შინაარსზე გადასვლა

Nursery Cryme

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nursery Cryme
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 12 ნოემბერი, 1971
ჩაიწერა აგვისტო, 1971
სტუდია Trident Studios, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 39:29
ლეიბლი Charisma
პროდიუსერი ჯონ ენტონი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Trespass
(1970)
Nursery Cryme
(1971)
Foxtrot
(1972)
სინგლები ალბომიდან Nursery Cryme
  1. „Happy the Man / Seven Stones“
    გამოცემის თარიღი: 12 მაისი 1972

Nursery Cryme (ქართ. დანაშაული საბავშვო ოთახში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1971 წელს, ლეიბლზე Charisma Records. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი დრამერ ფილ კოლინზის და გიტარისტ სტივ ჰეკეტის მონაწილეობით. ალბომი ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, 1970–71 წლების ტურნეს შემდეგ, რომელიც წინა სტუდიური ჩანაწერის, Trespass-ის მხარდასაჭერად გაიმართა.

ჯენესისი დაუბრუნდა ხუთკაციან შემადგენლობას სტივ ჰეკეტის 1971 წლის იანვარში გამოჩენის შემდეგ. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფს შეუერთდა დრამერი ფილ კოლინზი. ამრიგად, ჰეკეტამდე კოლექტივში შედიოდნენ: კოლინზი, პიტერ გებრიელი (ვოკალი), ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბას-გიტარა). ოთხი მუსიკოსისგან შემდგარ ჯენესისში ბენქსი უკრავდა გიტარაზე და კლავიშებიანებზე. თავად ტონი იხსენებდა, რომ ერთდროულად ორ კლავიშებიან ინსტრუმენტზე დაკვრამ მისი ტექნიკა დახვეწა. ჯენესისმა გამართა ტურნე Trespass, რომელიც 1971 წლის ივლისში დაასრულა. ამ მომენტიდან მიმდინარეობდა მომზადება ახალი ალბომის ჩასაწერად. სიმღერები დაიწერა კრაუბოროში (აღმოსავლეთი სასექსი) მდებარე სახლში, რომელსაც მათი მენეჯერი ტონი სტრეტონ-სმითი ფლობდა.[1]

Nursery Cryme ჩაიწერა 1971 წლის აგვისტოში, სტუდიაში Trident Studios, პროდიუსერ ჯონ ენტონის თანაშემწეობით.[2] გარეკანზე, ისევე, როგორც წინა ჩანაწერის შემთხვევაში, მუშაობდა პოლ უაიტჰედი.[3] მასზე ასახულია სცენები ალბომის პირველი კომპოზიციიდან „The Musical Box“ და კოქსჰილი, მამული კროკეტის მინდვრით, სადაც გებრიელი იზრდებოდა.[4][5]

„The Musical Box“ წარმოიშვა ჯენესისის ყოფილი გიტარისტის, ენტონი ფილიპსის ინსტრუმენტული კომპოზიიიდან [6], რომელსაც „F#“ ეწოდებოდა, მოგვიანებით კი Jackson Tapes-ის სახელით იყო ცნობილი (ეს ვერსია შეტანილია ბოქს-სეტში Genesis 1970–1975). ფინალურ ვერსიაში გამოყენებული სოლოს ავტორია მიკ ბერნარდი, რომელიც ფილიპსს ხანმოკლე პერიოდით ჩაენაცვლა.[7]

„For Absent Friends“, ალბომის მეორე სიმღერა, არის ჯენესისის პირველი ჩანაწერი ფილ კოლინზის, როგორც წამყვანი ვოკალისტის მონაწილეობით. „The Return of the Giant Hogweed“ არის ამბავი ტოქსიკური მცენარის Heracleum mantegazzianum გავრცელების შესახებ, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთში „დაიჭირა“ და ინგლისში შემოიტანა ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარმა.[8]

ალბომის სახელწოდება არის სიტყვების თამაში nursery rhyme-ით (ქართ. საბავშვო სიმღერა) და crime-ით (ქართ. დანაშაული).

