish-Soviet War 1919-20 and 'the Miracle on the Vistula'. London: Pimlico. ISBN 978-0712606943.
- Montefiore, Simon Sebag (2003). Stalin: The Court of the Red Tsar. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-1-842-12726-1.
- Brent, Jonathan; Naumov, Vladimir (2004) Stalin's Last Crime: The Plot Against the Jewish Doctors, 1948–1953. New York: HarperCollins. ISBN 978-0-062-01367-5
- Overy, Richard J. (2004). The Dictators: Hitler's Germany and Stalin's Russia. London: Allen Lane. ISBN 978-0-393-02030-4.
- Service, Robert (2004). Stalin: A Biography. London: Macmillan. ISBN 978-0-333-72627-3.
- Davies, Robert; Wheatcroft, Stephen (2004) The Industrialisation of Soviet Russia Volume 5: The Years of Hunger: Soviet Agriculture 1931–1933. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-23855-8.
- Kuromiya, Hiroaki (2005). Stalin. Profiles In Power. New York: Pearson/Longman. ISBN 05827-84-79-4
- McDermott, Kevin (2006). Stalin: Revolutionary in an Era of War. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-333-71122-4.
- Roberts, Geoffrey (2006). Stalin's Wars: From World War to Cold War, 1939–1953. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-15040-7.
- Davies, Robert; Wheatcroft, Stephen (2006). „Stalin and the Soviet Famine of 1932–33: A Reply to Ellman“. Europe-Asia Studies. 58 (4): 625–633. JSTOR 20451229.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Leffler, Melvyn P. (2007). For the Soul of Mankind: The United States, the Soviet Union, and the Cold War. New York: Macmillan. ISBN 978-1-429-96409-8
- Montefiore, Simon Sebag (2007). Young Stalin. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-85068-7.
- Gellately, Robert (2007). Lenin, Stalin, and Hitler: The Age of Social Catastrophe. London: Jonathan Cape. ISBN 978-0-224-06283-1.
- Khlevniuk, Oleg V. (2008). Master of the House: Stalin and His Inner Circle. New Haven and London: Yale University Press. ISBN 03001-10-66-9
- Conquest, Robert (2008). The Great Terror: A Reassessment, fortieth anniversary, Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 978-0-195-31699-5.
- Wettig, Gerhard (2008). Stalin and the Cold War in Europe. Lanham: Rowman & Littlefield. ISBN 978-0-742-55542-6.
- Li, Hua-yu (2009) Reactions of Chinese Citizens to the Death of Stalin: Internal Communist Party Reports. Vol. 11, No. 2, pp. 70–88
- Snyder, Timothy (2010). Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York: Vintage Books. ISBN 978-1-407-07550-1.
- Kotkin, Stephen (2014). Stalin: Paradoxes of Power, 1878–1928. London: Allen Lane. ISBN 978-0-713-99944-0.
- Fitzpatrick, Sheila (2015). On Stalin's Team: The Years of Living Dangerously in Soviet Politics. Carlton: Melbourne University Press. ISBN 978-1-400-87421-7.
- Khlevniuk, Oleg V. (2015). Stalin: New Biography of a Dictator. New Haven and London: Yale University Press. ISBN 978-0-300-16388-9.
- Kotkin, Stephen (2017). Stalin: Waiting for Hitler, 1929–1941. New York: Penguin. ISBN 1594203806.
- Werth, Alexander (2017). Russia at War, 1941–1945: A History. New York: Skyhorse Publishing. ISBN 15107-16-27-0 ISBN 978-1-5107-1627-8
გერმანულენოვანი გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Iremaschwili, Joseph (1932). Stalin und die Tragödie Georgiens. Berlin: Selbstverl..
