Death Cab for Cutie
Death Cab for Cutie | |
---|---|
Death Cab for Cutie 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბელინგჰემი, ვაშინგტონი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი,[1][2] ინდი-როკი,[1][2][3] ინდი-პოპი[1][4] |
აქტიური | 1997–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warner Music Group, Atlantic Records, Sub Pop, Fierce Panda Records, Grand Hotel van Cleef |
წევრები |
ბენ გიბარდი ნიკ ჰარმერი ჯეისონ მაკგერი |
ყოფილი წევრები |
ნეიტან გუდი მაიკლ შორი კრის უოლა |
საიტი | deathcabforcutie.com |
Death Cab for Cutie ვიკისაწყობში |
Death Cab for Cutie — ამერიკული ალტერნატიული როკ–ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბელინგჰემში, ვაშინგტონი, 1997 წელს.[5] ჯგუფში შედიან: ბენ გიბარდი (ვოკალი, გიტარა, პიანინო), ნიკ ჰარმერი (ბას–გიტარა) და ჯეისონ მაკგერი (დრამი). 2014 წელს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გიტარისტმა და პროდიუსერმა, კრის უოლამ, გამოაცხადა, რომ დატოვებდა ჯგუფს მერვე სტუდიური ალბომის, Kintsugi-ს, ჩაწერის შემდეგ.
თავდაპირველად Death Cab for Cutie იყო ბენ გიბარდის სოლო პროექტი. მან გამოუშვა დემო ალბომი You Can Play These Songs With Chords, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო. ამან გამოიწვია ხელშეკრულების გაფორმება Barsuk Records-თან.[6] გიბარდმა გადაწყვიტა გაეფართოებინა პროექტი სრულ ჯგუფამდე. მათი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Something About Airplanes, გამოვიდა 1998 წელს, ხოლო მეორე ალბომი, We Have the Facts and We're Voting Yes, 2000 წელს — ორივე ჩანაწერს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინდი საზოგადოებაში. მათ მესამე ალბომში, 2001-ის The Photo Album, პირველად იყო სინგლი, რომელიც მოხვდა ჩარტებში, ხოლო მეოთხე ალბომის, Transatlanticism–ის, გამოშვებამ 2003 წელს მოუტანა ჯგუფს მასობრივი კრიტიკული და კომერციული წარმატება. Atlantic Records-თან შეთანხმების შემდეგ, Death Cab for Cutie-მ გამოუშვეს მათი მეხუთე ალბომი და დებიუტი დიდ ლეიბლზე Plans, 2005 წელს, რომელიც იყო სერტიფიცირებული როგორც პლატინა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წელს გამოშვებული მეექვსე ალბომი — Narrow Stairs — გახდა სტილისტური გადახვევა ჯგუფისთვის. მათი მეშვიდე ალბომი, 2011 წლის Codes and Keys, შეიცავდა ჯგუფის პირველ სინგლს, რომელმაც უმაღლეს პოზიციას მიაღწია — „You Are a Tourist“. მერვე სტუდიური ალბომი Kintsugi, ბოლო, რომელშიც მონაწილეობს უოლა, გამოვიდა 2015 წლის 31 მარტს.
Death Cab for Cutie-ს მუსიკას მიაკუთვნებენ ინდი–როკის, ინდი–პოპის და ალტერნატიული როკის ჟანრებს. ის გამოირჩევა არატრადიციული ინსტრუმენტების გამოყენებით, ისევე როგორც გიბარდის განსხვავებული ხმით და უნიკალური ლირიკული სტილით. დაარსების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა რვა სრულფასოვანი სტუდიური ალბომი, ოთხი EP, ერთი საკონცერტო ალბომი და ერთი დემო ალბომი.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- Something About Airplanes (1998)
- We Have the Facts and We're Voting Yes (2000)
- The Photo Album (2001)
- Transatlanticism (2003)
- Plans (2005)
- Narrow Stairs (2008)
- Codes and Keys (2011)
- Kintsugi (2015)
- Thank You for Today (2018)
- Asphalt Meadows (2022)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Leahey, Andrew. (April 24, 2008) Death Cab for Cutie. AllMusic. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
- ↑ 2.0 2.1 CD review: Death Cab for Cutie. Las Vegas Weekly. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
- ↑ Death Cab for Cutie: Codes and Keys | Music Review. Slant Magazine. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
- ↑ Mark Beaumont (July 8, 2011). „Death Cab for Cutie – review | Music“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
- ↑ Zooey Deschanel and Ben Gibbard Split. ibtimes.com (November 2, 2011). ციტირების თარიღი: November 13, 2011.
- ↑ Mitchum, Rob. (November 25, 2002) You Can Play These Songs with Chords Review. Pitchfork Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2008. ციტირების თარიღი: April 27, 2008.