შინაარსზე გადასვლა

Cadillac

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადილაკი
Cadillac
დარგი ავტომობილები, ველოსიპედები
დაფუძნდა 1902
სათავო ოფისი დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
მმართველი
ჰენრი მ. ლენანდი
თანამშრომელი ჯენერალ მოტორსი

კადილაკი (ინგლ. Cadillac) — ჯენერალ მოტორსის მფლობელობაში არსებული ამერიკული ბრენდი. მისი ნაწარმები იყედება 50 ქვეყანაში, ყველაზე მასშტაბურად კი აშშ-სა და კანადაში.

ამ ცნობილი მარკის დაარსების თარიღად 1902 წელს ასახელებენ, რომელმაც XVII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მეცნიერის სერჟ კადილაკის სახელი ეწოდა. კომპანიამ დამოუკიდებლად მხოლოდ 1918 წლამდე იარსება. შემდეგ კი იგი უდიდეს ამერიკულ საავტომობილო კონცერნ „ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა და იქ მისთვის შესაფერისი ადგილიც დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ „კადილაკია“ პირველი მყარსახურავიანი ავტომობილის წინამორბედი და შემქმნელი. „კადილაკი“ დღემდე განაგრძობს ხალხის განცვიფრებას. მისი სახელი „უმაღლესი ხარისხის“ სინონიმადაც კი მოჰყავთ, რაც შეეხება კომპანიის სლოგანს, ის ასე ჟღერს: „ცხოვრება, თავისუფლება და პაექრობა“. ამ მარკის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ამერიკასა და კანადაში ხდებოდა, თუმცა ბოლო წლების მონაცემებით მათ არც ევროპელები ჩამორჩებიან. კადილაკი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ემსახურებოდა. მისი მფლობელები იყვნენ ცნობილი მსახიობები და მომღერლები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Cadillac&oldid=4309492“-დან