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
იოსებ სტალინი ვიკიციტატებში | |
იოსებ სტალინი ვიკისაწყობში |
- იოსებ სტალინი
- იოსებ სტალინი
- სტალინი
- სტალინის სახლ-მუზეუმი
- ი. ბ. სტალინი. თხზულებათა კრებული. ტომი 1
- ი. ბ. სტალინი. თხზულებათა კრებული. ტომი 2
- ი. ბ. სტალინი. თხზულებათა სრული კრებული. ტ. 1-18
- ი. ბ. სტალინი. თხზულებათა სრული კრებული. ტ. 1-16
- ი. ბ. სტალინზე შექმნილი სიმღერების არქივი
- ი. ბ. სტალინი (აუდიო, ვიდეო, ტექსტური და სხვა მასალები) – Internet Archive
ტექსტური მასალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბიბლიოთეკო რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულენოვანი მედია რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტალინური სიები საქართველოდან – დახვრეტილთა არდასავიწყებელი ამბავი
- ცოცხალი ჰიტლერი, როგორც სტალინის ლაზიერი ცივ ომში
- რუსეთში გამოკითხულთა 57%-ს სტალინი „ბრძენ ხელმძღვანელად“ მიაჩნია
- ჯორჯ მარშალი – ევროპის დავიწყებული მამა
- 9 მაისი: ვიზეიმოთ თუ ვიგლოვოთ?
- „ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს ელექტორატის შენარჩუნების ცდუნებას“
- ჰიტლერული ბლიცკრიგის ხელახალი ანალიზი
- (რელიგიური) ერებისა და (ქართული) ბრბოს ფსიქოლოგია
- რა კვალი დაამჩნია სტალინმა საქართველოს
- სტალინგრადი 75 წლის შემდეგ
- დაცინვის პატივი
- რუსეთი აღნიშნავს სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 75-ე წლისთავს
- ვის არ სურს რუსეთში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება
- ნადავლი ფილმები
- კომპ(ერთ)პარტიული მემკვიდრეობა და მესიანიზმი
- სტალინის დაბადების დღე გორში
- სტალინის დაბადების დღეს ულტიმატუმი ხელისუფლებას
- სამყარო, რომელიც კაფკასაც კი განაცვიფრებდა
- სტალინის მთავარი შეცდომა ომის წინ
- მწერალი, მოსწავლეები და ევროპული ღირებულებები
- გორში სტალინისტებისა და ანტისტალინისტების მოსაზრება ბელადის განსასვენებელთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა
- კადიროვი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს გადაეცეს სტალინის ნეშტი
- რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი მოითხოვს დოპინგზე ინფორმაციის გამავრცელებელი პირის „დახვრეტას“
- მითხარი, რას ზეიმობ და გეტყვი, ვინ ხარ შენ
- სტეფან კურტუა: ქართველ მენშევიკთა მთავრობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სოციალისტურ წრეებში
- რეპრესიების მოწმე საგნები
- სტალინის ძეგლის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში
- კუნდერას უმნიშვნელობისა და არასერიოზულობის დეკადანსი
- ენ ეპლბაუმი უკრაინის ჰოლოდომორზე: „ვფიქრობ, ეს გენოციდი იყო“
- „ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლი“
- 1947 წლის 26 მაისს, სტალინის თავში
- გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი
- სტალინი მოსკოვსა და რუსეთში
- ლავრენტი ბერიას „დინამო“
- ცხოვრება მხიარულია
- რა განძს ინახავს ხელოვნების მუზეუმი
- სტალინის მეორე სიკვდილი
- წმინდანები, სტალინი და ქართული იდენტობა
- წმინდანები, სტალინი და ქართული იდენტობა (მოხსენება თემაზე „სტალინის მუზეუმის წარსული და მომავალი“)
- რევიზიონისტებსა და სხვა რჯულის კონსპირატოლოგებზე
- რატომ უნდა იყო ფრთხილად რუსეთში კომენტარების წერისას
- 25 წელი საბჭოთა კავშირის გარეშე
- მოსკოვში გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი, ევგენი ჯუღაშვილი
- მარო მაყაშვილი სტალინის ნაცვლად
- დღე, როცა სტალინის პირველი ძეგლი ჩამოაგდეს
- ბელადები – ფსკერზე
- დემოკრატიის რთული, მაგრამ შედეგიანი გზა
- ლევან ცუცქირიძე პროექტზე – „13 მითი სტალინის შესახებ“
- სტალინი კვლავ პრაღაშია
- გორში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა დღის წესრიგში დგება
- „სადღესასწაულო“ დაპირისპირება გორში