Nursery Cryme გამოვიდა 1971 წლის ნოემბერში. ალბომი 1974 წლის მაისამდე ბრიტანეთის ჩარტში არ მოხვედრილა. შეაღწია რა ამ სიაში, იგი 39-ე პოზიციამდე ავიდა და მხოლოდ 1984 წლის მარტში დაბრუნდა - 68-ე ადგილამდე ასვლით. იტალიაში ალბომი #4 იყო.[9]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[10]
რობერტ კრისტგოუC−[11]
Rolling Stone(შერეული)
The Rolling Stone Album Guide2/5 stars[12]

კრიტიკოსთა მიერ ალბომის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. რიჩარდ კრომლინი (Rolling Stone) დასკვნის სახით წერდა, რომ „Nursery Cryme-ის მთავარი პრობლემა არის არა ჯენესისის კონცეფციები, რომლებიც, სხვა თუ არაფერი, სასტიკად მახვილგონიერი და საყვარლად ექსცენტრიულია; არც მათი მუსიკალური სტრუქტურების ხანგრძლივი, მრავალი ნაწილისგან შემდგარი ფარგლები, რომლებზეც დამოკიდებულია თხრობები; არც შესრულება, რომელიც დროდადრო ფრიად უხალისოა. სინამდვილეში პრობლემაა საშინელი პროდიუსერული სამუშაო, ბინძური, უცხო ხორცი, რომელიც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად აუცილებელია დასარტყმელი საკრავების და გიტარების აფეთქებები, ორგანის კივილი და ვოკალის ბასრი გამოყენება, ჩუმად ჟღერს“. თუმცა, მან დრო ადგილი დაუთმო რამდენიმე სიმღერის დადებითად შეფასებას და აღნიშნა, რომ ჯგუფის იმედი ჰქონდა.

შემდეგ წლებში გამოქვეყნებული რეტროსპექტიული მიმოხილვები უფრო დადებითი იყო. BBC Music აღიარებდა ჯგუფის ორ ახალ წევრს, როგორც ფუნდამენტურს ჯენესისის საშემსრულებლო წარმატებისთვის, ხაზს უსვამდა რა, რომ „კოლინზის მახვილ დასარტყმელ საკრავებს ემატება მისი გებრიელივით ჟღერადობის საოცარი ნიჭი.[...] ჰაკეტის ტეპინგის და კრეშენდოების ტექნიკამ მართლაც გააფართოვა ჯგუფის პალიტრა, რამაც ტონი ბენქსს მეტი სივრცე მისცა მისი Delius-ის ორგანზე საფირმო ნიშნის მქონე შესრულებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ Mellotron-ზე.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ „ჯენესისმა ფაქტობრივად საკუთარი ჟანრი გამოიგონა, ედვარდისეული როკი.“[13] მიუხედავად იმისა, რომ AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინი ალბომს მეტად უსწორმასწოროს უწოდებდა, მისი აზრით „The Musical Box“ და „The Return of the Giant Hogweed“ წარმოადგენენ „ნამდვილ შედევრებს“ და „თუკი ალბომის დანარჩენი სიმღერები არ არის ასეთი მიმზიდველი ან სტრუქტურირებული, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ამ სიმღერებში გამოჩნდა, თუ რა შეეძლო ჯენესისს და მათ კვლავ თვლიან ჯგუფის შესაძლებლობების მწვერვალად“.[10] რობერტ კრისტგოუს მიმოხილვა კი მთლიანად სარკაზმით გაჯერებული შეძახილებისგან შედგებოდა.[11] გედი ლიმ (ჯგუფი Rush) The Quietus-თან ინტერვიუში ახსენა, რომ ეს ალბომი მისი ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერია.[14]

ყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი[2].

