შინაარსზე გადასვლა

MobyGames

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
MobyGames

MobyGames-ოფიციალური ლოგო 2014 წლის 11 მარტამდე
საიტი MobyGames.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების კატალოგი
ინტერნეტ-ფორუმი
რეგისტრაცია არჩევითი, უფასო
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Blue Flame Labs [1]
შემქნელი ჯიმ ლეონარდი
(დამფუძნებელი)
ბრაინ ჰირტი
დევიდ ბერკი
გაეშვა 30 იანვარი, 1999; 17 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი 37,403 (თებერვალი, 2016) [2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

MobyGames — კომერციული ვებსაიტი, რომელიც ახარისხებს, როგორც ახალ, ასევე ძველ ვიდეო თამაშებს. MobyGames დაარსდა 1999 წლის 1 მარტს სკოლის მოსწავლეების ჯიმ ლეონარდის, ბრაინ ჰირტისა და დევიდ ბერკის მიერ. საიტი შეიცავს ვრცელ მონაცემთა ბაზას. ვებსაიტის მიზანი არის შქმნას ხარისხიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი (FAQ), რათა ყურადღებით მოახდნოს ყველა სჭირო ინფორმაციის კატალოგიზაცია კომპიუტერული თამაშების შესახებ, ხოლო შემდეგ შესთავაზოს მომხმრებელს ხარისხიანი FAQ-ის სახით. 2016 წლის მონაცემით, საიტი შეიცავს ინფორმაციას 190 სათამაშო პლატფორმის შესახებ, (არკადული თამაშები, კონსოლები, კომპიუტერები, სოციალური ქსელების საიტები, პორტატული კომპიუტერები, და მობილური ტელეფონები) და ასევე ინფორმაციას 100,000[3][4] ვიდეო თამაშის შესახებ.

მობიგეიმსზე ინფორმაცია თამაშების შესახებ იმყოფება რელაციურ მონაცემთა ბაზაში, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა გზით. თამაშების ინფორმაციის გარდა, მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია თამაშების დეველოპერებისა და გამომცემლების შესახებ.

ბაზის კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება არის თამაშების დაჯგუფება სერიების მიხედვით. მაგალითად, სერია Ultima-ის ყველა ნაწილი თავმოყრილია ერთ ჯგუფში. დარეგისტრირებული მომხმარებლის უპირატესობა არის ის, რომ მას შესაძლებლობა აქვს შეაფასოს თამაში მობიგეიმსის მონაცემთა ბაზაში.

საიტზე განთავსებული არის ვიდეო თამაშების პროგრამისტების, დიზაინერებისა და მხატვრების სია, ხოლო ზიგიერთ შემქმნელზე, ასევე არსებობს ბიოგრაფიული მონაცემები - მსგავსი MDb-სა, სადაც განთავსებული არის მონაცემები კონომსახიობებსა და ფილმების შემქმნელებზე.

მობიგეიმსში შედის თითქმის ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია თამაშებზე. თამაშის ყოველი გვერდი შესაძლოა შეიცავდეს რეცენზიებს, შეფასებებს, გეიმპლეის სურათებს, რჩევებს, ჩიტ-კოდებს, პროდუქტების რეკლამებსა და მაღაზიების ლინკებს, სადაც შესაძლებელი არის თამაშების შეძენა.

საიტი დაარსდა 1999 წლის 1 მარტს სკოლის მოსწავლეების ჯიმ ლეონარდსის, ბრაინ ჰირტისა და დევიდ ბერკის მიერ. დევიდ ბერკი შემოუერთდა დამაარსებელთა ჯგუფს 18 თვის შემდეგ, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ითვლება საიტის ერთ-ერთ დამფუძნებლად.

თავდაპირველად, მობიგეიმსზე თავსდებოდა DOS-სა და Windows-ის თამაშები, მაგრამ 2000 წლის 1 მარტს საიტმა დაამატა რამდენიმე პლატფორმა. 2004 წელს, მომხმარებელთა მოთხოვნით, საიტის მონაცემთა ბაზას დაემატა ZX Spectrum-ის თამაშების სია და 2005 წლის მონაცემით, საიტზე მოიძებნებოდა ZX Spectrum-ის დაახლოებით 1000-მდე თამაში.

მოგვიანებით დაემატა ისეთი პლატფორმების მხარდაჭერა როგორებიც არის MSX, Amstrad CPC, TRS-80, Palm OS, Windows Mobile, Java ME, Xbox 360 და Gizmondo.

2006 წელს დაემატა შემდეგი პლატფორმები: Atari 8-bit, Commodore PET, Mac, Channel F, Magnavox Odyssey, CD-i, Dragon 32/64, iPod, PlayStation 3 , Wii.

2010 წლის ზაფხულს, მობიგეიმსი შეისყიდა GameFly-მა გაურკვევლი თანხის სანაცვლოდ.[5], ხოლო 2013 წლის 18 დეკემბერს შეძენილი იქნა GameFly-ის მიერ.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Game dev database MobyGames getting some TLC under new owner. Gamasutra (31 დეკემბერი, 2013).
  2. Mobygames.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-15. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  3. Ports for different platforms count towards this number. Without ports/conversions, compilation and special edition entries the number of unique titles is over 40,000. [1]
  4. MobyGames database stats დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine. . Retrieved from MobyGames 2013-09-02.
  5. Report: MobyGames Acquired By GameFly Media. Gamasutra (2011-07-02).
  6. Corriea, Alexa Ray. MobyGames purchased from GameFly, improvements planned. ციტირების თარიღი: 2014-01-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MobyGames&oldid=4611862“-დან