ციფრული არქივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yale University Press – Stalin Digital Archive
- University of Pittsburgh – Stalinka: Digital Library of Staliniana
- ი. ბ. სტალინის ინტერნეტ ბიბლიოთეკა – Stalin Internet Library
- ი. ბ. სტალინის ინტერნეტ არქივი – Joseph Stalin Internet Archive
ფოტოარქივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pinterest by World War Items
- Pinterest by Kenneth
- Pinterest by Пётр Никитин
- Getty Images – Stalin Pictures and Images
- Getty Images – Stalin Pictures and Images
- Getty Images – Joseph Stalin Photo Gallery
- Getty Images – Joseph Stalin Pictures and Images
ვიდეოარქივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულენოვანი ვიდეო მასალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული დოკუმენტალისტიკა – 1924 წლის დაისი – პირველი არხი – ფილმები
- ახალგაზრდა სტალინი – VakhoSanaiasReport
- შეხვედრა წარსულთან (კანდიდ ჩარკვიანი სტალინის შესახებ) – Fitter Happier
ინგლისურენოვანი ვიდეო მასალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Death of Stalin
- Stalin: Inside the Terror – Dr Alan Brown
- Stalin's Final Speech 1952 – Scott W. Palmer
- Red Army Parade (1945 – English) – bydloscum
- Double life of Joseph Stalin – Телеканал СТБ
- Mystery of Stalin's Death (RT Documentary) – RT
- Apocalypse – Stalin Documentary – Nikola Raider
- Biography of Soviet Leader Joseph Stalin – For All
- A Portrait of Stalin: Mind Control – georgeweatherby
- A Portrait of Stalin: Secret Police – georgeweatherby
- BBC Horizon – Stalin, Inside The Terror – Abram Ivanov
- Stalin's Bodyguard Talks About Stalin – TheFinnishBolshevik
- Soviet Files: The Mystery of Stalin's Death – RT Documentary
- NBC News White Paper: The Death of Stalin – 1963 – YorkVid
- The Private Life of Joseph Stalin (full documentary) – docukino
- The Startling Truth Behind Stalin's Last Plot – The Film Archives
- Stalin, Volume I: Paradoxes of Power, 1878–1928 – Ellison Center
- Biography Joseph Stalin Red Terror Documentary – History Of Wars
- Joshua Rubenstein | "The Last Days of Stalin" – Harvard Law School
- Stalin's Great Terror. An interview with Prof. J. Arch Getty (UCLA) – The Faculties
- Stalin Documentary on the Real Life and Reign of Joseph Stalin – BBC Documentary
- Inside The Stalin Archives: The Secrets of The Great Terror – Massachusetts School of Law at Andover
რუსულენოვანი ვიდეო მასალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწილი პირველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- А. А. Зиновьев о Сталине и сталинизме – vikinformburo
- Александр Бурдонский, режиссёр-постановщик, внук Сталина
- Александр Бурдонский. "В гостях у Дмитрия Гордона". 1/2 (2013) 2/2 (2013)
- Андрей Фурсов – Убийство Сталина – Берия, Хрущев – insight attitude
- Антисталинисты впадают в истерику – RedPenza
- Апокалипсис: Сталин – 1 серия 2 серия 3 серия – Шухрат Гулямов
- Архивный историк Юрий Жуков. Руководство СССР. Сталин – Наталина
- В.А. Ефимов о Сталине. Думайте и решайте сами – MrZaval11
- Василий Сталин. Расплата за отца – Документальный Channel
- Василий Сталин. Тайны кремлевского узника – Документальный Channel
- Великий Сталин? Или Джугашвили? А. Фурсов – От Создателей
- Видеоархив выступлений Сталина – kob.su
- Вся правда о Сталине – Белый Рус
- Выступление Сталина (1937 год) – HistoryTVru
- Выступления Сталина – Vaxa Elimxanov
