სისტემა მოიხმარდა Samsung S3C2400X01 ცენტრალურ პროცესორს 133 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 მბ ოპერატიულ მეხსიერებას,[3] 3 ვოლტიან DC ადაპტერს ან ორ ცალ AA ბატარეებს 6-დან 12 საათამდე ხანგრძლივობით, ეკრანის გაფართოება — 320 × 240 პიქსელები.[1]
არსებობის განმავლობაში გამოიცა კონსოლის სამი ვარიანტი: GP32 NLU, GP32 FLU და GP32 BLU. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ხუთი თამაში, ხოლო საერთო ჯამში — 28 თამაში. მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად. 2007 წლის მონაცემებით გაიყიდა კონსოლის 30,000 ასლი. იმავე წელს კომპანია Game Park გაკოტრდა.[4]
2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დაარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედია პლეერი GP2X, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს GP32-ის მემკვიდრედ.