შინაარსზე გადასვლა

1,000,000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1,000,000, ერთი მილიონი[1] (ფრანგ. million; შემოკლებული ფორმა — მლნ.; ციფრობრივი ნიშანი: 1,000,000) — ნატურალური რიცხვი 1,000,000, ათასჯერ ათასი, 10⁶. წარმოადგენს ლუწ, შედგენილ, შვიდნიშნა რიცხვს.

ერთეულთა SI სისტემაში მილიონს შეესაბამება თავსართები: მეგა — მილიონის გამსოახატავად (10⁶) და მიკრო — ერთი მემილიონედის გამოსახატად (10⁻⁶).

სიტყვა „მილიონი“ პირველად შემოიღეს იტალიაში XIV საუკუნეში, რომელიც ნიშნავდა „დიდ ათასს“, ე. ი. 1,000². XV-XVI საუკუნეებში ეს სიტყვა გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ფრანგმა მათემატიკოსმა შუკემ 1484 წელს შემოიღო სიტყვები: „ბილიონი“, „ტრილიონი“, „კვადრილიონი“, „კვინტილიონი“, „სეპტილიონი“, „სექსტილიონი“, „ნონილიონი“ აღსანიშნავად ხარისხებისა: 1,000,000², 1,000,000³ ,..., 1,000,000⁹. დაახლოებით XVII საუკუნეში საფრანგეთში დაიწყეს რიცხვების დაყოფა პერიოდებად, თითოეულში სამ-სამი ციფრით. ამასთანავე, ბილიონმა ძველი 10¹² მნიშვნელობის მაგივრად მიიღო ახალი 10⁹ მნიშვნელობა; ტრილიონს, კვადრილიონს და ა. შ. ასე აღნიშნავდნენ: 10¹², 10¹⁵ ,.... თუმცა, ინგლისში, გერმანიაში და ზოგიერთ ჩრდილო-ევროპულ ქვეყანაში სიტყვები „მილიონი“, „ტრილიონი“, „კვადრილიონი“ და ა. შ, ახლაც ნიშნავს შესაბამისად რიცხვებს: 10¹², 10¹⁸, 10²⁴, ...

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (ერთტომეული), თბ., 1986, გვ. 300
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=1,000,000&oldid=4669809“-დან