ნაწილი მეორე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Дача Сталина на Рице – Вадим Мурашкин
- Дело Иосифа Сталина (1 серия) – Имперское ТВ
- Дело Иосифа Сталина, серии 1–12 – Леонид Грингауз
- Дети Сталина. Из цикла "Кремлевские дети" – 1 – ЖЗЛ
- Дети Сталина. Из цикла "Кремлевские дети" – 2 – ЖЗЛ
- Дом-музей И.В. Сталина в г. Гори – null
- Дневник охранника вождя. Документальный фильм о начальнике охраны Сталина
- Евгений Спицын «Как создавали ложь о Сталине и о 22-м июня 1941 года» – День ТВ
- Загадки века. Почему Сталин пощадил Гитлера? – Татося Хор
- Зачем очерняют имя Сталина – Antonina Ageeva
- Железный еврей Сталина. Фильм Владимира Чернышёва – НТВ
- Жена Сталина – 1 серия 2 серия 3 серия 4 серия – Алексей Граф
ნაწილი მესამე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- И. Сталин в первые дни войны – Ежи Васлица
- И. Сталин и А. Гитлер. Особая папка – Канал Победы
- И. Сталин. Речь 11 декабря 1937 г. перед избирателями – Бородач Канарейка
- И. Сталин. Речь о Конституции СССР 25 ноября 1936 г. – Бородач Канарейка
- Имя Россия – Иосиф Сталин – NCnews
- Имя Россия – Иосиф Сталин – Васильев Константин
- Иосиф Сталин – биография – Документальный жанр MaxTV
- Иосиф Сталин – Путь к власти – Величайшие биографии
- Иосиф Сталин. Речь к Победе над Германией 9 мая 1945 года – Охранные системы
- История жизни сына Сталина – Василия – Канал о Войне – оружии истории
- Как погиб Яков Джугашвили, старший сын Сталина – Hunters History
- Кедми развенчал мифы о Сталине – Вечер с Владимиром Соловьевым
- Кем был Сталин на самом деле. Доклад Петрова К.П. – stalinizator
- Кем был Сталин. НТВ против мнения народа, кто такой Сталин – Потребительского общества "ВИТАРА"
- Крипто. Смерть Сталина. Было ли убийство? – InteresMedia
- Культ и личности: как "стирали" Сталина – Pravda
- Mировая революция для тов Сталина. (НТВ Россия) – L1452VALERY999
- Мог ли Сталин остановить Гитлера? – glagolgag
- Музей Сталина на Мамаевом Кургане – Антон Щепетнов
ნაწილი მეოთხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Особая папка: И. В. Сталин и А. Гитлер – Bobby Lechner
- Ошибка Сталина, которую нельзя простить. Исторические заблуждения и реальные факты – Территория Непознанного
- Парад Победы 1945 года на Красной площади в Москве – imenabratska
- Покушения на Сталина | Телеканал "История" – История
- Последнее выступление И. В. Сталина – Communist World
- Последние дни Сталина – Angeisss
- Последний год Сталина, как он его провел и как умер – Канал о Войне – оружии истории
- Похороны Сталина – Sasha Alsaif
- Почему востребован Сталин? – Документальный Channel
- Правда на ОТР. Роль Сталина в истории – OTVrussia
- Правда на ОТР. Сталин снова живее всех живых – OTVrussia
- Приказ: убить Сталина. Документальное кино Леонида Млечина – TV Center
- Путь Сталина – Пятый канал Россия
- Радзинский о Сталине и Ленине – smi lv
- Радзинский – Смерть Сталина. Другая версия 1 – NCnews
- Радзинский – Смерть Сталина. Другая версия 2 – NCnews
ნაწილი მეხუთე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Секретная речь Сталина. Особая папка – TV Center
- Секретно. Сталину. Главная загадка Великой Отечественной. Документальный фильм – Россия 24