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Musical Box“10:24
2.„For Absent Friends“1:44
3.„The Return of the Giant Hogweed“8:09
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Seven Stones“5:08
2.„Harold the Barrel“2:59
3.„Harlequin“2:53
4.„The Fountain of Salmacis“7:54
ჯენესისი[2]
  • პიტერ გებრიელი – წამყვანი ვოკალი, ფლეიტა, დიდი დოლი, დაირა
  • სტივ ჰეკეტი – ელექტრონული და 12 სიმიანი გიტარები
  • ტონი ბენქსი – ორგანი, ბეკ-ვოკალი, მელოტრონი, აკუსტიკური და ელექტრონული ფორტეპიანო, 12 სიმიანი გიტარა
  • მაიკ რეზერფორდი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი, ბას-პედალი, 12 სიმიანი გიტარა
  • ფილ კოლინზი – დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი, წამყვანი ვოკალი ("For Absent Friends"), პერკუსია
სხვა პერსონალი[2]
ჩარტი (1972–1974) უმაღლესი
პოზიცია
იტალიური ალბომები (Musica e dischi)[15]
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[16] 39
ჩარტი (2014) უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის როკ და მეტალ ალბომები (OCC)[17] 24
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
საფრანგეთი (SNEP)[18] ოქრო 100 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[19] ვერცხლი 60 000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

ციტატები
  1. Genesis 2007, p. 105–106.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Nursery Cryme (Media notes). Charisma Records. 1971. CAS 1052.
  3. კევინ ჰოლმ-ჰადსონი (2008). Genesis and The Lamb Lies Down on Broadway. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 15. 
  4. Edward Macan (1997). Rocking the Classics: English Progressive Rock and the Counterculture. Oxford University Press, გვ. 60-61. 
  5. Daryl Easlea (11 Oct 2013). Without Frontiers: The Life & Music of Peter Gabriel. Music Sales Limited, გვ. 22. 
  6. http://www.anthonyphillips.co.uk/discography/arccol.htm
  7. Interview with Anthony Phillips დაარქივებული 2011-10-12 საიტზე Wayback Machine. ; Interview with Richard MacPhail დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine.
  8. Austin, Jon (18 ივლისი 2015). „WATCH: Did Genesis bizarrely predict Britain's Giant Hogweed nightmare 44 years ago?“. Daily Express. Northern and Shell Media Publications. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2015.
  9. გალო, ა.: 'Genesis From One Fan to Another, page 20. Omnibus Press, 1984
  10. 10.0 10.1 ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011)Nursery Cryme – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  11. 11.0 11.1 კრისტგოუ, რობერტ. CG: Genesis. რობერტChristgau.com. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2012.
  12. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8. 
  13. ჯოუნსი, კრის. (18 აპრილი 2007) BBC – Music – Review of Genesis – Nursery Cryme. BBC. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  14. In The Mood: The Favourite Albums Of Rush's Geddy Lee (29 ივნისი 2012).
  15. Classifiche it. Musica e dischi. ციტირების თარიღი: March 10, 2024 აირჩიეთ "Tipo" "Album"-ში. ველში "Titolo" ჩაწერეთ "Nursery Cryme".
  16. "19740505 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 მარტი, 2024.
  17. "ოფიციალური როკ და მეტალ-ალბომების საუკეთესო 40-ეულის ჩარტი". ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 marti, 2024.
  18. French album certifications – Genesis – Nursery Crime ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  19. British album certifications – Genesis – Nursery Cryme. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Nursery Cryme ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
ბიბლიოგრაფია
  • ბენქსი, ტონი; კოლინზი, ფილ; გებრიელი, პიტერ; ჰეკეტი, სტივ; რეზერფორდი, მაილ (2007). Genesis. Chapter and Verse. Weidenfeld and Nicholson. ISBN 978-0-297-84434-1. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nursery_Cryme&oldid=4635476“-დან