- Семья Сталина. фильм 1-й, младший сын Василий Иосифович. Взлет – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 2-й, младший сын Василий Иосифович. Падение – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 3-й, старший сын Яков Иосифович – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 4-й, дочь Светлана Иосифовна. Золотое Детство – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 5-й, дочь Светлана Иосифовна. Личная жизнь – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 6-й, дочь Светлана Иосифовна. Побег – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 7-й, хозяин Иосиф Виссарионович, 1953 год – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 8-й, Иосиф Виссарионович, последние дни жизни – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 9-й, Иосиф Виссарионович, смерть – Виктор Тарасов
- Семья Сталина. фильм 10-й, Иосиф Виссарионович, дача – Виктор Тарасов
- Смерть Сталина. Как умирал один из самых могущественных людей ХХ века – Загадки Вселенной
- Совершенно секретно – XXI. В. Сталин. Часть 1 2 3 4 5 – TheLeoVel
ნაწილი მეექვსე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сталин и Великая Отечественная: Мифы и реальность – postactualidad
- Сталин и Великая Отечественная: Мифы и реальность – Sarah Lyons
- Сталин и ветер правды – Рассвет правды
- Сталин и его роль в Победе. Вечер с Владимиром Соловьевым – Politics Russia–Ukraine
- Сталин против Ленина. Поверженный кумир – TV Center
- Сталин Радзинского. Часть 1 2 3 4
- Сталин. Дневник охранника вождя – Aleksandr
- Сталин. Некоторые страницы личной жизни. Часть Первая – NCnews
- Сталин. Первое поражение – День ТВ
- Сталин. Последнее дело | Телеканал "История" – История
- Сталин. Речь по радио 9 мая 1945 года – Aleks59
- Сталин. Тайны власти – День ТВ
- Сталин. Что же произошло на самом деле? – Документальный Channel
- Сталин: от революции до сверхдержавы – вова печеный
- Стратегия Сталина. Юрий Жуков – Концептуал ТВ
- Сын Сталина – СТВ ГОСРГТРК
- Сын Сталина В. М. Жухрай. 16 марта 2010 года на квартире – Проект Stalker
ნაწილი მეშვიდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Товарищ Сталин. 1 Серия 2 Серия 3 Серия 4 Серия – NCnews
- Трагедии внуков Сталина | Телеканал "История" – История
- Троцкий против Сталина – sluza2
- Троцкий против Сталина. Серия 1 Серия 2 – Александр Новиков
- Убить Сталина. Все серии подряд с 1 по 4 с 5 по 8 – Star Media
- Феномен Сталина в русской истории – gremlintreasure
ნაწილი მერვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Хлеб для Сталина. Истории раскулаченных – НТВ
- Человек за спиной Сталина – Документальный Channel
- Шокирующие планы и идеи сталина, о которых принято умалчивать! – Николай Воронин
- Шокирующие цитаты Сталина которых вы точно не слышали. Вся правда о Сталине – Крамола
- Эдвард Радзинский о Сталине и Иване Грозном – Vasil Shelekhaw
- Эдвард Радзинский. Сталин 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
- Эксгумация Сталина. Отравление Сталина – baiigor
- Эпоха Сталина – Николай Стариков
- Юрий Емельянов: «Убийство Сталина: новые факты и версии» – KM.RU/TV
- Юрий Жуков. Руководство СССР. Интересное о Сталине – s_sedoy
- Юрий Жуков. СССР при Сталине – Непредсказуемая Предопределенность
- Я служил в охране Сталина. документальный фильм воспоминания – Андрей Ли
საბჭოთა პერიოდის ამსახველი საიტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Montefiore, 2007, გვ. 70–71
- ↑ Семанов С. Н., Кардашов В. И. Иосиф Сталин: жизнь и наследие. — М.: Новатор, 1997. с.25 — ISBN 5-85862-057-4
- ↑ 3.0 3.1 3.2 ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 66-69.
- ↑ Pospielovsky, Dimitry V. (1988) A History of Soviet Atheism in Theory and Practice, and the Believer, vol 2: Soviet Anti-Religious Campaigns and Persecutions, St Martin's Press, New York. - გვ. 89
- ↑ Куртуа С., Верт Н., Панне Ж-Л., Пачковский А., Бартосек К., Марголин Дж-Л. Чёрная книга коммунизма = Le Livre Noir du Communisme. — М.: «Три века истории», 2001. — გვ. 36. — 864. — ISBN 2-221-08-204-4.
- ↑ Yakovlev, Alexander N.; Austin, Anthony and Hollander, Paul (2002). A Century of Violence in Soviet Russia. Yale University Press, გვ. 165. ISBN 978-0-300-10322-9.
- ↑ Pipes, Richard (2001). Communism: A History. Modern Library Chronicles, გვ. 66. ISBN 0-679-64050-9.
- ↑ Helene Carrere d'Encausse, The National Republics Lose Their Independence, in Edward A. Allworth, (edit), Central Asia: One Hundred Thirty Years of Russian Dominance, A Historical Overview. Duke University Press, 1994.
- ↑ Crouch, Dave. "The Bolsheviks and Islam." International Socialism: A quarterly journal of socialist theory. 110. 14 Feb 2007. [1]
- ↑ Kowalsky, Sharon A. Book Review: Veiled Empire: Gender and Power in Stalinist Central Asia. by Douglas Northrop Journal of World History: Vol. 26, No. 2, June 2005.
- ↑ Richard Overy (2004). The Dictators: Hitler's Germany, Stalin's Russia. W.W Norton Company, Inc, გვ. 568.
- ↑ The Ukrainian Greek Catholics: A Historical Survey. Religious Information Service of Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-10. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
- ↑ Ведомости Верховного Совета СССР. № 66 (613). 21 декабря 1949 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
- ↑ Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (300). 29 июля 1944 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
- ↑ Валерий Дуров, Николай Стрекалов (11 დეკემბერი, 2012). Орден Красного Знамени — Иосиф Виссарионович был отмечен тремя орденами «Красное Знамя» – 1919, 1930, 1944. archive.li. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
- ↑ Ведомости Верховного Совета СССР. № 47 (253). 7 ноября 1943 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
- ↑ Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (63). 31 декабря 1939 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
|
|
- დაბადებული 21 დეკემბერი
- დაბადებული 1879
- გორში დაბადებულები
- გარდაცვლილი 5 მარტი
- გარდაცვლილი 1953
- ქართველი რევოლუციონერები
- XX საუკუნის პოლიტიკოსები
- სსრკ-ის სახელმწიფო მეთაურები
- სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები
- ლენინის ორდენის კავალრები
- გამარჯვების ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუვოროვის ორდენის კავალრები
- ანტიფაშისტები
- საბჭოთა კავშირის მარშლები
- ცივი ომის ლიდერები
- დიქტატორები
- გენერალისიმუსები
- საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან
- ქართველი ათეისტები
- ქართველი კომუნისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი პოეტები
- მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ლიდერები
- სოციალისტური შრომის გმირები
- იოსებ სტალინი
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სტალინიზმი
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- რსდმპ(ბ)-ის VI ყრილობის დელეგატები
- რსფსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- რსფსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ლატვიის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- უკრაინის სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები